სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ტყიდან სოფელ კირცხში შემოვიდა, შეუძლია ახალ ხიბულაშიც გადავიდეს, ან ლესიჭინეში, ან დაბაში" - სად მდებარეობს სოფელი კირცხი, რომლის ტყესაც შეაფარა დამნაშავემ თავი
"თუ ტყიდან სოფელ კირცხში შემოვიდა, შეუძლია ახალ ხიბულაშიც გადავიდეს, ან ლესიჭინეში, ან დაბაში" - სად მდებარეობს სოფელი კირცხი, რომლის ტყესაც შეაფარა დამნაშავემ თავი

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“ თავ­დამ­სხმე­ლი პირი და მას ამ დრომ­დე ეძე­ბენ. ბან­კის შე­ნო­ბა მან სამ მძე­ვალ­თან ერ­თად მას შემ­დეგ და­ტო­ვა, რაც მისი მო­თხოვ­ნე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს - მის­ცეს თან­ხა და შე­უქ­მნეს უსაფრ­თხო პი­რო­ბე­ბი ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბის­თვის. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამი მძე­ვა­ლი, მათ შო­რის სა­მეგ­რე­ლო ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რე­ოს უფ­რო­სი ავ­თან­დილ გალ­და­ვა, მან ზუგ­დი­დის ცენ­ტრი­დან ჩხო­რო­წყუ­ში წა­იყ­ვა­ნა და ისი­ნი სო­ფელ კირ­ცხის ტყე­ში გვი­ან ღა­მით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რის შემ­დეგ თა­ვად ტყე­ში მი­ი­მა­ლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ამ­ბო­ბენ, რომ დამ­ნა­შა­ვის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. თა­ვად მძევ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. მათ რა­ი­მე სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ. რო­გორც ვი­კი­პე­დი­ის­გან ვი­გებთ.

სო­ფე­ლი კირ­ცხი სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის მხა­რის ჩხო­რო­წყუს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის და თე­მის ცენ­ტრს წარ­მო­ად­გენს.

ის მდე­ბა­რე­ობს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით და სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თი­დან ესა­ზღვრე­ბა ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, აღ­მო­სავ­ლე­თით სოფ­ლე­ბი - ლე­სი­ჭი­ნე და ქვე­და ჩხო­რო­წყუ. ჩრდი­ლო­ე­თი­დან ესა­ზღვრე­ბა სო­ფე­ლი ლე­წურ­წუ­მე, ხოლო და­სავ­ლე­თით - მდი­ნა­რე ჭა­ნის­წყა­ლი და ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი.

ასევე დაგაინტერესებთ
20:55 / 21-10-2020

"ან გიჟია ან ძალიან გამოუცდელი, ან სხვა რამეშია საქმე, რადგან ადამიანი შესულა ნიღბის გარეშე" - რას ამბობს ერთ-ერთი გათავისუფლებული მძევლის მეგობარი?

00:03 / 22-10-2020

ვინ არის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავა, რომელმაც, სავარაუდოდ, მძევალი ჩაანაცვლა და თავდამსხმელს გაჰყვა

01:25 / 22-10-2020

"მას აცვია ქართული არმიის კამუფლირებული ფორმა..." - რაზე მიანიშნებს ბანკის მძარცველის ჩაცმულობა, შეიარაღება და ქცევები? სამხედრო ექსპერტის მოსაზრება

11:55 / 22-10-2020

"მძარცველი წამსვლელი იყო უკიდურეს ნაბიჯზეც... უნდა არჩეულიყო ან 19 მძევლის სიცოცხლე ან 500 ათასი დოლარი" - ანალიტიკოსი სპეცოპერაციის რისკებზე

11:42 / 22-10-2020

"მშვიდად გვეუბნებოდა, თუ გესვრით, არ არის რაღაც სასწაული, რადგან ადრე თუ გვიან ყველანი ვკვდებითო" - რას ყვებიან მძევლები თავდამსხმელზე

13:27 / 22-10-2020

"მძარცველმა გალდავას უთხრა, - "ჰაილუქსის" მანქანა დამახვედრე  და 4 მძევალი მჭირდებაო..." - მძევლის მონათხრობი

ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელს სო­ფელ კირ­ცხში ინგა ასა­თი­ანს, ის ამ­ბობს, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ი­დან დამ­ნა­შა­ვე ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შეძ­ლებს გა­დას­ვლას ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

"იმის შე­სა­ხებ, რომ დამ­ნა­შა­ვე სოფ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მო­ვი­და, არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გაქვს. მხო­ლოდ იმას გე­ტყვით, რომ ჩვენს სო­ფელს კირ­ცხს ერთ მხა­რეს ესა­ზღვრე­ბა ზუგ­დი­დის სო­ფე­ლი ჯი­ხაშ­კა­რი, თუ ტყი­დან სო­ფელ კირ­ცხში შე­მო­ვი­და დამ­ნა­შა­ვე, შე­უძ­ლია ახალ ხი­ბუ­ლა­შიც გა­და­ვი­დეს, ან ლე­სი­ჭი­ნე­ში, ან და­ბა­ში მი­ვი­დეს. ჩვენს სო­ფელს ესა­ზღვრე­ბა: სო­ფე­ლი ლერ­წუ­წუ­მე, ქვე­და ჩხო­რო­წყუ, ახა­ლი ხი­ბუ­ლა და ჯი­ხაშ­კა­რი. ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან ის პირი ვე­რა­ნა­ი­რად ვერ მოხ­ვდე­ბა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ამის თქმა ნამ­დვი­ლად შე­მიძ­ლია", - აცხა­დებს მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოს
158

ეპიდსმიის ფონზე და არᲩევნების ფონზე ცოტა დადგმული სპექტაკლი ხომ არ არის ქულების დაწერის მიზნიᲗ....პარ კამპანიას გავს,როგორც სააკაᲨვილის მᲗავრობა აკედებდა ხოლმე...ჰა ჰა ჰა

H
55

მივმართავ უუნარო მთავრობას! სასწრაფოდ ! გამოძიების და თავმდამსხმელის ძიების პროცესში გამოიყენონ ნაციონალური მოძრაობის წევრები, რაც მანდ მაგათ ხალხი ყავთ კასტილებით ნაწამები და კასრები ჩაფლული ზეპირად ეცოდინებათ სამეგრელოს ტყეები. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"თუ ტყიდან სოფელ კირცხში შემოვიდა, შეუძლია ახალ ხიბულაშიც გადავიდეს, ან ლესიჭინეში, ან დაბაში" - სად მდებარეობს სოფელი კირცხი, რომლის ტყესაც შეაფარა დამნაშავემ თავი

"თუ ტყიდან სოფელ კირცხში შემოვიდა, შეუძლია ახალ ხიბულაშიც გადავიდეს, ან ლესიჭინეში, ან დაბაში" - სად მდებარეობს სოფელი კირცხი, რომლის ტყესაც შეაფარა დამნაშავემ თავი

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებს არ დაუკავებიათ "საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი პირი და მას ამ დრომდე ეძებენ. ბანკის შენობა მან სამ მძევალთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს - მისცეს თანხა და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. არაოფიციალური ინფორმაციით, სამი მძევალი, მათ შორის სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეოს უფროსი ავთანდილ გალდავა, მან ზუგდიდის ცენტრიდან ჩხოროწყუში წაიყვანა და ისინი სოფელ კირცხის ტყეში გვიან ღამით გაათავისუფლა, რის შემდეგ თავად ტყეში მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დამნაშავის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. თავად მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებათ. როგორც ვიკიპედიისგან ვიგებთ.

სოფელი კირცხი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის და თემის ცენტრს წარმოადგენს.

ის მდებარეობს მუნიციპალიტეტის სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება ხობის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით სოფლები - ლესიჭინე და ქვედა ჩხოროწყუ. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სოფელი ლეწურწუმე, ხოლო დასავლეთით - მდინარე ჭანისწყალი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი.

ჩვენ ვესაუბრეთ მერის წარმომადგენელს სოფელ კირცხში ინგა ასათიანს, ის ამბობს, რომ ამ ტერიტორიიდან დამნაშავე ვერანაირად ვერ შეძლებს გადასვლას ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

"იმის შესახებ, რომ დამნაშავე სოფლის ტერიტორიაზე შემოვიდა, არანაირი ინფორმაცია არ გაქვს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჩვენს სოფელს კირცხს ერთ მხარეს ესაზღვრება ზუგდიდის სოფელი ჯიხაშკარი, თუ ტყიდან სოფელ კირცხში შემოვიდა დამნაშავე, შეუძლია ახალ ხიბულაშიც გადავიდეს, ან ლესიჭინეში, ან დაბაში მივიდეს. ჩვენს სოფელს ესაზღვრება: სოფელი ლერწუწუმე, ქვედა ჩხოროწყუ, ახალი ხიბულა და ჯიხაშკარი. ამ ტერიტორიებიდან ის პირი ვერანაირად ვერ მოხვდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამის თქმა ნამდვილად შემიძლია", - აცხადებს მერის წარმომადგენელი.

ზუგდიდში, ბანკში აყვანილი მძევლის წამების შესახებ ცნობას თავდაცვის სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებს - "დავით ხვიბლიანი ცილისწამების გამო, გეგმავს მიმართოს სასამართლოს"

ბათუმში ხიმშიაშვილების ოჯახის ძარცვაში ბრალდებული დააკავეს

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?