ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში იმ პირთა ნაწილის გამოკითხვა დასრულდა, რომლებიც დღეს "საქართველოს ბანკში" მძევლად აიყვანეს. პოლიციის შენობა ამ დროისთვის 8 პირმა დატოვა.
რვავე მათგანი დღეს "საქართველოს ბანკში" სხვა მოქალაქეებთან ერთად მძევლად იყვნენ აყვანილები.
გამოკითხვის დეტალებზე მედიასთან არცერთ მათგანს არ უსაუბრია.
გამოკითხვაზე სავარაუდოდ, კიდევ იმყოფება რამდენიმე პირი. პოლიციის შენობის მიმდებარედ იმყიფებიან ოჯახის წევრები და ახლობლები.