საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"10 წლის წინ ჩემთან მუშაობდა, მეც ახლა ამოვიცანი" - რას ამბობს უგულავა მძევალზე, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაერთო
"10 წლის წინ ჩემთან მუშაობდა, მეც ახლა ამოვიცანი" - რას ამბობს უგულავა მძევალზე, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაერთო

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ზუგ­დი­დის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის, გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ კონ­სპი­რა­ცი­აა აგე­ბუ­ლი და ოპო­ზი­ცი­აა დამ­ნა­შა­ვე ზუგ­დიდ­ში, თავ­დამ­სხმე­ლის მიერ „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" 19 მო­ქა­ლა­ქის მძევ­ლად აყ­ვა­ნა­ზე. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს" უგუ­ლა­ვამ ზუგ­დიდ­ში გა­ნუ­ცხა­და, ირაკ­ლი კვა­რა­ცხე­ლია, რო­მე­ლიც მძევ­ლებს შო­რი­საა და სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რით ჩა­ერ­თო, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტია, წლე­ბის წინ კი, მისი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო.

"ფაქ­ტი სა­ხე­ზეა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კა ჩა­მო­ი­შა­ლა და უმუ­შევ­რო­ბა გა­ი­ზარ­და, კო­ვიდ­თან ბრძო­ლა ჩაფ­ლავ­და. ამა­ვე დროს, გამ­წვავ­და კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა და ეს ყო­ველ­თვის ბუ­ნებ­რი­ვი თან­ხვედ­რი მოვ­ლე­ნე­ბია. ამი­ტომ, ზო­გა­დად, ფონი მძი­მეა. ასეთ დროს, სამ­წუ­ხა­როდ, მა­ტუ­ლობს ასე­თი ტი­პის და­ნა­შა­უ­ლე­ბი.

ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დეს სის­ხლისღვრის გა­რე­შე, მაგ­რამ უკვე ჩანს რა მა­რაზმთან გვაქვს საქ­მე. რო­დე­საც გა­მო­დის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და 15 წლის წი­ნან­დელ სტა­ტის­ტი­კას ადა­რებს ამ ყვე­ლა­ფერს, ეს მა­რაზ­მია, იმი­ტომ, რომ როცა ადა­მი­ა­ნე­ბი მძევ­ლად არი­ან აყ­ვა­ნი­ლე­ბი, ასეთ დროს პრე­მი­ე­რი იც­ლის და ისევ წარ­სულ­თან და­ტო­ლე­ბას გვთა­ვა­ზობს. ეს ნიშ­ნავს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის სრულ დის­ფუნ­ქცი­უ­რო­ბას, როცა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი მთლი­ა­ნად პრო­პა­გან­და­ზე არი­ან გა­და­სუ­ლე­ბი.

ამას და­ე­მა­ტა მე­ო­რე მა­რაზ­მი, რო­დე­საც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მე­დი­ამ და­ი­წყო გავ­რცე­ლე­ბა ამ­ბავ­ზე, რომ იქ(ბან­კში) აღ­მოჩ­ნდა ირაკ­ლი კვა­რა­ცხე­ლია, რო­მე­ლიც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტია. ამა­ვე დროს, 10 წლის წინ ჩემ­თან მე­რი­ა­ში მუ­შა­ობ­და, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. მეც ახლა ამო­ვი­ცა­ნი. ხე­ლისფლე­ბის მე­დია სა­ა­გენ­ტო­ებ­მა ლა­პა­რა­კი და­ი­წყეს უკვე, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­წყო­ბი­ლია, კონ­სპი­რა­ცი­აა აგე­ბუ­ლი და რომ ყვე­ლა­ფერ­ში ოპო­ზი­ცი­აა დამ­ნა­შა­ვე“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკა
2

ეს ადამიანი მართლა მერიაში მუშაობდა , გიგის დროს .ზედამხედველობაში . გარაჟების დანგრევის თემიდან ვიცი.

Giorgi
189

კაროჩე ოცნების სპეკტალია. ტეხავს უბრალოდ ტეხავს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"10 წლის წინ ჩემთან მუშაობდა, მეც ახლა ამოვიცანი" - რას ამბობს უგულავა მძევალზე, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაერთო

"10 წლის წინ ჩემთან მუშაობდა, მეც ახლა ამოვიცანი" - რას ამბობს უგულავა მძევალზე, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაერთო

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებით, წარმოუდგენელია საუბარი იმაზე, რომ კონსპირაციაა აგებული და ოპოზიციაა დამნაშავე ზუგდიდში, თავდამსხმელის მიერ „საქართველოს ბანკში" 19 მოქალაქის მძევლად აყვანაზე. როგორც „ინტერპრესნიუსს" უგულავამ ზუგდიდში განუცხადა, ირაკლი კვარაცხელია, რომელიც მძევლებს შორისაა და სატელევიზიო ეთერით ჩაერთო, „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტია, წლების წინ კი, მისი თანამშრომელი იყო.

"ფაქტი სახეზეა, რომ ქვეყანაში ეკონომიკა ჩამოიშალა და უმუშევრობა გაიზარდა, კოვიდთან ბრძოლა ჩაფლავდა. ამავე დროს, გამწვავდა კრიმინოგენული ვითარება და ეს ყოველთვის ბუნებრივი თანხვედრი მოვლენებია. ამიტომ, ზოგადად, ფონი მძიმეა. ასეთ დროს, სამწუხაროდ, მატულობს ასეთი ტიპის დანაშაულები.

ბუნებრივია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს სისხლისღვრის გარეშე, მაგრამ უკვე ჩანს რა მარაზმთან გვაქვს საქმე. როდესაც გამოდის პრემიერ-მინისტრი და 15 წლის წინანდელ სტატისტიკას ადარებს ამ ყველაფერს, ეს მარაზმია, იმიტომ, რომ როცა ადამიანები მძევლად არიან აყვანილები, ასეთ დროს პრემიერი იცლის და ისევ წარსულთან დატოლებას გვთავაზობს. ეს ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტის სრულ დისფუნქციურობას, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები მთლიანად პროპაგანდაზე არიან გადასულები.

ამას დაემატა მეორე მარაზმი, როდესაც სახელისუფლებო მედიამ დაიწყო გავრცელება ამბავზე, რომ იქ(ბანკში) აღმოჩნდა ირაკლი კვარაცხელია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტია. ამავე დროს, 10 წლის წინ ჩემთან მერიაში მუშაობდა, ჩვეულებრივი თანამშრომელი იყო. მეც ახლა ამოვიცანი. ხელისფლების მედია სააგენტოებმა ლაპარაკი დაიწყეს უკვე, რომ ეს ყველაფერი მოწყობილია, კონსპირაციაა აგებული და რომ ყველაფერში ოპოზიციაა დამნაშავე“, - განაცხადა უგულავამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ურეკავენ მოქალაქეებს და ლუგარის ლაბორატორიის სახელით, სთავაზობენ პრეპარატს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, რაც სიცრუეა" - დაავადებათა კონტროლის ცენტრი