სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში ეკრძალება განქორწინებული მშობლებიდან ერთ–ერთს შვილის ნახვა
რა შემთხვევაში ეკრძალება განქორწინებული მშობლებიდან ერთ–ერთს შვილის ნახვა

გან­ქორ­წი­ნე­ბა მე­ტად რთუ­ლი სა­კი­თხია ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რის­თვის, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მძი­მედ ის ბავ­შვებს გა­და­აქვთ. მათ ხში­რად უჭირთ იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, თუ რა­ტომ შორ­დე­ბი­ან დედა და მამა, რა­ტომ აღარ შე­უძ­ლია ერ­თად ცხოვ­რე­ბა... სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ბავ­შვის მი­კუთ­ვნე­ბის სა­კი­თხი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად წყდე­ბა და მშო­ბელ­თა თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პი მოქ­მე­დებს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბავ­შვს უმე­ტე­სად დე­დას აკუთ­ვნე­ბენ ხოლ­მე და მამა კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ 2 დღე აქვს მისი წაყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა. ბავ­შვის ნახ­ვის უფ­ლე­ბით შე­უძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლონ ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბიც, მათ შო­რის, ბე­ბია და პაპა...

რო­გორ წყდე­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბის დროს ბავ­შვის მი­კუთ­ვნე­ბის სა­კი­თხი? – ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო OK&CG-ის იუ­რის­ტი და­ვით მუმ­ლა­ძე სა­უბ­რობს.

გან­ქორ­წი­ნე­ბის დროს ბავ­შვის მე­ურ­ვე­ო­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­და­ე­ცე­მა დე­დას?

მშო­ბელ­თა თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეროვ­ნუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ად­გენს რა­ი­მე წესს, რომ ბავ­შვმა ავ­ტო­მა­ტუ­რად რო­მე­ლი­მე მშო­ბელ­თან უნდა იცხოვ­როს. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე შე­თან­ხმე­ბა მშობ­ლე­თა უფ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს, მათი შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი სა­კი­თხის გა­დაჭ­რა სა­სა­მარ­თლოს პრე­რო­გა­ტი­ვაა. ამ სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა სა­სა­მარ­თლოს მიერ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ბავ­შვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც უპი­რა­ტე­სია მშობ­ლის სუ­ვე­რე­ნულ უფ­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

რა შემ­თხვე­ვა­ში იღებს მე­ურ­ვე­ო­ბას მამა?

ბავ­შვის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის გან­სა­ზღვრა მა­მას­თან სა­სა­მარ­თლომ შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოს იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ეს იქ­ნე­ბა ბავ­შვის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და სა­სა­მარ­თლო და­ად­გენს, რომ შვი­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი ამ ფორ­მით სა­უ­კე­თე­სოდ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი. ცალ­სა­ხა უნდა იყოს ბავ­შვის მა­მას­თან ცხოვ­რე­ბა ხელს შე­უ­წყობს ჰარ­მო­ნი­ულ გა­რე­მო­ში მის აღ­ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბას და კე­თილ­დღე­ო­ბას.

რო­გორ დგე­ბა დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­დე­საც ბავ­შვის წაყ­ვა­ნა შე­უძ­ლია იმ მშო­ბელს, რო­მელ­თა­ნაც ის არ ცხოვ­რობს?

კონ­კრე­ტუ­ლი წესი, თუ რა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით უნდა ქონ­დეს მე­ო­რე მშო­ბელს შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არ არის რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი. სა­სა­მარ­თლოს მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა ყო­ველ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში უნდა მოხ­დეს ბავ­შვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად სხვა და სხვა ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­გო­რი­ცაა ბავ­შვის ასა­კი, მისი დატ­ვირ­თუ­ლო­ბა (სკო­ლა;ბაღი;წრე), ბავ­შვის მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა მშო­ბელ­თან, და­ვის წარ­მო­შო­ბამ­დე მშობ­ლი­სა და ბავ­შვის ურ­თი­ერ­თო­ბის ფორ­მა, ბავ­შვის სურ­ვი­ლი და მისი მო­საზ­რე­ბა ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით.

რა უფ­ლე­ბე­ბი აქვთ ბე­ბია-პა­პა­სა და სხვა ნა­თე­სა­ვებს?

პა­პა­სა და ბე­ბი­ას უფ­ლე­ბა აქვთ, ურ­თი­ერ­თო­ბა იქო­ნი­ონ თა­ვი­ანთ არას­რულ­წლო­ვან შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან მა­ში­ნაც, როცა ისი­ნი უშუ­ა­ლოდ არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში. თუ მშობ­ლე­ბი ან მე­ურ­ვე/მზრუნ­ვე­ლი უარს ეუბ­ნე­ბი­ან პა­პა­სა და ბე­ბი­ას შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, სა­სა­მარ­თლოს შე­უძ­ლია და­ა­ვალ­დე­ბუ­ლოს მშობ­ლე­ბი ან მე­ურ­ვე/მზრუნ­ვე­ლი, სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცენ პა­პა­სა და ბე­ბი­ას, ურ­თი­ერ­თო­ბა იქო­ნი­ონ შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან სა­სა­მარ­თლოს მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სით, თუ სა­სა­მარ­თლო და­ად­გენს, რომ ეს ხელს არ შე­უშ­ლის ბავ­შვე­ბის ნორ­მა­ლურ აღ­ზრდას და ცუდ გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს მათ­ზე. სხვა ნა­თე­სა­ვე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ ბავ­შვთან ურ­თი­ერ­თო­ბის წე­სის დად­გე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რო­გორ წყდე­ბა ალი­მენ­ტის სა­კი­თხი და მისი ოდე­ნო­ბა?

არას­რულ­წლო­ვა­ნი ან სრულ­წლო­ვა­ნი შრო­მი­სუ­უ­ნა­რო შვი­ლე­ბი­სათ­ვის გა­და­სახ­დე­ლი ალი­მენ­ტე­ბის ოდე­ნო­ბას გან­სა­ზღვრა­ვენ მშობ­ლე­ბი ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბით. თუ მშობ­ლე­ბი ვერ შე­თან­ხმდნენ ალი­მენ­ტის ოდე­ნო­ბა­ზე, მა­შინ და­ვას გა­და­წყვეტს სა­სა­მარ­თლო. ალი­მენ­ტის ოდე­ნო­ბას სა­სა­მარ­თლო გან­სა­ზღვრავს გო­ნივ­რუ­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შვი­ლის ნორ­მა­ლუ­რი რჩე­ნა-აღ­ზრდი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბელ მო­თხოვ­ნა­თა ფარ­გლებ­ში. ალი­მენ­ტის ოდე­ნო­ბის გან­სა­ზღვრი­სას სა­სა­მარ­თლო მხედ­ვე­ლო­ბა­ში იღებს რო­გორც მშობ­ლე­ბის, ისე შვი­ლის რე­ა­ლურ მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას. მშო­ბელს, რო­მე­ლიც ალი­მენტს უხ­დის არას­რულ­წლო­ვან შვი­ლებს, შე­იძ­ლე­ბა და­ე­კის­როს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და­მა­ტე­ბით ხარ­ჯებ­ში, რომ­ლე­ბიც გა­მოწ­ვე­უ­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბით (ბავ­შვის მძი­მე ავად­მყო­ფო­ბით, და­სა­ხიჩ­რე­ბით და სხვა).

რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ ბავ­შვი მშობ­ლე­ბის მხრი­დან მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის­გან? მან უნდა ია­როს თუ არა სა­სა­მარ­თლო­ებ­ზე? ვინ არის ამ შემ­თხვე­ვა­ში პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ბავ­შვის ფსი­ქი­კა­ზე?

კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შვის უფ­ლე­ბა ამ თვალ­საზ­რი­სით და­ცუ­ლია და არ­ცერთ მშო­ბელს არ აქვს ბავ­შვზე მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მშობ­ლე­ბი, ისე­ვე რო­გორც ბავ­შვის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე, ორ­გა­ნო­ე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან მი­ი­ღონ ყვე­ლა სა­ჭი­რო ზომა ამ ფაქ­ტის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად და ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი დაც­ვი­სა და მხარ­და­ჭე­რის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ იმ სა­ხით, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვის სპე­ცი­კი­ფის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა. ბავ­შვს უფ­ლე­ბა აქვს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს უშუ­ა­ლოდ ან/და თა­ვი­სი წარ­მო­მად­გენ­ლის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს, რო­გორც ბავ­შვის კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ასე­ვე მის მიერ არ­ჩე­უ­ლი სხვა საპ­რო­ცე­სო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ბავ­შვის ფსი­ქი­კა­ზე პა­სუ­ხის­მე­გე­ბელ სუ­ბი­ექტს წარ­მო­ად­გენს ყვე­ლა ის პირი, რომ­ლის არა­მარ­თლზო­მი­ერ­მა ქმე­დე­ბამ შე­საძ­ლოა და­ა­ზი­ა­ნოს ბავ­შვის ფსი­ქი­კა და უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს ბავ­შვის ფსი­ქო-ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

რა შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლია მშო­ბელს, რომ მე­ო­რე მშო­ბელს ბავ­შვის ნახ­ვა აუკ­რძა­ლოს? სა­სა­მარ­თლო რა ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იღებს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და რამ­დე­ნად ხში­რია მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი თქვე­ნი პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე?

თუ მშო­ბელ­თან შვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხის შემ­ცვე­ლი აღ­მოჩ­ნდეს ბავ­შვის­თვის და უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს მის ფსი­ქო-ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, მშო­ბე­ლი ვის­თან ერ­თა­დაც ცხოვ­რობს არას­რულ­წლო­ვა­ნი, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია მე­ო­რე მშო­ბელს აუკ­რძა­ლოს ბავ­შვის ნახ­ვა. ანა­ლო­გი­უ­რი სტან­დარ­ტით ხელ­მძღვა­ნე­ლობს სა­სა­მარ­თლო ამ სა­კი­თხზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას. რა დრო­საც სა­სა­მარ­თლო მხედ­ვე­ლო­ბა­ში იღებს, და­ვის წარ­მო­შო­ბამ­დე მშობ­ლი­სა და შვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის ის­ტო­რი­ას, არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ფაქ­ტებს მშობ­ლის მხრი­დან შვილ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ან/და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ, მშობ­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის და ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბის მი­მართ, ბავ­შვის მო­საზ­რე­ბას, პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი ფსი­ქო­ლო­გის და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის პო­ზი­ცი­ას, ასე­ვე ყვე­ლა იმ ფაქ­ტორს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყოს ამ სა­კი­თხზე სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. სა­ო­ჯა­ხო და­ვე­ბი საკ­მა­ოდ ხში­რია და ჩვენ ბი­უ­რო მსგავ­სი კა­ტე­გო­რი­ის არა­ერთ და­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
S.K.
1

სამწუხაროდ ასეთების ხელშია საქართველოს მომავალი!

ბაბი
0

შესაძლებელია თუ არა სრული მეურვეობის ჩემზე (დედაზე) გადმოსვლის შემთხვევაში აღარ ვკითხო (ნოტარიული თანხმობა აღარ დამჭირდეს) ბავშვის მამას როდის და სად, რომელ გასტროლზე გავუშვებ ბავშვს საზღვარგარეთ. მაშინ როდესაც მამა წლები არ იხდის ალიმენტს და თან მეორე ცოლი და სხვა შვილიც ყავს გერტან ერთად. გთხოვთ, იქნებ მიპასუხოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რა შემთხვევაში ეკრძალება განქორწინებული მშობლებიდან ერთ–ერთს შვილის ნახვა

რა შემთხვევაში ეკრძალება განქორწინებული მშობლებიდან ერთ–ერთს შვილის ნახვა

განქორწინება მეტად რთული საკითხია ოჯახის ყველა წევრისთვის, თუმცა ყველაზე მძიმედ ის ბავშვებს გადააქვთ. მათ ხშირად უჭირთ იმის გაცნობიერება, თუ რატომ შორდებიან დედა და მამა, რატომ აღარ შეუძლია ერთად ცხოვრება... საქართველოში განქორწინების შემდეგ ბავშვის მიკუთვნების საკითხი ინდივიდუალურად წყდება და მშობელთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი მოქმედებს. მიუხედავად ამისა, ბავშვს უმეტესად დედას აკუთვნებენ ხოლმე და მამა კვირის განმავლობაში მხოლოდ 2 დღე აქვს მისი წაყვანის უფლება. ბავშვის ნახვის უფლებით შეუძლიათ ისარგებლონ ოჯახის სხვა წევრებიც, მათ შორის, ბებია და პაპა...

როგორ წყდება განქორწინების დროს ბავშვის მიკუთვნების საკითხი? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე საადვოკატო ბიურო OK&CG-ის იურისტი დავით მუმლაძე საუბრობს.

განქორწინების დროს ბავშვის მეურვეობა ავტომატურად გადაეცემა დედას?

მშობელთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ეროვნული კანონმდებლობა არ ადგენს რაიმე წესს, რომ ბავშვმა ავტომატურად რომელიმე მშობელთან უნდა იცხოვროს. აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება მშობლეთა უფლებას წარმოადგენს, მათი შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი საკითხის გადაჭრა სასამართლოს პრეროგატივაა. ამ საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს მიერ უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც უპირატესია მშობლის სუვერენულ უფლებასთან მიმართებაში.

რა შემთხვევაში იღებს მეურვეობას მამა?

ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მამასთან სასამართლომ შეიძლება გადაწყვიტოს იმ შემთხვევაში თუ ეს იქნება ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და სასამართლო დაადგენს, რომ შვილების ინტერესები ამ ფორმით საუკეთესოდ იქნება დაცული. ცალსახა უნდა იყოს ბავშვის მამასთან ცხოვრება ხელს შეუწყობს ჰარმონიულ გარემოში მის აღზრდა-განვითარებას და კეთილდღეობას.

როგორ დგება დღეების რაოდენობა, როდესაც ბავშვის წაყვანა შეუძლია იმ მშობელს, რომელთანაც ის არ ცხოვრობს?

კონკრეტული წესი, თუ რა პერიოდულობით უნდა ქონდეს მეორე მშობელს შვილთან ურთიერთობის შესაძლებლობა კანონმდებლობით არ არის რეგულირებული. სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად სხვა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ბავშვის ასაკი, მისი დატვირთულობა (სკოლა;ბაღი;წრე), ბავშვის მიჯაჭვულობა მშობელთან, დავის წარმოშობამდე მშობლისა და ბავშვის ურთიერთობის ფორმა, ბავშვის სურვილი და მისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით.

რა უფლებები აქვთ ბებია-პაპასა და სხვა ნათესავებს?

პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე. სხვა ნათესავების სასარგებლოდ ბავშვთან ურთიერთობის წესის დადგენის შესაძლებლობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

როგორ წყდება ალიმენტის საკითხი და მისი ოდენობა?

არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

როგორ უნდა დავიცვათ ბავშვი მშობლების მხრიდან მანიპულირებისგან? მან უნდა იაროს თუ არა სასამართლოებზე? ვინ არის ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი ბავშვის ფსიქიკაზე?

კანონმდებლობის მიხედვით თითოეული ბავშვის უფლება ამ თვალსაზრისით დაცულია და არცერთ მშობელს არ აქვს ბავშვზე მანიპულირების შესაძლებლობა. მშობლები, ისევე როგორც ბავშვის საკითხებზე მომუშავე, ორგანოები ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა საჭირო ზომა ამ ფაქტის თავიდან ასაცილებლად და ბავშვის უფლებების ეფექტიანი დაცვისა და მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად პრევენციული ღონისძიებების გატარება მოახდინონ იმ სახით, რომელიც კონკრეტული შემთხვევის სპეციკიფის გათვალისწინებით იქნება ყველაზე ეფექტური საშუალება. ბავშვს უფლება აქვს სასამართლო პროცესში მონაწილეობა მიიღოს უშუალოდ ან/და თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი, ასევე მის მიერ არჩეული სხვა საპროცესო წარმომადგენელი. ბავშვის ფსიქიკაზე პასუხისმეგებელ სუბიექტს წარმოადგენს ყველა ის პირი, რომლის არამართლზომიერმა ქმედებამ შესაძლოა დააზიანოს ბავშვის ფსიქიკა და უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

რა შემთხვევაში შეუძლია მშობელს, რომ მეორე მშობელს ბავშვის ნახვა აუკრძალოს? სასამართლო რა ფაქტორების გათვალისწინებით იღებს ამ გადაწყვეტილებას და რამდენად ხშირია მსგავსი შემთხვევები თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე?

თუ მშობელთან შვილის ურთიერთობა შეიძლება საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს ბავშვისთვის და უარყოფითად იმოქმედოს მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მშობელი ვისთან ერთადაც ცხოვრობს არასრულწლოვანი, უფლებამოსილია მეორე მშობელს აუკრძალოს ბავშვის ნახვა. ანალოგიური სტანდარტით ხელმძღვანელობს სასამართლო ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას. რა დროსაც სასამართლო მხედველობაში იღებს, დავის წარმოშობამდე მშობლისა და შვილის ურთიერთობის ისტორიას, არსებობის შემთხვევაში ფაქტებს მშობლის მხრიდან შვილზე განხორციელებული ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ, მშობლის დამოკიდებულებას ნარკოტიკული საშუალებების და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების მიმართ, ბავშვის მოსაზრებას, პროცესში ჩართული ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის პოზიციას, ასევე ყველა იმ ფაქტორს, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ამ საკითხზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. საოჯახო დავები საკმაოდ ხშირია და ჩვენ ბიურო მსგავსი კატეგორიის არაერთ დავაში მონაწილეობს.

Buongiorno იტალიიდან: ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ყველის – „მოცარელას“ ისტორია (+ შემწვარი ყველის სენდვიჩის რეცეპტი)

მათთვის, ვისაც რეიტინგულ უნივერსიტეტში ჩაბარება სურს

პირველად საქართველოში ფერმერებს დაზიანებული მოსავლის საწყისი ინვესტიციის უკან დაბრუნების შანსი ეძლევათ