ავტორი:

ქობულეთში, "საქართველოს ბანკის" მიმდებარედ, ინკასატორი გაძარცვეს - არსებული ინფორმაციით, წაღებულია 75 ათასი ლარი

ქობულეთში, "საქართველოს ბანკის" მიმდებარედ, ინკასატორი გაძარცვეს - არსებული ინფორმაციით, წაღებულია 75 ათასი ლარი

ქობულეთში, “საქართველოს ბანკის” მიმდებარედ, ინკასატორი გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია 75 ათასი ლარი.

როგორც თვითმხილველებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ინკასატორის ძარცვა მაშინ მოხდა, როდესაც აპარატიდან თანხას იღებდა. მოქალაქეები ამბობენ, რომ მძარცველი ერთი ადამიანი იყო. ეჭვმიტანილმა ინკასატორს თანხა წაართვა და ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 178 -ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. მომხდარის გამო, თვითმხილველები გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი.

"დაახლოებით, ხუთჯერ გაისროლეს" - რას ყვება თვითმხილველი ავჭალაში მომხდარზე, სადაც შუახნის მამაკაცი მანქანაში მოკლული იპოვეს

"თქვენი ძალად ჰუმანურობის დედაც!" - დიზაინერი ზვიად ციკოლია სათვალთვალო კამერით გადაღებულ, მისი ბუტიკის ძარცვის ამსახველ კადრებს აქვეყნებს

ნიკა მელიას ინფორმაციით, ავჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი ავტომანქანაში ჩაცხრილეს - "იარაღით ხელშია გარდაცვლილი“