ავტორი:

გავრცელებული კადრების მიხედვით, თავდამსხმელმა შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა, ხელში კი ხელყუმბარა ეკავა

გავრცელებული კადრების მიხედვით, თავდამსხმელმა შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა, ხელში კი ხელყუმბარა ეკავა

"ფორმულას" გავრცელებული კადრების მიხედვით, თავდამსხმელმა შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა, ხელში კი ხელყუმბარა ეკავა. ვიდეოში ჩანს, როგორ გამოდის "საქართველოს ბანკის" ოფისიდან თავდასხმელი, სამ მძევალთან და ერთ პოლიციელთან ერთად. ამის შემდეგ ჯდებიან "პიკაპის" მარკის ავტომობილში.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ისინი გაურკვეველი მიმართულებით გაემართნენ.

დანარჩენი მძევლები რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა მძევლმა ირაკლი კვარაცხელიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციელებმა თავდამსხმელებს თანხა მიუტანეს.

"სამი კაცი გარდა ყველანი გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამოდენიმე წუთში. უღრმესი მადლობა ყველას მწარდაჭერისთვის. ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ ალბათ და თქვენს მესიჯებს მერე გავეცნბი" - დაწერა ირაკლი კვარაცხელიამ.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და კლიენტები მძევლად აიყვანა და სამართალდამცველებს კონკრეტული მოთხოვნები წაუყენა. ის ნახევარ მილიონი დოლარის ნაღდი ანგრიშწორებით მიტანასა და შენობის უსაფრთხო დატოვების გარანტიას ითხოვდა. მთელი დღის განმავლობაში მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები.

"გალდავამ შესთავაზა, რომ მძევლების ნაცვლად დარჩებოდა, ძალიან ვაჟკაცური საქციელი იყო და დიდი მადლობა მას" - ირაკლი კვარაცხელია

"თუ ბანკზე თავდამსხმელმა საზღვარი გადმოკვეთა, სოხუმი მას თბილისს გადასცემს" - სერგეი შამბა

ქობულეთში, "საქართველოს ბანკის" მიმდებარედ, ინკასატორი გაძარცვეს - არსებული ინფორმაციით, წაღებულია 75 ათასი ლარი