მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამ მძევალს შორის, რომელთან ერთად თავდამსხმელმა ტერიტორია დატოვა, სამხარეო პოლიციის უფროსიც არის
სამ მძევალს შორის, რომელთან ერთად თავდამსხმელმა ტერიტორია დატოვა, სამხარეო პოლიციის უფროსიც არის

"სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" თავ­დამ­სხმელ­მა ბან­კის ტე­რი­ტო­რია სამ მძე­ვალ­თან ერ­თად და­ტო­ვა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცით, ერთ-ერთი მათ­გა­ნი სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ავთო გალ­და­ვაა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, სწო­რედ გალ­და­ვა აწარ­მო­ებ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ პირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და ბან­კში თან­ხა, რო­მე­ლიც თავ­დამ­სხმელ­მა მო­ი­თხო­ვა, გალ­და­ვამ მი­ი­ტა­ნა.

მე­დი­ამ თავ­დამ­სხმე­ლის მიერ მძევ­ლებ­თან ერ­თად ბან­კის და­ტო­ვე­ბის კად­რე­ბი გა­და­ი­ღო სა­დაც ჩანს, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ პირს სამი ადა­მი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლი გა­მოჰ­ყავს. ამას­თან ვი­დე­ო­მა­სა­ლის მი­ხედ­ვით, თავ­დამ­სხმე­ლი ბან­კი­დან ხე­ლა­წე­უ­ლი გა­მო­დის და მას სა­ვა­რა­უ­დოდ ხელ­ში ხელ­ყუმ­ბა­რა ეჭი­რა.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმე­ლი ერთ-ერთი სოფ­ლის­კენ და­იძ­რა, სა­დაც ვერ­ტმფრე­ნის გან­თავ­სე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

შსს-ში ამ დრო­ის­თვის, ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­კე­თე­ბუ­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

სამ მძევალს შორის, რომელთან ერთად თავდამსხმელმა ტერიტორია დატოვა, სამხარეო პოლიციის უფროსიც არის

სამ მძევალს შორის, რომელთან ერთად თავდამსხმელმა ტერიტორია დატოვა, სამხარეო პოლიციის უფროსიც არის

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელმა ბანკის ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. არსებული ინფორმაცით, ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავაა. გავრცელებული ცნობით, სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და ბანკში თანხა, რომელიც თავდამსხმელმა მოითხოვა, გალდავამ მიიტანა.

მედიამ თავდამსხმელის მიერ მძევლებთან ერთად ბანკის დატოვების კადრები გადაიღო სადაც ჩანს, რომ შეიარაღებულ პირს სამი ადამიანი ხელშეკრული გამოჰყავს. ამასთან ვიდეომასალის მიხედვით, თავდამსხმელი ბანკიდან ხელაწეული გამოდის და მას სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელი ერთ-ერთი სოფლისკენ დაიძრა, სადაც ვერტმფრენის განთავსებაა შესაძლებელი.

შსს-ში ამ დროისთვის, ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

"43 მძევალი გათავისუფლებულია..." - ზუგდიდის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

ვრცელდება კადრები, რომელზეც, სავარაუდოდ, "საქართველოს ბანკის" ოფისზე თავდასხმაა გადაღებული

ვინ არის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავა, რომელმაც, სავარაუდოდ, მძევალი ჩაანაცვლა და თავდამსხმელს გაჰყვა