კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება

4

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 12:18-ზე, მთვარე თევზებშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი ალკოჰოლის მიღებას. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამართალი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინტენსიური მეცადინეობა დავიწყე... გემოებით გორდონ რამზისაც კი შევეჯიბრები“ - რა სირთულეები შეხვდა ნატალია ჩხეიძეს "მასტერშეფში“
"ინტენსიური მეცადინეობა დავიწყე... გემოებით გორდონ რამზისაც კი შევეჯიბრები“ - რა სირთულეები შეხვდა ნატალია ჩხეიძეს "მასტერშეფში“

"მას­ტერ­შე­ფის“ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში 9 მო­ნა­წი­ლე დარ­ჩა. მათ­გან მხო­ლოდ ერ­თია არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი - ნა­ტა­ლია ჩხე­ი­ძე, რო­მელ­მაც გა­სულ ეპი­ზოდ­ში იმუ­ნი­ტე­ტი მო­ი­პო­ვა. ნა­ტა­ლია მა­ნამ­დე აუტ­სა­ი­დე­რებ­ში იდგა, რა­მაც, მისი თქმით, მო­ტი­ვა­ცია მის­ცა და გა­მარ­ჯვე­ბის­თვის გა­ნა­წყო.

რო­გორ უმკლავ­დე­ბა პრო­ექ­ტის სირ­თუ­ლე­ებს სე­ზო­ნის ერ­თა­დერ­თი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მზა­რე­უ­ლი, წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

- რო­დის გაჩ­ნდა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში კუ­ლი­ნა­რია?

- კუ­ლი­ნა­რია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გაჩ­ნდა იქი­დან, რაც პი­რის გემო შე­ვი­ცა­ნი. ზა­ფხულს ბე­ბი­ას­თან, კა­ხეთ­ში ვა­ტა­რებ­დი. იქ გვქონ­და ბაღი, ბოს­ტა­ნი, ვე­ნა­ხი, ხე­ხი­ლი... ბავ­შვო­ბა­ში­ვე გა­ვერ­კვიე მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, ბე­ბი­ას ვეხ­მა­რე­ბო­დი ყვე­ლა­ფერ­ში, მათ შო­რის სამ­ზა­რე­უ­ლო­შიც. წლე­ბი რომ გა­ვი­და და რა­ღაც უნა­რე­ბი, ცოდ­ნა დამ­ჭირ­და, აღ­მოჩ­ნდა, რომ ესა თუ ის საქ­მე უკვე ვი­ცო­დი.

11-12 წლის ასა­კი­დან კუ­ლი­ნა­რი­ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მი­ტა­ცა. იმ პე­რი­ო­დი­დან და­წყე­ბუ­ლი დღემ­დე სამ­ზა­რე­უ­ლო ჩემ­თვის გან­ტვირ­თვის ად­გი­ლია. საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მთე­ლი დღე ვმუ­შა­ობ. სახ­ლში დაღ­ლი­ლი რომ მოვ­დი­ვარ, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შევ­დი­ვარ და მზა­დე­ბის დროს ვის­ვე­ნებ, ამა­ზე უკე­თე­სი გან­ტვირ­თვა ჩემ­თვის არ არ­სე­ბობს.

- "მას­ტერ­შე­ფი" თქვე­ნი პირ­ვე­ლი კონ­კურ­სია? რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა?

- დიახ, პირ­ვე­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წინა სამი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა, ვი­საც ჩემი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძი ერთხელ მა­ინც გა­უ­სინ­ჯავს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­ში მარ­წმუ­ნებ­და, აქამ­დე მა­ინც ვერ ვრის­კავ­დი. მარ­თა­ლია ხალ­ხს ჰგო­ნია, რომ რად­გან უნი­ფორ­მე­ბის სამ­კერ­ვა­ლო მაქვს, ბარ­ტე­რის სა­ფუძ­ველ­ზე უნი­ფორ­მებ­ში ვცვლი პრო­ექ­ტში ყოფ­ნას, მაგ­რამ ეს ასე არ არის. სახ­ლში ძა­ლი­ან კარ­გად ვამ­ზა­დებ და მინ­დო­და სტრე­სულ გა­რე­მო­შიც გა­მო­მე­ცა­და თავი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, წინ მივ­დი­ვარ, ვვი­თარ­დე­ბი და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ფი­ნალ­ში მოვ­ხვდე.

- რა არის მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე, რაც პრო­ექ­ტში შეგ­ხვდათ?

- მთა­ვა­რი, რა­ზეც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, დრო­ის ფაქ­ტო­რი იყო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა წი­ნას­წარ არ ვი­ცით. ჟი­უ­რის მო­ცე­მულ ერთ სა­ათ­ში კერ­ძის მო­ფიქ­რე­ბაც უნდა მო­ას­წრო, პრო­დუქ­ტე­ბის შერ­ჩე­ვაც, გა­რე­ცხვაც, მომ­ზა­დე­ბაც... მოკ­ლედ, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მზა­რე­უ­ლის­თვის, რო­მელ­საც მა­ნამ­დე სა­რეს­ტორ­ნო გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქო­ნია, საკ­მა­ოდ რთუ­ლია. ასე­ვე ძა­ლი­ან სტრე­სუ­ლად მოქ­მე­დებს გა­რე­მო - ხმა­უ­რი, მზა­დე­ბის დროს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბა­რი და ა. შ. ამ ყვე­ლა­ფერს ორი გა­და­ცე­მის შემ­დეგ უკვე მი­ვეჩ­ვიე და ახლა გა­ცი­ლე­ბით უკეთ ვარ­თმევ თავს, ვიდ­რე მა­ნამ­დე.

- კონ­კუ­რენ­ცი­ა­ზე რას გვე­ტყვით, პრო­ფე­სი­ო­ნალ მზა­რე­უ­ლებს რომ ეჯიბ­რე­ბით?

- დიახ, ყვე­ლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მზა­რე­უ­ლია. გე­მო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით არ მე­ში­ნია, გე­მო­ე­ბით გორ­დონ რამ­ზი­საც კი შე­ვე­ჯიბ­რე­ბი და ზუს­ტად ვიცი, თავს მო­ვა­წო­ნებ, მაგ­რამ ამის გარ­და კი­დევ იმ­დე­ნი კრი­ტე­რი­უ­მია კერ­ძის შე­ფა­სე­ბი­სა, რომ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­თვის ყვე­ლაფ­რის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა რთუ­ლია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ სულ რამ­დე­ნი­მე ტური გა­ვი­ა­რეთ, „მას­ტერ­შეფ­მა“ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მას­წავ­ლა, რა­საც სამ­სა­ხურ­შიც კი გა­მო­ვი­ყე­ნებ. უფრო მე­ტიც, მზა­რე­უ­ლე­ბის უნი­ფორ­მე­ბის­თვის უამ­რა­ვი ახა­ლი იდეა მო­მი­ვი­და მას შემ­დეგ, რაც თა­ვად გა­მოვ­ცა­დე ჩემ თავ­ზე. მინ­და ისე­თი უნი­ფორ­მე­ბი შევ­კე­როთ, რომ­ლე­ბიც უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი და მიმ­ზიდ­ვე­ლი იქ­ნე­ბა.

- ერთ ეპი­ზოდ­ში აუტ­სა­ი­დე­რებ­ში იდე­ქით, მე­ო­რე­ში კი იმუ­ნი­ტე­ტი მო­ი­პო­ვეთ. რას მი­ა­წერთ ამ ტრამ­პლინს?

- აუტ­სა­ი­დე­რებ­ში დგო­მამ ძა­ლი­ან იმოქ­მე­და ჩემ­ზე. გული დამ­წყდა, რომ იმ ტურ­ში ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ვერ გა­მო­ვავ­ლი­ნე. ამას თან ერ­თვო­და მა­ყუ­რებ­ლის კო­მენ­ტა­რე­ბი, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბაც ძა­ლი­ან უარ­ყო­ფი­თი იყო. არ მეს­მის, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­აკ­რი­ტი­კო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­ერ­თოდ არ იც­ნობ. მით უმე­ტეს, რომ ერ­თა­დერ­თი მოყ­ვა­რუ­ლი მზა­რე­უ­ლი ვარ ამ­დენ პრო­ფე­სი­ო­ნალს შო­რის.

რამ­დე­ნა­დაც გა­და­სა­ტა­ნად რთუ­ლი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, იმ­დე­ნად მო­ტი­ვა­ცი­ის, შე­მარ­თე­ბის მომ­ცე­მიც აღ­მოჩ­ნდა. აუტ­სა­ი­დე­რებ­ში დგო­მის შემ­დეგ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი წიგ­ნე­ბის კი­თხვა, ვი­დე­ო­ბის ყუ­რე­ბა და ინ­ტენ­სი­უ­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა და­ვი­წყე. სამ­სა­ხუ­რი­დან რომ ვბრუნ­დე­ბი და ოჯა­ხის წევ­რებს და­სა­ძი­ნებ­ლად გა­ვის­ტუმ­რებ, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მარ­ტო ვრჩე­ბი და კერ­ძე­ბის მზა­დე­ბას ვი­წყებ.

- რას ეტყო­დით იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც არ გიც­ნო­ბენ და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თქვენ შე­სა­ხებ უარ­ყო­ფით კო­მენ­ტა­რებს წე­რენ?

- მინ­და თი­თო­ე­ულ მათ­განს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, რად­გან რომ არა მათი კო­მენ­ტა­რე­ბი, შე­იძ­ლე­ბო­და მოვ­დუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი და ამ­ხე­ლა შე­მარ­თე­ბა არ მქო­ნო­და. თუკი აქამ­დე თორ­მე­ტე­ულ­ში მოხ­ვედ­რა­საც დიდ მიღ­წე­ვად ვთვლი­დი, ახლა უკვე იმის პრე­ტენ­ზი­აც გა­მიჩ­ნდა, რომ ფი­ნალ­შიც ვიყო და გა­ვი­მარ­ჯვო კი­დეც!

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაშა
1
კაი გოგო ხარ...დადებითი ემოცია იგრძნობა...გამარჯვებას გისურვებ...
qeti
1

carmatebebi natalis me vgulshematkivrob

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დიდი მღელვარება სამხრეთ კორეაში - სამართალდამცავებმა იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის დაპატიმრება ვერ შეძლეს
ავტორი:

"ინტენსიური მეცადინეობა დავიწყე... გემოებით გორდონ რამზისაც კი შევეჯიბრები“ - რა სირთულეები შეხვდა ნატალია ჩხეიძეს "მასტერშეფში“

"ინტენსიური მეცადინეობა დავიწყე... გემოებით გორდონ რამზისაც კი შევეჯიბრები“ - რა სირთულეები შეხვდა ნატალია ჩხეიძეს "მასტერშეფში“

"მასტერშეფის“ სამზარეულოში 9 მონაწილე დარჩა. მათგან მხოლოდ ერთია არაპროფესიონალი - ნატალია ჩხეიძე, რომელმაც გასულ ეპიზოდში იმუნიტეტი მოიპოვა. ნატალია მანამდე აუტსაიდერებში იდგა, რამაც, მისი თქმით, მოტივაცია მისცა და გამარჯვებისთვის განაწყო.

როგორ უმკლავდება პროექტის სირთულეებს სეზონის ერთადერთი არაპროფესიონალი მზარეული, წაიკითხეთ ინტერვიუში.

- როდის გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში კულინარია?

- კულინარია ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა იქიდან, რაც პირის გემო შევიცანი. ზაფხულს ბებიასთან, კახეთში ვატარებდი. იქ გვქონდა ბაღი, ბოსტანი, ვენახი, ხეხილი... ბავშვობაშივე გავერკვიე მეურნეობაში, ბებიას ვეხმარებოდი ყველაფერში, მათ შორის სამზარეულოშიც. წლები რომ გავიდა და რაღაც უნარები, ცოდნა დამჭირდა, აღმოჩნდა, რომ ესა თუ ის საქმე უკვე ვიცოდი.

11-12 წლის ასაკიდან კულინარიამ განსაკუთრებულად გამიტაცა. იმ პერიოდიდან დაწყებული დღემდე სამზარეულო ჩემთვის განტვირთვის ადგილია. საქმიანობიდან გამომდინარე მთელი დღე ვმუშაობ. სახლში დაღლილი რომ მოვდივარ, სამზარეულოში შევდივარ და მზადების დროს ვისვენებ, ამაზე უკეთესი განტვირთვა ჩემთვის არ არსებობს.

- "მასტერშეფი" თქვენი პირველი კონკურსია? რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობის მიღება?

- დიახ, პირველია. მიუხედავად იმისა, რომ წინა სამი სეზონის განმავლობაში ყველა, ვისაც ჩემი მომზადებული კერძი ერთხელ მაინც გაუსინჯავს, მონაწილეობის მიღებაში მარწმუნებდა, აქამდე მაინც ვერ ვრისკავდი. მართალია ხალხს ჰგონია, რომ რადგან უნიფორმების სამკერვალო მაქვს, ბარტერის საფუძველზე უნიფორმებში ვცვლი პროექტში ყოფნას, მაგრამ ეს ასე არ არის. სახლში ძალიან კარგად ვამზადებ და მინდოდა სტრესულ გარემოშიც გამომეცადა თავი. საბედნიეროდ, წინ მივდივარ, ვვითარდები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფინალში მოვხვდე.

- რა არის მთავარი სირთულე, რაც პროექტში შეგხვდათ?

- მთავარი, რაზეც ვნერვიულობდი, დროის ფაქტორი იყო. მოგეხსენებათ, დავალების პირობა წინასწარ არ ვიცით. ჟიურის მოცემულ ერთ საათში კერძის მოფიქრებაც უნდა მოასწრო, პროდუქტების შერჩევაც, გარეცხვაც, მომზადებაც... მოკლედ, არაპროფესიონალი მზარეულისთვის, რომელსაც მანამდე სარესტორნო გამოცდილება არ ჰქონია, საკმაოდ რთულია. ასევე ძალიან სტრესულად მოქმედებს გარემო - ხმაური, მზადების დროს ჟურნალისტებთან საუბარი და ა. შ. ამ ყველაფერს ორი გადაცემის შემდეგ უკვე მივეჩვიე და ახლა გაცილებით უკეთ ვართმევ თავს, ვიდრე მანამდე.

- კონკურენციაზე რას გვეტყვით, პროფესიონალ მზარეულებს რომ ეჯიბრებით?

- დიახ, ყველა პროფესიონალი მზარეულია. გემოების თვალსაზრისით არ მეშინია, გემოებით გორდონ რამზისაც კი შევეჯიბრები და ზუსტად ვიცი, თავს მოვაწონებ, მაგრამ ამის გარდა კიდევ იმდენი კრიტერიუმია კერძის შეფასებისა, რომ არაპროფესიონალისთვის ყველაფრის დაკმაყოფილება რთულია.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სულ რამდენიმე ტური გავიარეთ, „მასტერშეფმა“ ძალიან ბევრი რამ მასწავლა, რასაც სამსახურშიც კი გამოვიყენებ. უფრო მეტიც, მზარეულების უნიფორმებისთვის უამრავი ახალი იდეა მომივიდა მას შემდეგ, რაც თავად გამოვცადე ჩემ თავზე. მინდა ისეთი უნიფორმები შევკეროთ, რომლებიც უფრო კომფორტული და მიმზიდველი იქნება.

- ერთ ეპიზოდში აუტსაიდერებში იდექით, მეორეში კი იმუნიტეტი მოიპოვეთ. რას მიაწერთ ამ ტრამპლინს?

- აუტსაიდერებში დგომამ ძალიან იმოქმედა ჩემზე. გული დამწყდა, რომ იმ ტურში ჩემი შესაძლებლობები ვერ გამოვავლინე. ამას თან ერთვოდა მაყურებლის კომენტარები, რომელთა უმრავლესობაც ძალიან უარყოფითი იყო. არ მესმის, როგორ შეიძლება გააკრიტიკო ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ იცნობ. მით უმეტეს, რომ ერთადერთი მოყვარული მზარეული ვარ ამდენ პროფესიონალს შორის.

რამდენადაც გადასატანად რთული იყო ეს ყველაფერი, იმდენად მოტივაციის, შემართების მომცემიც აღმოჩნდა. აუტსაიდერებში დგომის შემდეგ კულინარიული წიგნების კითხვა, ვიდეობის ყურება და ინტენსიური მეცადინეობა დავიწყე. სამსახურიდან რომ ვბრუნდები და ოჯახის წევრებს დასაძინებლად გავისტუმრებ, სამზარეულოში მარტო ვრჩები და კერძების მზადებას ვიწყებ.

- რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც არ გიცნობენ და სოციალურ ქსელში თქვენ შესახებ უარყოფით კომენტარებს წერენ?

- მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო, რადგან რომ არა მათი კომენტარები, შეიძლებოდა მოვდუნებულიყავი და ამხელა შემართება არ მქონოდა. თუკი აქამდე თორმეტეულში მოხვედრასაც დიდ მიღწევად ვთვლიდი, ახლა უკვე იმის პრეტენზიაც გამიჩნდა, რომ ფინალშიც ვიყო და გავიმარჯვო კიდეც!

"ექიმს ეთიკა, ზრდილობა მოეთხოვება, ხომ?!...უცბად ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა..." - სალომე გოგიაშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე

"შვილმა მითხრა. აქ ბევრი დანგრეული შენობაა, ნიუ-იორკში - არაო..." - გელა ბაბლუანის ოჯახი და ცხოვრება პანდემიის დროს

ავტონაწილებით მოვაჭრე, მეთევზე და ჟურნალისტი - ვინ არიან მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები