სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში ზუგდიდში მომხდარ მოვლენებს - "ახლა მხოლოდ იმაზე ვნერვიულობ, ფულის დათვლისას, პირში ხელი არ ჩაიდოს"
როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში ზუგდიდში მომხდარ მოვლენებს - "ახლა მხოლოდ იმაზე ვნერვიულობ, ფულის დათვლისას, პირში ხელი არ ჩაიდოს"

ზუგ­დიდ­ში გუ­შინ "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" შე­ნო­ბა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა მძევ­ლე­ბი აიყ­ვა­ნა და მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 500 000 დო­ლარს ითხოვ­და. მძევ­ლე­ბი თავ­დამ­სხმელ­მა მხო­ლოდ მო­თხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

ზუგ­დიდ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, ნა­წილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­აკ­რი­ტი­კა, ნა­წილ­მა მძევ­ლე­ბის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მოქ­მე­დე­ბე­ბი და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა.

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, მწე­რა­ლი:

"მე განა სპე­ტა­კი სი­მაღ­ლი­დან ვუ­ყუ­რებ ამ­ბავს, მეც თქვენს შო­რის ვარ - ამ სა­უ­კუ­ნის, უნ­დობ­ლო­ბის სა­უ­კუ­ნის შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. და ჩვენ ყვე­ლას, დიდი და და­ჟი­ნე­ბუ­ლი მონ­დო­მე­ბით, გვგო­ნია, რომ უკვე ყვე­ლა­ფე­რი დად­გმუ­ლია. აგერ წუ­ხან­დე­ლი ამ­ბა­ვიც - ,"პირ­ველს" ჰგო­ნია, რომ "მე­ო­რემ" "დად­გა", "მე­ო­რე" უკვე ამ­ბობს, რომ "პირ­ველ­მა". ერთი-ორ დღე­ში გა­და­ივ­ლის ეს საქ­მე""კო­რო­ნას სპექ­ტაკლზე" ფიქ­რი დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბა. მერე სხვა ეჭვი გაგვღრნის, სხვა უნ­დობ­ლო­ბა.

"შენ გჯე­რა ეგ?" ვკი­თხავთ ერ­თმა­ნეთს ეშ­მა­კუ­რი ღი­მი­ლით და სხა­პას­ხუ­პით­ვე ვუ­პა­სუ­ხებთ; "არა, კაცო, რა­ნა­ი­რად უნდა მჯე­რო­დეს". ეჭ­ვით და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი და­ვი­ა­რე­ბით, გა­მო­გო­ნი­ლი ან ნამ­დვი­ლი ეჭ­ვით. ეჭ­ვით დაფ­ლე­თილ მზე­რას ვაც­მევთ ერ­თმა­ნეთს და უერ­თმა­ნე­თო­ბა გვცი­ვა - მე­ტა­ფო­რუ­ლად ვლა­პა­რა­კობ? კი, იმი­ტომ რომ მეც მე­ში­ნია და მეც ვეჭ­ვობ, ან "იმის­ტი" არ და­მი­ძა­ხოთ, ან "ამის­ტი", ამ ამ­ბე­ბი­დან სრუ­ლი­ად გან­ზე მდგომ კაცს.

კი, მეც ეჭ­ვი­ა­ნი ვარ და ასე ერ­თმა­ნე­თის ში­შით, ეჭ­ვით, სი­ძულ­ვი­ლით სავ­სე­ე­ბი სა­ბო­ლო­ოდ ვკარ­გავთ ერ­თმა­ნეთს. ჩვე­ნი ბრა­ლი არ არის, რომ ყვე­ლა­ფე­რი სპექ­ტაკ­ლი გვგო­ნია. უფრო სწო­რედ, ისე მი­ვაჩ­ვი­ეთ ტყუ­ი­ლებს და ტკი­ვილს ერ­თმა­ნე­თი ბოლო ოცი წე­ლია, ან შე­იძ­ლე­ბა მე­ტიც, რომ სხვა გზა არ გვაქვს - ასე უნდა გვე­გო­ნოს.ამ წე­რი­ლით კონ­კრე­ტულ ამ­ბავ­ზე არა­ფერს ვამ­ტკი­ცებ - ტყუ­ი­ლად ნუ და­ი­ხარ­ჯე­ბით და­მუ­ნა­თე­ბით და სცე­ნა­რე­ბის ჩა­მო­წე­რით. მი­ხა­რია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი გა­დარ­ჩნენ - სპექ­ტაკლში თუ სპექ­ტაკლს მიღ­მა. ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა ყველ­გან და ყო­ველ­თვის გა­მი­ხარ­დე­ბა"

მომ­ხდარ­მა ბევ­რი ხუმ­რო­ბის ხა­სი­ათ­ზეც და­ა­ყე­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბით კი მას შემ­დეგ, რაც მძევ­ლე­ბი და თავ­დამ­სხმე­ლი პირ­და­პირ ეთერ­ში ჩა­ერ­თნენ. გთა­ვა­ზობთ ზო­გი­ერთ პოსტს:

სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან სა­ხა­ლი­სო ფოტო-შარ­ჟე­ბის ად­რე­სა­ტი გუ­შინ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი, გიგი უგუ­ლა­ვაც გახ­და, რო­მელ­მაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­სა და თავ­დამ­სხმელს სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რით შეს­თა­ვა­ზა, რომ მზად იყო მძევ­ლებს ჩა­ნაც­ვლე­ბო­და.

ცნო­ბის­თვის, ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი თავს გუ­შინ და­ეს­ხა. თავ­დამ­სხმელ­მა ბან­კის შე­ნო­ბა სამ მძე­ვალ­თან ერ­თად მას შემ­დეგ და­ტო­ვა, რაც მისი მო­თხოვ­ნე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს - მის­ცეს თან­ხა და შე­უქ­მნეს უსაფრ­თხო პი­რო­ბე­ბი ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბის­თვის. თავ­დამ­სხმე­ლი ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ დო­ლარს ითხოვ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 3 მძე­ვალს შო­რის, ვის­თან ერ­თა­დაც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა და­ტო­ვა, ერთ-ერთი სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი, ავ­თან­დილ გალ­და­ვა იყო, რო­მე­ლიც თავ­დამ­სხმელ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს უშუ­ა­ლოდ აწარ­მო­ებ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მძევ­ლე­ბის დიდ ნა­წილს ჩა­ე­ნაც­ვლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ გალ­და­ვამ მი­უ­ტა­ნა თავ­დამ­სხმელს ფუ­ლიც.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სრულიად საქართველო
48

ხალხი ამ ბანკის მძარცველი მიმართ ასე ლმობიერი რატოა და რატო ბალეშიკობდა არ კითხულობთ?....... მთავარია არავინ დაშავდა და კაი ადამიანი ყოფილა....

 

მარტო ბანკებმა უნდა გვძარცვონ?????? ბანკები მსოფლიო ბანკისგან 1% ში რომ იღებენ სესხს და ქართველებს 36 ში გვაძლევენ ეს არააა ძარცვაააააა??????? 

ნიკო
70

ეხლა ნახეთ ბანკების დაყაჩაღება. მაგის ფულით გაშვება კი არა და ცოცხლად გაშვება არ შეიძლებოდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში ზუგდიდში მომხდარ მოვლენებს - "ახლა მხოლოდ იმაზე ვნერვიულობ, ფულის დათვლისას, პირში ხელი არ ჩაიდოს"

როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში ზუგდიდში მომხდარ მოვლენებს - "ახლა მხოლოდ იმაზე ვნერვიულობ, ფულის დათვლისას, პირში ხელი არ ჩაიდოს"

ზუგდიდში გუშინ "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარს ითხოვდა. მძევლები თავდამსხმელმა მხოლოდ მოთხოვნის შესრულების შემდეგ გაათავისუფლა.

ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ნაწილმა ხელისუფლება გააკრიტიკა, ნაწილმა მძევლების გასათავისუფლებლად სამართალდამცველთა მოქმედებები დადებითად შეაფასა.

გიორგი კეკელიძე, მწერალი:

"მე განა სპეტაკი სიმაღლიდან ვუყურებ ამბავს, მეც თქვენს შორის ვარ - ამ საუკუნის, უნდობლობის საუკუნის შვილი საქართველოში. და ჩვენ ყველას, დიდი და დაჟინებული მონდომებით, გვგონია, რომ უკვე ყველაფერი დადგმულია. აგერ წუხანდელი ამბავიც - ,"პირველს" ჰგონია, რომ "მეორემ" "დადგა", "მეორე" უკვე ამბობს, რომ "პირველმა". ერთი-ორ დღეში გადაივლის ეს საქმე, ,"კორონას სპექტაკლზე" ფიქრი დაგვიბრუნდება. მერე სხვა ეჭვი გაგვღრნის, სხვა უნდობლობა.

"შენ გჯერა ეგ?" ვკითხავთ ერთმანეთს ეშმაკური ღიმილით და სხაპასხუპითვე ვუპასუხებთ; "არა, კაცო, რანაირად უნდა მჯეროდეს". ეჭვით დაქუცმაცებული დავიარებით, გამოგონილი ან ნამდვილი ეჭვით. ეჭვით დაფლეთილ მზერას ვაცმევთ ერთმანეთს და უერთმანეთობა გვცივა - მეტაფორულად ვლაპარაკობ? კი, იმიტომ რომ მეც მეშინია და მეც ვეჭვობ, ან "იმისტი" არ დამიძახოთ, ან "ამისტი", ამ ამბებიდან სრულიად განზე მდგომ კაცს.

კი, მეც ეჭვიანი ვარ და ასე ერთმანეთის შიშით, ეჭვით, სიძულვილით სავსეები საბოლოოდ ვკარგავთ ერთმანეთს. ჩვენი ბრალი არ არის, რომ ყველაფერი სპექტაკლი გვგონია. უფრო სწორედ, ისე მივაჩვიეთ ტყუილებს და ტკივილს ერთმანეთი ბოლო ოცი წელია, ან შეიძლება მეტიც, რომ სხვა გზა არ გვაქვს - ასე უნდა გვეგონოს.ამ წერილით კონკრეტულ ამბავზე არაფერს ვამტკიცებ - ტყუილად ნუ დაიხარჯებით დამუნათებით და სცენარების ჩამოწერით. მიხარია, რომ ადამიანები გადარჩნენ - სპექტაკლში თუ სპექტაკლს მიღმა. ადამიანის გადარჩენა ყველგან და ყოველთვის გამიხარდება"

მომხდარმა ბევრი ხუმრობის ხასიათზეც დააყენა. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მძევლები და თავდამსხმელი პირდაპირ ეთერში ჩაერთნენ. გთავაზობთ ზოგიერთ პოსტს:

საზოგადოების მხრიდან სახალისო ფოტო-შარჟების ადრესატი გუშინ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავაც გახდა, რომელმაც სამართალდამცველებსა და თავდამსხმელს სატელევიზიო ეთერით შესთავაზა, რომ მზად იყო მძევლებს ჩანაცვლებოდა.

ცნობისთვის, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. თავდამსხმელმა ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს - მისცეს თანხა და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 3 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა "საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც.

სკანდალური სტატუსი ლევან კობიაშვილზე, რომელზეც თორნიკე ოქრიაშვილი განმარტებას ავრცელებს - "ძალიან ვწუხვარ..."

"ვერ მოვიწონებ გადაწყვეტილებას, სტადიონზე გულშემატკივრის არ დაშვების შესახებ.. ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა" - შოთა არველაძე ერთა ლიგის წაგებულ ფინალს ეხმიანება

"ამ ეტაპზე ერთადერთი შეგვიძლია, ხალხი გარეთ დავტოვოთ და ბლატებით სტადიონზე მოვხვდეთ" - როგორ ეხმაურებიან ქართველი ფეხბურთელების გუშინდელ მარცხს "ფეისუქზე"