ავტორი:

"სულ მცირე წელიწადნახევარი კოვიდთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს, პირბადე ჩვენი თანაცხოვრების ატრიბუტი გახდება" - გამყრელიძე

"სულ მცირე წელიწადნახევარი კოვიდთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს, პირბადე ჩვენი თანაცხოვრების ატრიბუტი გახდება" - გამყრელიძე

უნდა მივეჩვიოთ, რომ ეს პირბადე ჩვენი თანაცხოვრების ისეთივე ატრიბუტი გახდება, როგორც ცხვირსახოცი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სულ მცირე წელიწადნახევარი საზოგადოებას კოვიდთან ერთად ცხოვრება მოუწევს.

„ჩვენ კიდევ კარგა ხანს კოვიდთან ერთად უნდა ვიცხოვროთ, ხშირად მეკითხებიან რამდენია ეს კარგა ხანს? და ჩემი პასუხია: სულ მცირე წელიწადნახევარი. უნდა მივეჩვიოთ, რომ ეს პირბადე ჩვენი თანაცხოვრების ისეთივე ატრიბუტი გახდება, როგორც ცხვირსახოცი გვიდევს ჯიბეში და დიახ, პირბადე უნდა გვქონდეს სახეზე.

ჯერჯერობით ამაზე უკეთესი დამცველობითი მეთოდი მედიცინამ ვერ გამოიგონა. ეფექტურობა ცნობილია, ამ პირბადის - ჩვენ, როდესაც გვიკეთია, გავრცელების მაჩვენებელი 50-დან 70%-მდე მცირდება, ხოლო ორი ადამიანის ურთიერთობის დროს გადადების რისკი 90%-ით მცირდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"400-მდე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა" - რომელ რეგიონებში ფიქსირდება Covid 19-ის ყველაზე მეტი მაჩვენებელი და რა რეკომენდაციას იძლევა მთავრობა

საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, ხობში კომბინირებული საკვების უნარჩენო წარმოება იწყება