ავტორი:

"იყვნენ სამნი. აქედან ორი ფეიკმძევალი" - გვარამია ამტკიცებს, რომ ზუგდიდში, ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა უცნობმა წყარომ აცნობა

"იყვნენ სამნი. აქედან ორი ფეიკმძევალი" - გვარამია ამტკიცებს, რომ ზუგდიდში, ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა უცნობმა წყარომ აცნობა

ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, უცნობმა წყარომ ზუგდიდში ბანკის მძარცველის ვინაობა დაუსახელა და ორი ყალბი მძევალიც ამოიცნო. გვარამიას თქმით, წყარომ ჯერ კიდევ გუშინ, 21 ოქტომბერს დაურეკა, თუმცა ინფორმაცია სპეციალურად არ გაასაჯაროეს.

გვარამია ამტკიცებს, რომ უცნობმა წყარომ მას დაურეკა და მძარცველის სახელი და გვარი შეატყობინა. ამასთანავე, უთხრა, რომ მძევლებს შორის ორი მძარცველის თანამზრახველი იყო და ისინი მოქმედი ჯარისკაცები არიან.

"იყვნენ სამნი. აქედან ორი ფეიკმძევალი, სინამდვილეში მძევლად აყვანის თანამონაწილე (პოლიციის უფროსის მძევლად აყვანის დროს, კადრში ხედავთ შავი კეპით და პირბადით), ასევე შეიარაღებული დავით ხვიბლიანია. მძევლები კი არა, სწორედ ეს ფეიკმძევლები გაიყოლა. წაღებულია 4 მილიონი დოლარი და არა ნახევარი მილიონი. არავითარი კირცხის ტყე, მოგონილი ლოკაციაა, საქართველო დატოვეს მარშრუტით წალენიხა-ჩხოროწყუ-ლებარდე-ტობავარჩხილი-სვანეთი-აფხაზეთი. სავარაუდოდ, იქ ბაჩო არღვლიანი ხვდებათ, ფულს უყოფენ და ის მისცემს გარანტიებს, ყალბ პასპორტებს და უზრუნველყოფს გადაყვანას რუსეთში", -ამბობს ნიკა გვარამია.

ტელეკომპანიამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, როგორ უკავშირდება გვარამია 112-ს და ამ ინფორმაციას აწვდის.

ambebi.ge ამ ინფორმაციის შს სამინისტროში გადამოწმებას ცდილობს.

"ბილიკი გაწყდა, დაიწყო კოშმარი, გაუვალი ტყე... ვხედავდით დათვის ნაკვალევს... ყველაფერზე ფიქრობ..." - რა შეემთხვათ ქართველ მოგზაურებს ველოტურისას ხევსურეთში

"7 წელი ვიმუშავე ამ ჯიხურში, შვილივით შემიყვარეს, ზრუნავდნენ ჩემზე..." - სად მუშაობდა სტუდენობისას ზურა შევარდნაძე და რა გზა განვლო "გარდენიამდე"

"საუკეთესო გამოგვლიჯეს... ნაკრებში რომ გამოიძახეს, მაშინვე მახარა, ძალიან ბედნიერი იყო " - რას იხსენებს გიორგი შაქარაშვილის ახლობელი