შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ოფისიდან ორი მძევლის გათავისუფლების ვიდეოს ავრცელებს. როგორც ცოტა ხნის წინ შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბოცვაძემ განაცხადა, ორი პირის გათავისუფლება მოლაპარაკებების შედგად მოხერხდა.
მოლაპარაკებების შედეგად ორი მძევალია გათავისუფლებული. მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობვს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ ოჯახში. მოლაპარაკებების დეტალებზე ვერ ვისაუბრებ" - აღნიშნა ბორცვაძემ.
როგორც ცნობილია, ზუგდიდში იმყოფება შს მინისტრიც.
არსებული ინფორმაციით, მინისტრი, მერიის შენობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე მალხაზ თორიას და ზუგდიდის მერს გიორგი შენგელიას ხვდება.
ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირი უკვე სამ საათზე მეტია იმყოფება და 19 პირი მძევლად ჰყავს აყვანილი. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და პოლიცია. გადაკეტილია ბანკის მიმდებარე ქუჩები.