"თქვენ რომ არ გენერვიულათ ჩემს ჯანმრთელობაზე, კიდევ ერთხელ გავიტესტე“, - ასე პასუხობს პრემიერი ჟურნალისტის კითხვას, ჩაიტარა თუ არა კორონავირუსზე ტესტი ან გადავიდა თუ არა იზოლაციაში, მას შემდეგ, რაც გურიაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი. გიორგი გახარიას თქმით, მან კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარა, რის შედეგადაც მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
„ჩემთვის ძალზედ სასიამოვნოა, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე ასე ზრუნავთ. პირველი, არსებობს დადგენილი სტანდარტები, თუ რას ნიშნავს ახლო კონტაქტი, რომელიც უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში. ეს არის 1 მეტრზე ახლოს ყოფნა 15 წუთზე უფრო დიდხანს პირბადეების გარეშე. ასეთი მოცემულობა მე არ მქონია. მეორე - ეპიდემიოლოგების განმარტებით, მე არ ვარ ახლო კავშირი. მიუხედავად ამისა, იმისთვის, რომ თქვენ არ გენერვიულათ ჩემს ჯანმრთლობაზე, მაინც კიდევ ერთხელ გავიტესტე, როდესაც დავბრუნდი და საბედნიეროდ, უარყოფითია“,-განაცხადა პრემიერმა.