ვრცელდება კადრები, რომელზეც სავარაუდოდ, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ოფისზე თავდასხმაა გადაღებული. კადრებში, რომელიც "ფორმულამ" აჩვენა, ჩანს ნიღბიანი მამაკაცი, რომელიც სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი. მას მომარჯვებული აქვს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. კადრებში ასევე ჩანან მძევლები.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და კლიენტები მძევლად აიყვანა და სამართალდამცველებს კონკრეტული მოთხოვნები წაუყენა. ის ნახევარ მილიონი დოლარის ნაღდი ანგრიშწორებით მიტანასა და შენობის უსაფრთხო დატოვების გარანტიას ითხოვდა. მთელი დღის განმავლობაში მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები.