ავტორი:

"მძარცველმა გალდავას უთხრა, - "ჰაილუქსის" მანქანა დამახვედრე  და 4 მძევალი მჭირდებაო..." - მძევლის მონათხრობი

"მძარცველმა გალდავას უთხრა, - "ჰაილუქსის" მანქანა დამახვედრე  და 4 მძევალი მჭირდებაო..." - მძევლის მონათხრობი

21 ოქტომბერს ზუგდიდში შეარაღებული მამაკაცი "საქართველოს ბანკში" შეიჭრა და მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს - მისცეს თანხა და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დასატოვებლად. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

მძევლების დაკითხვა წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

kvirispalitra.ge გათავისუფლებული მძევლებიდან ერთ-ერთის ახლობელს ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს:

"მძევლის დედამ ტელევიზიით გადაცემული კადრებიდან ნახა, რომ მისი შვილი მძევლებს შორის იყო, ვერ აღგიწერთ, რა დაგვემართა... ბანკში იყო მისული რაღაც საქმეზე. როგორც ამბობს, უცებ ხმაური გავიგონე, ბანკში შემოვარდა და გაისროლა იარაღიდანო. გამართული ქართულით ლაპარაკობდა, ერთი-ორჯერ მეგრულადაც თქვა რაღაც სიტყვებიო. როცა კავშირზე არავინ გამოვიდა, ანერვიულდა, მოგვაძახა, ყველას ფეხებზე ჰკიდიხართო. გალდავა ეუბნებოდა, მე ჩაგბარდებიო. როგორც გვითხრა, მძარცველმა გალდავას უთხრა, - "ჰაილუქსის" მანქანა დამახვედრე და 4 მძევალი მჭირდებაო..." წაიკითხეთ სტატია სრულად

"შენი აზრები შენთვის შეინახე... კარგი, ნუ ყვირიხარ" - ვრცელდება ავთანდილ გალდავასა და თავდამსხმელის მოლაპარაკების ჩანაწერი

შს მინისტრის თქმით, თავდამსხმელს თანხა "საქართველოს ბანკმა" გადაუხადა - "იქ იყო ხალხი შესული და თიბისი" ხომ არ გადაიხდის?"

"რამდენიმე საათი მოძრაობდნენ, რომ მიმალულიყო... ყველაფერი გავაკეთეთ დასაკავებლად, თუმცა რთული იყო" - შს მინისტრის პირველი კომენტარი სპეცოპერაციაზე