პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ პირი, რომელიც ზუგდიდში ბანკს თავს დაესხა, ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთს
ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ პირი, რომელიც ზუგდიდში ბანკს თავს დაესხა, ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთს

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის რა­ი­ო­ნის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი აცხა­დებს, რომ პირი, რო­მე­ლიც ზუგ­დიდ­ში ბანკს თავს და­ეს­ხა, ე.წ. სა­ზღვარს ვერ გა­დაკ­ვეთს.

გა­ლის რა­ი­ო­ნის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის კონ­სტან­ტინ ფი­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, თავ­დამ­სხმე­ლი ე.წ. სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თას ვერ შეძ­ლებს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Sputnik-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ზუგ­დიდ­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“ თავ­დამ­სხმე­ლის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბის ვერ­სი­ას ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი სერ­გეი შამ­ბაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ გამ­ტა­ცებ­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლის აფხა­ზე­თის­კენ გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლო­ბენ.

ცნო­ბის­თვის, ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი თავს გუ­შინ და­ეს­ხა. მძევ­ლად აიყ­ვა­ნა 19 ადა­მი­ა­ნი, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ, 16 პირი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და ბან­კის შე­ნო­ბა სამ მძე­ვალ­თან ერ­თად მას შემ­დეგ და­ტო­ვა, რაც მისი მო­თხოვ­ნე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს - მის­ცეს თან­ხა, გა­მო­უყ­ვეს ვერ­ტმფრე­ნი და შე­უქ­მნეს უსაფრ­თხო პი­რო­ბე­ბი ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბის­თვის. თავ­დამ­სხმე­ლი ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ დო­ლარს ითხოვ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 3 მძე­ვალს შო­რის, ვის­თან ერ­თა­დაც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა და­ტო­ვა, ერთ-ერთი სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი, ავ­თან­დილ გალ­და­ვა იყო, რო­მე­ლიც თავ­დამ­სხმელ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს უშუ­ა­ლოდ აწარ­მო­ებ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მძევ­ლე­ბის დიდ ნა­წილს ჩა­ე­ნაც­ვლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ გალ­და­ვამ მი­უ­ტა­ნა თავ­დამ­სხმელს ფუ­ლიც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ პირი, რომელიც ზუგდიდში ბანკს თავს დაესხა, ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთს

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ პირი, რომელიც ზუგდიდში ბანკს თავს დაესხა, ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთს

ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ პირი, რომელიც ზუგდიდში ბანკს თავს დაესხა, ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთს.

გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის კონსტანტინ ფილიას განცხადებით, თავდამსხმელი ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Sputnik-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილების ვერსიას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამტაცებლის ავტომობილის აფხაზეთისკენ გადაადგილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

ცნობისთვის, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს - მისცეს თანხა, გამოუყვეს ვერტმფრენი და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 3 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა "საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც.

"თუ ტყიდან სოფელ კირცხში შემოვიდა, შეუძლია ახალ ხიბულაშიც გადავიდეს, ან ლესიჭინეში, ან დაბაში" - სად მდებარეობს სოფელი კირცხი, რომლის ტყესაც შეაფარა დამნაშავემ თავი

საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში - რა ფოტოებს აქვეყნებენ და რას წერენ წამყვანი მედიასაშუალებები ზუგდიდში, ბანკზე თავდასხმის შესახებ

პოლიციის უფროსი ავთო გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლები თავისუფლები არიან