სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშვიდად გვეუბნებოდა, თუ გესვრით, არ არის რაღაც სასწაული, რადგან ადრე თუ გვიან ყველანი ვკვდებითო" - რას ყვებიან მძევლები თავდამსხმელზე
"მშვიდად გვეუბნებოდა, თუ გესვრით, არ არის რაღაც სასწაული, რადგან ადრე თუ გვიან ყველანი ვკვდებითო" - რას ყვებიან მძევლები თავდამსხმელზე

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ზუგ­დი­დის ფი­ლი­ალ­ში რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მძევ­ლო­ბის შემ­დეგ, 43-ვე ადა­მი­ა­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია. მათი ნა­წი­ლი წუ­ხელ ღა­მით­ვე გა­მო­კი­თხეს პო­ლი­ცი­ა­ში... ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­თან გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ, მათ ტე­რი­ტო­რია მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რის გა­რე­შე და­ტო­ვეს, რად­გან, მა­თი­ვე თქმით, "სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და ჯერ ლა­პა­რა­კი არ სურთ". მე­დი­ას­თან მხო­ლოდ ირაკ­ლი კვა­რა­ცხე­ლი­ამ ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც მძევ­ლად ყოფ­ნის დრო­საც აქ­ტი­უ­რი იყო. ის თავ­დამ­სხმე­ლის და­ვა­ლე­ბით, ერთ-ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ას და­უ­კავ­შირ­და და მისი მო­თხოვ­ნე­ბი გა­აც­ნო.

ირაკ­ლი კვა­რა­ცხე­ლია:

- მად­ლო­ბე­ლი ვარ, სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის, რომ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის გა­რე­შე, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მისი ძა­ლის­ხმე­ვის გა­რე­შე, ახ­ლაც იქ ვიქ­ნე­ბო­დით. ყვე­ლა დე­ტა­ლი არ მეს­მო­და, მაგ­რამ ესა­უბ­რე­ბო­და ძა­ლი­ან და­მა­ჯე­რებ­ლად და მშვი­დად, რა­საც თურ­მე ასეთ დროს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქო­ნია... ჩემს საქ­მე­ზე ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი, ბა­რა­თი უნდა და­მემ­ზა­დე­ბი­ნა, ზუს­ტად ორი-სამი წუთი საქ­მე იყო, რად­გან ბა­რა­თი უკვე დამ­ზა­დე­ბუ­ლი ჰქონ­დათ. ამენ­თო რი­გის ნო­მე­რი და უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი ოპე­რა­ტორ­თან და უეც­რად გა­ვი­გე გას­რო­ლის ხმა. ორი გას­რო­ლა იყო, თუ სწო­რად მახ­სოვს. მა­ნამ­დე, ჩემს ზურგს უკან რა მოხ­და, არ ვიცი, მაგ­რამ მან ეს­რო­ლა გა­რეთ მყოფ პირს, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვი­დე­ოს იღებ­და, ეტყო­ბა, რა­ღაც უჩ­ვე­უ­ლო შე­ამ­ჩნია, თო­რემ რა­ტომ გა­და­უ­ღებ­და... თან მერე სა­უ­ბარ­ში თა­ვად თქვა, ასე იმი­ტომ მო­ვი­ქე­ცი, რომ გა­რე­დან მი­ღებ­დაო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, აცდა. შუ­შას ნა­ტყვი­ა­რი ეტყო­ბა...

- ამ დროს უკვე ნი­ღა­ბი ეკე­თა?

ასევე დაგაინტერესებთ
00:03 / 22-10-2020

ვინ არის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავა, რომელმაც, სავარაუდოდ, მძევალი ჩაანაცვლა და თავდამსხმელს გაჰყვა

01:04 / 22-10-2020

"43 მძევალი გათავისუფლებულია..." - ზუგდიდის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

10:26 / 22-10-2020

"თუ ტყიდან სოფელ კირცხში შემოვიდა, შეუძლია ახალ ხიბულაშიც გადავიდეს, ან ლესიჭინეში, ან დაბაში" - სად მდებარეობს სოფელი კირცხი, რომლის ტყესაც შეაფარა დამნაშავემ თავი

13:27 / 22-10-2020

"მძარცველმა გალდავას უთხრა, - "ჰაილუქსის" მანქანა დამახვედრე  და 4 მძევალი მჭირდებაო..." - მძევლის მონათხრობი

13:55 / 22-10-2020

"თუ ბანკზე თავდამსხმელმა საზღვარი გადმოკვეთა, სოხუმი მას თბილისს გადასცემს" - სერგეი შამბა

- დიახ, ნი­ღა­ბიც ეკე­თა და ხელ­ყუმ­ბა­რა­საც მა­შინ­ვე მოხ­სნა დამ­ცა­ვი და ძირს და­აგ­დო... ეს კი და­ვი­ნა­ხე, მაგ­რამ მა­ინც ვერ მოვ­დი­ო­დი გონს, ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს თვალ­წინ ხდე­ბო­და... მერე უკვე გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე საფრ­თხე. მერე მა­ლე­ვე მო­ი­თხო­ვა მე­ნე­ჯე­რი, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე არ იყო, ზედა სა­თულ­ზე ყო­ფი­ლა და გაქ­ცე­ვა მო­ას­წრო. ამის შემ­დეგ მე­სა­მე სარ­თულ­ზე ას­ვლა გვიბ­რძა­ნა, სა­დაც დავ­ბი­ნავ­დით კი­დეც, მერე მოგვ­თხო­ვა 112-ში და­რეკ­ვა, სა­დაც ყვე­ლას და­ა­რე­კი­ნა. ერთ-ერთს უთხრა, "ტვ პირ­ველ­თან" და­კავ­ში­რე­ბა, მან უპა­სუ­ხა, "ფე­ის­ბუ­ქი"არ მაქ­ვსო, მე­ო­რეს უჯ­დე­ბო­და, კი­დევ ერ­თსაც რა­ღაც ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა ჰქონ­და და ასე მო­ვი­და ჩე­მამ­დე და თა­ვად ვუ­თხა­რი, მაქვს "ფე­ის­ბუ­ქი"-მეთ­ქი, არ ვიცი, სხვაგ­ვა­რად რო­გორ უნდა მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი კაც­თან, რო­მე­ლიც ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის წინ გახ­სნი­ლი ხელ­ყუ­მაბ­რით ხელ­ში იდგა. ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, პო­ლი­ცი­ას არ და­ე­წყო შტურ­მი, ამ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ნი და­ვი­ღუ­პე­ბო­დით.

- მძევ­ლებ­ში პა­ნი­კა იყო?

- შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ თით­ქოს პა­ნი­კა არ იყო, თა­ვად გაგ­ვაფრ­თხი­ლა, ზემ­დე­ტი მოძ­რა­ო­ბე­ბი არ იყო­სო... თა­ვი­დან იყო აგ­რე­სი­უ­ლი, ალ­ბათ ის კად­რი და­აფ­ქ­სი­რა კა­მე­რამ, მერე ჩვენ­გა­ნაც და­ი­ნა­ხა, რომ შიში გა­დავ­ლა­ხეთ და უფრო კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი გახ­და... და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ 7 სა­ა­თი ერ­თად ყოფ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ზო­გი­ერ­თმა იხუმ­რა კი­დეც, რა­ზეც რამე აგ­რე­სია არ ჰქო­ნია. ვინც ტი­რო­და და ემო­ცი­უ­რად მძი­მედ იყო, თა­ვი­დან­ვე გა­უშ­ვა. მათ შო­რის ფეხ­მძი­მე ქა­ლიც... შე­საძ­ლოა, ეს იმი­ტო­მაც გა­ა­კე­თა, რომ თა­ვად უფრო კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო სა­კუ­თარ გეგ­მა­ზე. ზოგი იმ­დე­ნად იყო შოკ­ში, რომ ტი­რი­ლის თა­ვიც არ ჰქონ­და, უბ­რა­ლოდ გა­ხე­ვე­ბუ­ლი იჯდა...

ნანა, (სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია):

- შიში თით­ქოს მა­ლე­ვე გა­მიქ­რა, რად­გან ბრძა­ნე­ბებს მოკ­ლედ და გა­სა­გე­ბად გვე­უბ­ნე­ბო­და, ზედ­მე­ტი მოძ­რა­ო­ბე­ბი არ იყოს, თო­რემ ვის­ვრიო... აქამ­დე ასე ახ­ლოს ია­რა­ღი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი არას­დროს მი­ნა­ხავს, არა­თუ გახ­სნი­ლი ხელ­ყუმ­ბა­რა. შოკი მქონ­და, მაგ­რამ მერე ვი­ღა­ცებ­მა ძალა მო­იკ­რი­ბეს, და­ე­ლა­პა­რაკ­ნენ და მეც ცოტა მო­ვეშ­ვი. დი­ლით ვიგ­რძე­ნი, რომ კბი­ლე­ბი მტკი­ვა, ეტყო­ბა, ერ­თმა­ნეთ­ზე ვა­ჭერ­დი... რო­დე­საც ნერ­ვი­უ­ლო­ბას გვამ­ჩნევნდა, ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და მშვი­დად გვე­უბ­ნე­ბო­და, თუ გეს­ვრით, არ არის რა­ღაც სას­წა­უ­ლი, რად­გან ადრე თუ გვი­ან ყვე­ლა­ნი ვკვდე­ბი­თო... ვფიქ­რობ, ეს იყო ადა­მი­ა­ნი პრო­ფე­სი­ო­ნალ სამ­ხედ­რო­სა და შეშ­ლილს შო­რის, რო­მელ­საც ასე­თი ფრა­ზის მერე შე­ეძ­ლო ხა­ჭა­პუ­რი შე­მო­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა ან ეკი­თხა, ხომ არ დაგ­ცხათ, კონ­დენ­ცი­ო­ნე­რი ხომ არ ჩავ­რთო­თო? ასეთ რა­დი­კა­ლურ გა­მოს­ვლებ­ზე ზოგს გა­ე­ღი­მა კი­დეც, მაგ­რამ აგ­რე­სია არ ჰქო­ნია, ინ­ფორ­მა­ცი­ას ძი­რი­თა­დად მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით იღებ­და.

პო­ლი­ცი­ას სხვა მძევ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და, მე თით­ი­ქოს ხმა დავ­კარ­გე და არც და­უ­ძა­ლე­ბია. ვფიქ­რობ, დრო სწო­რად ჰქონ­და გათ­ვლი­ლი და რა­ღაც ის­ტე­რი­კებს არ აწყობ­და, უბ­რა­ლოდ, მძე­ვალს სთხოვ­და და­რეკ­ვას, სპი­კერ­ზე ჰქონ­და ჩარ­თუ­ლი და თა­ვად კარ­ნა­ხობ­და რაც უნდა ეთ­ქვათ - მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა იყო 500 ათა­სი დო­ლა­რი და უსაფრ­თხო გას­ვლა... შო­რი­დან კარ­გი და ად­ვი­ლია, იმა­ზე ლა­პა­რა­კი, არ უნდა მი­ე­ცათ ფუ­ლიო, ეს რა გა­ა­კე­თე­სო, ამ პო­ზი­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს მივ­მარ­თავ, - და­ჯე­ქით გახ­სნი­ლი ხელ­ყუმ­ბა­რი­სა და ავ­ტო­მა­ტის პი­რის­პირ 7 სა­ა­თი და მერე იმ­სჯე­ლეთ, ჩვენ მხო­ლოდ ჩვენს თავ­ზე კი არა, იქ მყოფ ოჯა­ხის წევ­რებ­ზეც ვფიქ­რობ­დით, რომ­ლე­ბიც მუხ­ლებ­ზე იდ­გნენ და ღმერ­თს სთხოვ­დნენ ჩვენს გა­დარ­ჩე­ნას... მად­ლო­ბა ჩვენს პო­ლი­ცი­ას, რომ ასე­თი თან­მიმ­დევ­რუ­ლი იყო, გან­სა­კუ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ავთო გალ­და­ვას, იმის­თვის, რაც ჩვენ­თვის გა­ა­კე­თა. მეტს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი...

P.S. სტა­ტი­ის მთა­ვარ ფო­ტო­კო­ლაჟ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გუ­შინ, ჯერ კი­დევ მძევ­ლო­ბა­ში ყოფ­ნი­სას, “ფე­ის­ბუქ­ში” გა­ავ­რცე­ლა ბან­კში მყოფ­მა გო­გო­ნამ, თიკო ხუ­ფე­ნი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
9

კუმისელი მოჩვენება გამახსენდა. ისიც ვერ დაიჭირეს და ესეც გაქრა. 

ოსკარი!!!
99

ეს არის წინასაარჩევნოდ დადგმული ფარსი რომ ხალხი არ გაწირეს და ფული მიუტანეს!!ელემეტარულად ყველა დასვამს შეკითხვას რას იზამდა ნაციონალების მთავრობა მოკლავდა იმათ და ხალხსაც გაწირავდა !!ტაში ოცნებას!!!ტაში!!!ტაში!!!...მაგარი რეჟისორები ყავს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"მშვიდად გვეუბნებოდა, თუ გესვრით, არ არის რაღაც სასწაული, რადგან ადრე თუ გვიან ყველანი ვკვდებითო" - რას ყვებიან მძევლები თავდამსხმელზე

"მშვიდად გვეუბნებოდა, თუ გესვრით, არ არის რაღაც სასწაული, რადგან ადრე თუ გვიან ყველანი ვკვდებითო" - რას ყვებიან მძევლები თავდამსხმელზე

"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში რამდენიმესაათიანი მძევლობის შემდეგ, 43-ვე ადამიანი გათავისუფლებულია. მათი ნაწილი წუხელ ღამითვე გამოკითხეს პოლიციაში... ძალოვან უწყებებთან გასაუბრების შემდეგ, მათ ტერიტორია მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვეს, რადგან, მათივე თქმით, "სამართლებრივი პროცედურები არ დასრულებულა და ჯერ ლაპარაკი არ სურთ". მედიასთან მხოლოდ ირაკლი კვარაცხელიამ ისაუბრა, რომელიც მძევლად ყოფნის დროსაც აქტიური იყო. ის თავდამსხმელის დავალებით, ერთ-ერთ ტელევიზიას დაუკავშირდა და მისი მოთხოვნები გააცნო.

ირაკლი კვარაცხელია:

- მადლობელი ვარ, სამხარეო პოლიციის უფროსის, რომლის პროფესიონალური მუშაობის გარეშე, დარწმუნებული ვარ, მისი ძალისხმევის გარეშე, ახლაც იქ ვიქნებოდით. ყველა დეტალი არ მესმოდა, მაგრამ ესაუბრებოდა ძალიან დამაჯერებლად და მშვიდად, რასაც თურმე ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა ჰქონია... ჩემს საქმეზე ვიყავი მისული, ბარათი უნდა დამემზადებინა, ზუსტად ორი-სამი წუთი საქმე იყო, რადგან ბარათი უკვე დამზადებული ჰქონდათ. ამენთო რიგის ნომერი და უნდა მივსულიყავი ოპერატორთან და უეცრად გავიგე გასროლის ხმა. ორი გასროლა იყო, თუ სწორად მახსოვს. მანამდე, ჩემს ზურგს უკან რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ მან ესროლა გარეთ მყოფ პირს, რომელიც, სავარაუდოდ, ვიდეოს იღებდა, ეტყობა, რაღაც უჩვეულო შეამჩნია, თორემ რატომ გადაუღებდა... თან მერე საუბარში თავად თქვა, ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ გარედან მიღებდაო. საბედნიეროდ, აცდა. შუშას ნატყვიარი ეტყობა...

- ამ დროს უკვე ნიღაბი ეკეთა?

- დიახ, ნიღაბიც ეკეთა და ხელყუმბარასაც მაშინვე მოხსნა დამცავი და ძირს დააგდო... ეს კი დავინახე, მაგრამ მაინც ვერ მოვდიოდი გონს, ვერ ვაცნობიერებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა... მერე უკვე გავაცნობიერე საფრთხე. მერე მალევე მოითხოვა მენეჯერი, რომელიც ადგილზე არ იყო, ზედა სათულზე ყოფილა და გაქცევა მოასწრო. ამის შემდეგ მესამე სართულზე ასვლა გვიბრძანა, სადაც დავბინავდით კიდეც, მერე მოგვთხოვა 112-ში დარეკვა, სადაც ყველას დაარეკინა. ერთ-ერთს უთხრა, "ტვ პირველთან" დაკავშირება, მან უპასუხა, "ფეისბუქი"არ მაქვსო, მეორეს უჯდებოდა, კიდევ ერთსაც რაღაც ტექნიკური პრობლემა ჰქონდა და ასე მოვიდა ჩემამდე და თავად ვუთხარი, მაქვს "ფეისბუქი"-მეთქი, არ ვიცი, სხვაგვარად როგორ უნდა მოვქცეულიყავი კაცთან, რომელიც ამდენი ადამიანის წინ გახსნილი ხელყუმაბრით ხელში იდგა. ძალიან მეშინოდა, პოლიციას არ დაეწყო შტურმი, ამ შემთხვევაში ყველანი დავიღუპებოდით.

- მძევლებში პანიკა იყო?

- შეშინებული ვიყავით, მაგრამ თითქოს პანიკა არ იყო, თავად გაგვაფრთხილა, ზემდეტი მოძრაობები არ იყოსო... თავიდან იყო აგრესიული, ალბათ ის კადრი დააფქსირა კამერამ, მერე ჩვენგანაც დაინახა, რომ შიში გადავლახეთ და უფრო კომუნიკაბელური გახდა... დაუჯერებელია, მაგრამ 7 საათი ერთად ყოფნის განმავლობაში ზოგიერთმა იხუმრა კიდეც, რაზეც რამე აგრესია არ ჰქონია. ვინც ტიროდა და ემოციურად მძიმედ იყო, თავიდანვე გაუშვა. მათ შორის ფეხმძიმე ქალიც... შესაძლოა, ეს იმიტომაც გააკეთა, რომ თავად უფრო კონცენტრირებული ყოფილიყო საკუთარ გეგმაზე. ზოგი იმდენად იყო შოკში, რომ ტირილის თავიც არ ჰქონდა, უბრალოდ გახევებული იჯდა...

ნანა, (სახელი შეცვლილია):

- შიში თითქოს მალევე გამიქრა, რადგან ბრძანებებს მოკლედ და გასაგებად გვეუბნებოდა, ზედმეტი მოძრაობები არ იყოს, თორემ ვისვრიო... აქამდე ასე ახლოს იარაღიანი ადამიანი არასდროს მინახავს, არათუ გახსნილი ხელყუმბარა. შოკი მქონდა, მაგრამ მერე ვიღაცებმა ძალა მოიკრიბეს, დაელაპარაკნენ და მეც ცოტა მოვეშვი. დილით ვიგრძენი, რომ კბილები მტკივა, ეტყობა, ერთმანეთზე ვაჭერდი... როდესაც ნერვიულობას გვამჩნევნდა, ძალიან ჩვეულებრივად და მშვიდად გვეუბნებოდა, თუ გესვრით, არ არის რაღაც სასწაული, რადგან ადრე თუ გვიან ყველანი ვკვდებითო... ვფიქრობ, ეს იყო ადამიანი პროფესიონალ სამხედროსა და შეშლილს შორის, რომელსაც ასეთი ფრაზის მერე შეეძლო ხაჭაპური შემოეთავაზებინა ან ეკითხა, ხომ არ დაგცხათ, კონდენციონერი ხომ არ ჩავრთოთო? ასეთ რადიკალურ გამოსვლებზე ზოგს გაეღიმა კიდეც, მაგრამ აგრესია არ ჰქონია, ინფორმაციას ძირითადად მედიის საშუალებით იღებდა.

პოლიციას სხვა მძევლების საშუალებით ეკონტაქტებოდა, მე თითიქოს ხმა დავკარგე და არც დაუძალებია. ვფიქრობ, დრო სწორად ჰქონდა გათვლილი და რაღაც ისტერიკებს არ აწყობდა, უბრალოდ, მძევალს სთხოვდა დარეკვას, სპიკერზე ჰქონდა ჩართული და თავად კარნახობდა რაც უნდა ეთქვათ - მთავარი მოთხოვნა იყო 500 ათასი დოლარი და უსაფრთხო გასვლა... შორიდან კარგი და ადვილია, იმაზე ლაპარაკი, არ უნდა მიეცათ ფულიო, ეს რა გააკეთესო, ამ პოზიციის მქონე ადამიანებს მივმართავ, - დაჯექით გახსნილი ხელყუმბარისა და ავტომატის პირისპირ 7 საათი და მერე იმსჯელეთ, ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავზე კი არა, იქ მყოფ ოჯახის წევრებზეც ვფიქრობდით, რომლებიც მუხლებზე იდგნენ და ღმერთს სთხოვდნენ ჩვენს გადარჩენას... მადლობა ჩვენს პოლიციას, რომ ასეთი თანმიმდევრული იყო, განსაკურებული მადლობა ავთო გალდავას, იმისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთა. მეტს ვერაფერს ვიტყვი...

P.S. სტატიის მთავარ ფოტოკოლაჟში გამოყენებული ფოტოები გუშინ, ჯერ კიდევ მძევლობაში ყოფნისას, “ფეისბუქში” გაავრცელა ბანკში მყოფმა გოგონამ, თიკო ხუფენიამ.

არჩევნების დღეს გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულის 12 ფაქტზე დაიწყო, 9 პირი კი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ცესკოს მთელ ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული

მარნეულში, პოლიციის შენობის უკან სპეცრაზმია მობილიზებული