სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰუმანური გამტაცებლები, მადლიერი მძევლები, სნაიპერის მიერ ლიკვიდირებული დამნაშავე -  დანაშაულები ჩვენი უახლესი ისტორიიდან, როდესაც მძევლები აიყვანეს
ჰუმანური გამტაცებლები, მადლიერი მძევლები, სნაიპერის მიერ ლიკვიდირებული დამნაშავე -  დანაშაულები ჩვენი უახლესი ისტორიიდან, როდესაც მძევლები აიყვანეს

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ზუგ­დი­დის ფი­ლი­ალ­ში მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ეტა­პობ­რი­ვად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა, ნიღ­ბი­ან­მა პირ­მა, რო­მე­ლიც 500 ათას დო­ლარს და უსაფრ­თხოდ გა­და­ად­გი­ლე­ბას მო­ი­თხოვ­და, შე­ნო­ბა, სამ მძე­ვალ­თან და სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ ავ­თან­დილ გალ­და­ვას­თან ერ­თად და­ტო­ვა და ზუგ­დი­დი­დან, ავ­ტო­მან­ქა­ნით, გვი­ან ღა­მით გა­ემ­გზავრნენ. შს სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ინ­ტენ­სი­უ­რად გრძელ­დე­ბა ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი დამ­ნა­შა­ვის და­სა­კა­ვებ­ლად. ამას­თა­ნა­ვე, ოფი­ცი­ა­ლუ­რად ამ დრომ­დე არ არ­სე­ბობს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ნამ­დვი­ლად მი­უ­ტა­ნა თუ არა ფული ავ­თან­დილ გალ­და­ვამ თავ­დამ­სხმელს.

ადა­მი­ა­ნე­ბის მძევ­ლად აყ­ვა­ნა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უცხო არ არის, თუმ­ცა არც მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის სიხ­ში­რით გა­მო­ვირ­ჩე­ვით. მძევ­ლო­ბის ინ­სტი­ტუტ­მა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დე­ბა 90-იანი წლე­ბი­დან, სა­მო­ქა­ლა­ქო ომის გა­ჩა­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო. და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­ში მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბი სის­ხლით, ხან უსის­ხლოდ სრულ­დე­ბო­და.ზუგ­დიდ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა ახლო წარ­სუ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე ის­ტო­რია გაგ­ვახ­სე­ნა, რომ­ლე­ბიც მძევ­ლად აყ­ვა­ნის ფაქ­ტებს უკავ­შირ­დე­ბა.

  • ჰუ­მა­ნუ­რი გამ­ტა­ცებ­ლე­ბი და მად­ლი­ე­რი მძევ­ლე­ბი

1998 წლის 19 თე­ბერ­ვალს ზუგ­დიდ­ში, გა­ე­როს სექ­ტო­რის რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჯი­ხაშ­კარ­ში მძევ­ლე­ბად აიყ­ვა­ნეს.

გოჩა ესე­ბუა ინ­ტერ­ვი­უს მძევ­ლებ­თან ერ­თად აძ­ლევს უცხო­ელ ჟურ­ნა­ლისტს

ეს ქმე­დე­ბა მა­შინ­ვე შე­ფას­და, რო­გორც ტე­რაქ­ტი, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით არა­მარ­ტო იმ­დრო­ინ­დე­ლი ქარ­თუ­ლი, მსოფ­ლიო მე­დი­აც ვერ მა­ლავ­და გაკ­ვირ­ვე­ბას ქარ­თვე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის ჰუ­მა­ნუ­რო­ბის გამო - ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ერ­თგუ­ლი გვარ­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, რო­მელ­თაც სა­თა­ვე­ში გოჩა ესე­ბუა ედგა, გა­ე­რო­ელ მძე­ვალ­თა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბად გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბა და­ა­სა­ხე­ლეს. თა­ვად მძევ­ლე­ბი თავს მშვე­ნივ­რად გრძნობ­დნენ, ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს კერ­ძებს აგე­მოვ­ნებ­დნენ და არც ღვი­ნო­სა და ორ­ნა­ხად არაყ­ზე ამ­ბობ­დნენ უარს. სა­ბო­ლო­ოდ, ეს "ტე­რაქ­ტი" ოთხი­ვე მძევ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით დას­რულ­და.

ესე­ბუ­ამ პირ­ვე­ლი მძე­ვა­ლი გა­მო­უშ­ვა, ფო­ტოგ­რა­ფი: და­ვით ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი

ამ­ბო­ბენ, რო­დე­საც გამ­ტა­ცებ­ლებ­მა მათი გაშ­ვე­ბა გა­და­წყვი­ტეს, ისი­ნი თურ­მე წას­ვლა­ზე უარს ამ­ბობ­დნენ, - ჩვენ გა­რე­შე თქვენ არა­ფე­რი და­გი­შა­ვო­ნო... მე­ამ­ბო­ხე­თა ნა­წი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­უ­რიგ­და, ნა­წილ­მა კი, გოჩა ესე­ბუ­ას მე­თა­უ­რო­ბით, ისევ ტყეს მის­ცა თავი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სულ რა­ღაც თვე­ნა­ხე­ვარ­ში, გოჩა ესე­ბუა მოკ­ლეს - ესეც მო­რი­გი ტე­რაქ­ტი იყო, რად­გან სპეც­რაზმს ძა­ლი­ან ად­ვი­ლად შე­ეძ­ლო მისი ცო­ცხლად აყ­ვა­ნა...

  • "ის ლიკ­ვი­დი­რე­ბულ იქნა სნა­ი­პე­რის მიერ"

2002 წლის აგ­ვის­ტო­ში, მცხე­თის ხიდ­ზე მოკ­ლეს აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი პირი, რო­მელ­მაც თბი­ლის­ში "ოქ­როს ბირ­ჟა” გა­ძარ­ცვა. მან მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი და ბირ­ჟის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აიყ­ვა­ნა მძევ­ლად. მძარ­ცვე­ლი სნა­ი­პე­რის ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა. სპე­ცო­პე­რა­ცი­ას უშუ­ა­ლოდ იმ­ჟა­მინ­დე­ლი შს მი­ნის­ტრი კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რო­მე­ლიც ამ ამ­ბავს იხ­სე­ნებს:

კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი შს მი­ნის­ტრო­ბი­სას, ფო­ტოგ­რა­ფი: შახ აი­ვა­ზო­ვი

"ოქ­როს ბირ­ჟა­ზე შე­იჭ­რა მძარ­ცვე­ლი, ორი ჩან­თა ოქ­რო­უ­ლო­ბით გა­ავ­სო, მერე გა­მო­ვი­და და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის მძღო­ლი, ბირ­ჟი­დან კი 3-4 კაცი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა და წა­ვი­და მცხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­ტყო­ბი­ნე­ბა მა­ლე­ვე მი­ვი­ღეთ, მაგ­რამ ქა­ლაქ­ში არ გა­ვა­ჩე­რეთ, ვი­ნა­ი­დან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი იყო, ხელ­ყუმ­ბა­რა ჰქონ­და და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დეთ გაგ­ვეყ­ვა­ნა ისეთ სივ­რცე­ში, სა­დაც ნაკ­ლე­ბად სა­ხი­ფა­თო იქ­ნე­ბო­და. დევ­ნის ოპე­რა­ცი­ას ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით და ნა­ტახ­ტარ­თან ავ­ტო­მან­ქა­ნა უკან შე­მობ­რუნ­და და ისევ ქა­ლა­ქის­კენ წა­მო­ვი­და. როცა შე­იქ­მნა საფრ­თხე, რომ ისევ შე­იძ­ლე­ბო­და შე­მო­სუ­ლი­ყო მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ ქა­ლაქ­ში, მა­შინ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ხიდ­ზე გაგ­ვე­ჩე­რე­ბი­ნა. მან­ქა­ნა და­იბ­ლო­კა, ალ­ყა­ში მო­ვაქ­ცი­ეთ და და­ი­ვი­წყეთ მას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა. მისი მო­თხოვ­ნა იყო მიგ­ვე­ცა გზა, ვერ­ტმფრე­ნი, ავ­ტო­მან­ქა­ნა და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით გაგ­ვეშ­ვა. მო­ლა­პა­რა­კე­ბა საკ­მა­ოდ დიდ­ხანს გაგ­რძელ­და, პა­რა­ლე­ლუ­რად ჩვენ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის რამ­დე­ნი­მე გეგ­მას გან­ვი­ხი­ლავ­დით. ვცდი­ლობ­დით დაგ­ვედ­გი­ნა მისი ვი­ნა­ო­ბა, რათა იქ­ნებ მისი ახ­ლობ­ლე­ბით მოგ­ვეხ­დი­ნა გავ­ლე­ნა და მძევ­ლე­ბი გად­მო­ე­ცა. ეს არ მო­ხერ­ხდა, დამ­ნა­შა­ვე ჩვენს არა­ნა­ირ პი­რო­ბა­ზე არ მო­დი­ო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვა­წარ­მო­ებ­დით მაქ­სი­მა­ლურ მო­ლა­პა­რა­კე­ბას, ვთა­ვა­ზობ­დით შე­ღა­ვათს, გარ­კვე­ულ­წი­ლად, უკომ­პრო­მი­სო ვი­ყა­ვით და ვე­უბ­ნე­ბო­დით, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევ­და და­ნე­ბე­ბა და ამა­ში ვი­ყა­ვით ცალ­სა­ხად მკა­ფიო. ვინ არ ჩავ­რთეთ საქ­მე­ში - სა­სუ­ლი­ე­რო პირი, ფსი­ქო­ლო­გი და სხვა ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი, რათა მას­ზე გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნათ. მე პი­რა­დად, სულ ხაზ­ზე ვი­ყა­ვი რად­გან ვი­ცო­დით, რომ მძევ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ მძი­მე იყო - ამ­დე­ნი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­ვე­ბის, ტუ­ა­ლე­ტის, წყლის გა­რე­შე... ჩვენ კი მი­ვა­წო­დეთ ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ის ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ო­და რო­გორც ჩვენს მი­მართ, ისე, მძევ­ლე­ბის მი­მართ. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მძარ­ცვე­ლი არა­ნა­ირ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე აღარ წა­მო­ვი­და და გარ­კვე­უ­ლი სა­დაზ­ვერ­ვო ჯგუ­ფის­გან გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ დიდი ალ­ბა­თო­ბით მძევ­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ელო­და და ის ხელ­ყუმ­ბა­რას გა­მო­ი­ყე­ნებ­და, როცა ამა­ში დავ­რწმუნ­დით, შემ­დეგ და­ვი­წყეთ სპე­ცო­პე­რა­ცია. მი­უ­ხე­და­ვად დიდი მცდე­ლო­ბი­სა, დაგ­ვნე­ბე­ბო­და, ძა­ლი­ან დიდი იყო რის­კი, რომ მძევ­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და, ის ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და მათ მი­მართ, სხვა გზა აღარ იყო და ის ლიკ­ვი­დი­რე­ბულ იქნა სნა­ი­პე­რის მიერ. რო­გორც მახ­სოვს, ეს ხან­გრძლი­ვი ოპე­რა­ცია დი­ლის 5 სა­ათ­ზე დას­რულ­და. მერე გა­ირ­კვა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი აფხა­ზე­თი­დან ლტოლ­ვი­ლი იყო, გვარ-სა­ხე­ლი აღარ მახ­სოვს”.

  • მძევ­ლებს ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვე

იმა­ვე წლის, 2002-ის შე­მოდ­გო­მა­ზე რუს­თავ­ში ქვე­მო ქარ­თლის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი აიყ­ვა­ნეს მძევ­ლად. სპე­ცო­პე­რა­ცია დამ­ნა­შა­ვის და­ნე­ბე­ბა-ჩა­ბა­რე­ბით დას­რულ­და. საქ­მე ან­გა­რე­ბით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ პირს ეხე­ბო­და, რო­მელ­მაც ად­გილ­ზე მი­სულ პო­ლი­ცი­ას თავი და­აღ­წია და მძე­ვა­ლი აიყ­ვა­ნა. ქვე­მო ქარ­თლის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის იმ­ჟა­მინ­დე­ლი უფ­რო­სი ალე­კო ბუკია გახ­ლდათ, რო­მე­ლიც, რო­გორც ავთო გალ­და­ვა ზუგ­დი­დე­ლი ბან­კის და­ყა­ჩაღ­ბი­სას, მძე­ვალს ჩა­ე­ნაც­ვლა. დამ­ნა­შა­ვე მან­ქა­ნით მოძ­რა­ობ­და და მას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი დიდ­ხანს ვერ­ტმფრე­ნით დაჰ­ყვე­ბოდ­ნენ. სა­ბო­ლო­ოდ, დამ­ნა­შა­ვე და­ნებ­და და მათ ჩა­ბარ­და. სპე­ცო­პე­რა­ცია უსის­ხლოდ დას­რულ­და და არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

  • "მძარ­ცვე­ლებ­მა ქალი მან­ქა­ნი­ა­ნად გა­ი­ტა­ცეს"

2019 წლის 8 მარტს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, გლ­დან­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" მომ­ხდა­რი ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმის ფაქ­ტი გახ­სნა და ორი პირი და­ა­კა­ვა.

ყა­ჩა­ღო­ბის, პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი 2 პირი და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და ნიღ­ბი­ა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გლ­დან­ში სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" შე­იჭრ­ნენ და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რით თან­ხა მო­ი­თხო­ვეს. ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გან­გა­შის სიგ­ნა­ლით დაც­ვის პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს. ბან­კის ფი­ლი­ალ­თან მი­სულ დაც­ვის პო­ლი­ცი­ას თავ­დამ­სხმე­ლებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. სრო­ლი­სას არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, ბან­კის ფი­ლი­ალ­ზე ყა­ჩა­ღურ თავ­დას­ხმამ­დე, თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს 2 მო­ქა­ლა­ქეს და კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა ჩა­მო­არ­თვეს. მძარ­ცვე­ლებ­მა ქალი მან­ქა­ნი­ა­ნად გა­ი­ტა­ცეს, მას­თან ერ­თად გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო კი­დევ ერთი ბიჭი. მძარ­ცვე­ლებს ისი­ნი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ-ფეხ შეკ­რუ­ლი ჰყავ­დათ, ბანკზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ კი, ბან­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მან­ქა­ნი­დან ჩა­მო­აგ­დეს, თა­ვად ჩას­ხდნენ იმა­ვე მან­ქა­ნა­ში და გა­იქ­ცნენ. პო­ლი­ცი­ამ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო გა­ტა­ცე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით დაწ­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ივა
21

გენერალი ნარჩემაშვილი ნუგზარ საჯაიამ გაზარდა, ბანდიტებისა და ვაჭრების რისხვად 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ჰუმანური გამტაცებლები, მადლიერი მძევლები, სნაიპერის მიერ ლიკვიდირებული დამნაშავე -  დანაშაულები ჩვენი უახლესი ისტორიიდან, როდესაც მძევლები აიყვანეს

ჰუმანური გამტაცებლები, მადლიერი მძევლები, სნაიპერის მიერ ლიკვიდირებული დამნაშავე -  დანაშაულები ჩვენი უახლესი ისტორიიდან, როდესაც მძევლები აიყვანეს

"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მძევლად აყვანილი ადამიანების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, შენობა, სამ მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა და ზუგდიდიდან, ავტომანქანით, გვიან ღამით გაემგზავრნენ. შს სამინისტროს ცნობით, ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად. ამასთანავე, ოფიციალურად ამ დრომდე არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, ნამდვილად მიუტანა თუ არა ფული ავთანდილ გალდავამ თავდამსხმელს.

ადამიანების მძევლად აყვანა და გათავისუფლება საქართველოსთვის უცხო არ არის, თუმცა არც მსგავსი ფაქტების სიხშირით გამოვირჩევით. მძევლობის ინსტიტუტმა ჩვენს ქვეყანაში მოქმედება 90-იანი წლებიდან, სამოქალაქო ომის გაჩაღებისთანავე დაიწყო. დამოუკიდებელ საქართველოში მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაციები სისხლით, ხან უსისხლოდ სრულდებოდა.ზუგდიდში განვითარებულმა მოვლენებმა ახლო წარსულიდან რამდენიმე ისტორია გაგვახსენა, რომლებიც მძევლად აყვანის ფაქტებს უკავშირდება.

  • ჰუმანური გამტაცებლები და მადლიერი მძევლები

1998 წლის 19 თებერვალს ზუგდიდში, გაეროს სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი ჯიხაშკარში მძევლებად აიყვანეს.

გოჩა ესებუა ინტერვიუს მძევლებთან ერთად აძლევს უცხოელ ჟურნალისტს

ეს ქმედება მაშინვე შეფასდა, როგორც ტერაქტი, თუმცა, მოგვიანებით არამარტო იმდროინდელი ქართული, მსოფლიო მედიაც ვერ მალავდა გაკვირვებას ქართველი ტერორისტების ჰუმანურობის გამო - ზვიად გამსახურდიას ერთგული გვარდიის წარმომადგენლებმა, რომელთაც სათავეში გოჩა ესებუა ედგა, გაეროელ მძევალთა გათავისუფლების პირობად გამსახურდიასა და შევარდნაძის ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებების დაწყება დაასახელეს. თავად მძევლები თავს მშვენივრად გრძნობდნენ, ქართული სამზარეულოს კერძებს აგემოვნებდნენ და არც ღვინოსა და ორნახად არაყზე ამბობდნენ უარს. საბოლოოდ, ეს "ტერაქტი" ოთხივე მძევლის გათავისუფლებით დასრულდა.

ესებუამ პირველი მძევალი გამოუშვა, ფოტოგრაფი: დავით ხიზანიშვილი

ამბობენ, როდესაც გამტაცებლებმა მათი გაშვება გადაწყვიტეს, ისინი თურმე წასვლაზე უარს ამბობდნენ, - ჩვენ გარეშე თქვენ არაფერი დაგიშავონო... მეამბოხეთა ნაწილი ხელისუფლებას შეურიგდა, ნაწილმა კი, გოჩა ესებუას მეთაურობით, ისევ ტყეს მისცა თავი. მოგვიანებით, სულ რაღაც თვენახევარში, გოჩა ესებუა მოკლეს - ესეც მორიგი ტერაქტი იყო, რადგან სპეცრაზმს ძალიან ადვილად შეეძლო მისი ცოცხლად აყვანა...

  • "ის ლიკვიდირებულ იქნა სნაიპერის მიერ"

2002 წლის აგვისტოში, მცხეთის ხიდზე მოკლეს აფხაზეთიდან დევნილი პირი, რომელმაც თბილისში "ოქროს ბირჟა” გაძარცვა. მან მიკროავტობუსის მძღოლი და ბირჟის თანამშრომლები აიყვანა მძევლად. მძარცველი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. სპეცოპერაციას უშუალოდ იმჟამინდელი შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამ ამბავს იხსენებს:

კობა ნარჩემაშვილი შს მინისტრობისას, ფოტოგრაფი: შახ აივაზოვი

"ოქროს ბირჟაზე შეიჭრა მძარცველი, ორი ჩანთა ოქროულობით გაავსო, მერე გამოვიდა და სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, ბირჟიდან კი 3-4 კაცი მძევლად აიყვანა და წავიდა მცხეთის მიმართულებით. შეტყობინება მალევე მივიღეთ, მაგრამ ქალაქში არ გავაჩერეთ, ვინაიდან შეიარაღებული იყო, ხელყუმბარა ჰქონდა და მაქსიმალურად ვეცადეთ გაგვეყვანა ისეთ სივრცეში, სადაც ნაკლებად სახიფათო იქნებოდა. დევნის ოპერაციას ვახორციელებდით და ნატახტართან ავტომანქანა უკან შემობრუნდა და ისევ ქალაქისკენ წამოვიდა. როცა შეიქმნა საფრთხე, რომ ისევ შეიძლებოდა შემოსულიყო მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში, მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, ხიდზე გაგვეჩერებინა. მანქანა დაიბლოკა, ალყაში მოვაქციეთ და დაივიწყეთ მასთან მოლაპარაკება. მისი მოთხოვნა იყო მიგვეცა გზა, ვერტმფრენი, ავტომანქანა და დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გაგვეშვა. მოლაპარაკება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, პარალელურად ჩვენ სპეცოპერაციის რამდენიმე გეგმას განვიხილავდით. ვცდილობდით დაგვედგინა მისი ვინაობა, რათა იქნებ მისი ახლობლებით მოგვეხდინა გავლენა და მძევლები გადმოეცა. ეს არ მოხერხდა, დამნაშავე ჩვენს არანაირ პირობაზე არ მოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვაწარმოებდით მაქსიმალურ მოლაპარაკებას, ვთავაზობდით შეღავათს, გარკვეულწილად, უკომპრომისო ვიყავით და ვეუბნებოდით, რომ აუცილებლად მოუწევდა დანებება და ამაში ვიყავით ცალსახად მკაფიო. ვინ არ ჩავრთეთ საქმეში - სასულიერო პირი, ფსიქოლოგი და სხვა ავტორიტეტები, რათა მასზე გავლენა მოეხდინათ. მე პირადად, სულ ხაზზე ვიყავი რადგან ვიცოდით, რომ მძევლების მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო - ამდენი საათის განმავლობაში საკვების, ტუალეტის, წყლის გარეშე... ჩვენ კი მივაწოდეთ ყველაფერი, მაგრამ ის ძალიან აგრესიულად იქცეოდა როგორც ჩვენს მიმართ, ისე, მძევლების მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ მძარცველი არანაირ მოლაპარაკებაზე აღარ წამოვიდა და გარკვეული სადაზვერვო ჯგუფისგან გვქონდა ინფორმაცია, რომ დიდი ალბათობით მძევლების სიცოცხლეს საფრთხე ელოდა და ის ხელყუმბარას გამოიყენებდა, როცა ამაში დავრწმუნდით, შემდეგ დავიწყეთ სპეცოპერაცია. მიუხედავად დიდი მცდელობისა, დაგვნებებოდა, ძალიან დიდი იყო რისკი, რომ მძევლების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ის ძალიან აგრესიული გახდა მათ მიმართ, სხვა გზა აღარ იყო და ის ლიკვიდირებულ იქნა სნაიპერის მიერ. როგორც მახსოვს, ეს ხანგრძლივი ოპერაცია დილის 5 საათზე დასრულდა. მერე გაირკვა, რომ ეს ადამიანი აფხაზეთიდან ლტოლვილი იყო, გვარ-სახელი აღარ მახსოვს”.

  • მძევლებს ჩანაცვლებული პოლიციის უფროსი და ჩაბარებული დამნაშავე

იმავე წლის, 2002-ის შემოდგომაზე რუსთავში ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი აიყვანეს მძევლად. სპეცოპერაცია დამნაშავის დანებება-ჩაბარებით დასრულდა. საქმე ანგარებით ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე დაკავებულ პირს ეხებოდა, რომელმაც ადგილზე მისულ პოლიციას თავი დააღწია და მძევალი აიყვანა. ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის იმჟამინდელი უფროსი ალეკო ბუკია გახლდათ, რომელიც, როგორც ავთო გალდავა ზუგდიდელი ბანკის დაყაჩაღბისას, მძევალს ჩაენაცვლა. დამნაშავე მანქანით მოძრაობდა და მას სამართალდამცველები დიდხანს ვერტმფრენით დაჰყვებოდნენ. საბოლოოდ, დამნაშავე დანებდა და მათ ჩაბარდა. სპეცოპერაცია უსისხლოდ დასრულდა და არავინ დაშავებულა.

  • "მძარცველებმა ქალი მანქანიანად გაიტაცეს"

2019 წლის 8 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გლდანში "საქართველოს ბანკზე" მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა და ორი პირი დააკავა.

ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული და ნიღბიანი ბრალდებულები გლდანში საქართველოს ბანკში" შეიჭრნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა მოითხოვეს. ბანკის თანამშრომლებმა განგაშის სიგნალით დაცვის პოლიცია გამოიძახეს. ბანკის ფილიალთან მისულ დაცვის პოლიციას თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს. სროლისას არავინ დაშავებულა. ბრალდებულებმა, ბანკის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმამდე, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს 2 მოქალაქეს და კუთვნილი ავტომანქანა ჩამოართვეს. მძარცველებმა ქალი მანქანიანად გაიტაცეს, მასთან ერთად გატაცებული იყო კიდევ ერთი ბიჭი. მძარცველებს ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში ხელ-ფეხ შეკრული ჰყავდათ, ბანკზე თავდასხმის შემდეგ კი, ბანკის ტერიტორიაზე მანქანიდან ჩამოაგდეს, თავად ჩასხდნენ იმავე მანქანაში და გაიქცნენ. პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო გატაცებული ავტომანქანა, რომელიც ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს.

600 000 დოლარი თავისუფლების სანაცვლოდ -  ყოფილი პოლიციელის სკანდალური ნაამბობი

"გავრცელებული კადრები ძველია... ტანსაცმელი, რომელიც ამ კადრებში აცვია, აქ არის, სახლში" - რას აცხადებს ბადრი ესებუას ოჯახი (ფოტოები)

ზუგდიდის ქუჩებში, ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას გადაადგილების კადრებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს