ავტორი:

"43 მძევალი გათავისუფლებულია..." - ზუგდიდის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

"43 მძევალი გათავისუფლებულია..." - ზუგდიდის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

გაცნობებთ, რომ სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპერაციის განხორციელებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

ამ ეტაპზე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები" - ნათქვამია განცხადებაში.

"ცხვრებს მწყემსავდა, ყოველ დილით მიყავდა. აქ იყო, სამი დღის წინ ვნახე" - რას ამბობენ ძმა და ახლობლები ბანკზე თავდასხმის საქმის სავარაუდო ბრალდებულზე?

პოლიციამ ხელვაჩაურში ქურდობის ფაქტზე 3 პირი დააკავა - მოპარული იყო სამკაული, საფულე და სეიფის გასაღები

"შესაძლოა ბრალდებული თვითონ ჩაბარდეს სამართალდამცავებს" - რა ინფორმაცია ვრცელდება სავარაუდო თავდამსხმელზე, რომელიც ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა?