ავტორი:

სამ მძევალს შორის, რომელთან ერთადაც თავდამსხმელმა შენობა დატოვა, ზუგდიდის მერის ახლობელიც არის

სამ მძევალს შორის, რომელთან ერთადაც თავდამსხმელმა შენობა დატოვა, ზუგდიდის მერის ახლობელიც არის

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სამ მძევალს შორის, რომელთან ერთადაც თავდამსხმელმა შენობა დატოვა,ზუგდიდის მერის ახლობელიც არის. სავრაუდოდ, თავდამსხმელს ხელში ყუმბარა ეკავა. ის მძევლებთან ერთად პოლიციის ავტომანქანაში ჩაჯდა და გაურკვეველი მიმართულებით გაემართნენ.

შსს-ს მხრიდან ჯერჯრეობით დამატებითი კომენტარები არ გაკეთებულა.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და კლიენტები მძევლად აიყვანა და სამართალდამცველებს კონკრეტული მოთხოვნები წაუყენა.

ის ნახევარ მილიონი დოლარის ნაღდი ანგრიშწორებით მიტანასა და შენობის უსაფრთხო დატოვების გარანტიას ითხოვდა. მთელი დღის განმავლობაში მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები.

გავრცელებული კადრების მიხედვით, თავდამსხმელმა შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა, ხელში კი ხელყუმბარა ეკავა

არსებული ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" ოფისიდან ყველა მძევალი გათავისუფლდა და თავდამსხმელი პოლიციამ გამოიყვანა

თავდასხმა დმანისში, "ქართული ოცნების" ოფისზე - არსებული ინფორმაციით, არიან დაჭრილები