დმანისში „ქართული ოცნების“ ოფისზე თავდახმა მოხდა. ფაქტს შსს-ში ადასტურებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და 236-ე - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, არიან დაჭრილები.