პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"3 საათამდე დაყოვნება, პანდემიის პირობებში ნორმალურია, პრეტენზია არაკორექტულია" - ეკატერინე ტიკარაძე სასწრაფოს დაგვიანების მიზეზებზე
"3 საათამდე დაყოვნება, პანდემიის პირობებში ნორმალურია, პრეტენზია არაკორექტულია" - ეკატერინე ტიკარაძე სასწრაფოს დაგვიანების მიზეზებზე

სას­წრა­ფო გა­მო­ძა­ხე­ბის ბრი­გა­დებს აქვთ 2 სა­ა­თი­დან 3 სა­ა­თამ­დე და­ყოვ­ნე­ბა, რაც პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში სრუ­ლი­ად ნორ­მა­ლუ­რია, - ასე უპა­სუ­ხა სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას გა­მო­ძა­ხე­ბებ­ზე სას­წრა­ფო ბრი­გა­დე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ეს პრე­ტენ­ზია სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის მი­მართ არა­კო­რექ­ტუ­ლია.

„ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვირუ­სის პე­რი­ოდ­შიც ჩვენ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი გვქო­ნია და ეს არ წარ­მო­ად­გენს სა­გან­გა­შო კომ­პო­ნენტს. ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ არის კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი, ან ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სის­ტე­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ესა­ჭი­რო­ე­ბა 20 წუთ­ში სას­წრა­ფო ბრი­გა­დის მის­ვლა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ექი­მე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბენ თა­ვი­ან­თი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­მოც­ვლას, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს პრე­ტენ­ზია სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის მი­მართ არის არა­კო­რექ­ტუ­ლი“, - აღ­ნიშ­ნა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვით, კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან სა­სუნ­თქ აპა­რატს ხსნი­ან და სხვა პა­ცი­ენ­ტებს უმაგ­რე­ბენ. ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სუნ­თქ აპა­რა­ტებ­ზე დე­ფი­ცი­ტი არ არ­სე­ბობს.

„სა­სუნ­თქი აპა­რა­ტი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბით არ მი­მაგრდე­ბა პა­ცი­ენტზე. ისი­ნი გუ­ლის­ხმო­ბენ ჟანგბა­დის მა­ღა­ლი ნა­კა­დით მი­წო­დე­ბის აპა­რა­ტებს, რომ­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბაც თუ პა­ცი­ენტს არ ესა­ჭი­რო­ე­ბა და ეს არ არის 24 სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია, დაშ­ვე­ბუ­ლია ყვე­ლა პრო­ტო­კო­ლით და ყვე­ლა სტან­დარ­ტით. სა­სუნ­თქ აპა­რა­ტებ­ზე დე­ფი­ცი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს, კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­სუნ­თქი აპა­რა­ტე­ბით მარ­თვა არის უკი­დუ­რე­სი დაშ­ვე­ბა, რო­მელ­საც ჩვე­ნი ექი­მე­ბი იყე­ნე­ბენ, ვი­ნა­ი­დან მისი ეფექ­ტი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბია ამ ინ­ფექ­ცი­ის მარ­თვა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე კლი­ნი­კა ჩა­ერ­თვე­ბა.

ამას­თან, რო­გორც ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე აცხა­დებს, პა­ცი­ენ­ტე­ბი გარ­კვე­ულ რისკს ხე­და­ვენ სას­ტუმ­რო­ებ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ გა­დაყ­ვა­ნა­ზე. მისი თქმით, ექი­მე­ბის და ექთ­ნე­ბის ბრი­გა­დე­ბი, პა­ცი­ენ­ტებ­ზე მო­ნი­ტო­რინგს და მკურ­ნა­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ.

„რაც შე­ე­ხე­ბა კო­ვიდ­მიმ­ღებ ცენ­ტრებს, ამ ეტაპ­ზე სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გვყავს 2992 პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას, დღეს საკ­მა­ოდ დიდი ნა­წი­ლი ემ­ზა­დე­ბა გა­სა­წე­რად. 340 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა ტრი­აჟ­ში. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით 4392 სა­წო­ლი გვაქვს მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. თბი­ლი­სის მას­შტა­ბით 4 კლი­ნი­კა ჩა­ერ­თვე­ბა შემ­დეგ დღე­ებ­ში. შიდა ქარ­თლში - სამი და­მა­ტე­ბი­თი კლი­ნი­კა, იმე­რე­თის რე­გი­ონ­შიც 3 კლი­ნი­კა, კერ­ძოდ ქუ­თა­ის­ში 2 და­მა­ტე­ბი­თი კლი­ნი­კა იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი.

არ ვთვლით, რომ ჩვენ სა­წოლ­ფონ­დის დე­ფი­ცი­ტი გვაქვს. იცით რომ ვი­ყე­ნებთ სას­ტუმ­რო­ე­ბის სივ­რცეს. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან რომ არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პა­ცი­ენ­ტე­ბი ხე­და­ვენ გარ­კვე­ულ რისკს სას­ტუმ­რო­ებ­ში გა­დას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სას­ტუმ­როს სივ­რცე­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან ექი­მე­ბის და ექთ­ნე­ბის ბრი­გა­დე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ­თან მო­ნი­ტო­რინგს და მკურ­ნა­ლო­ბას გა­აგ­რძე­ლე­ბენ ისე, რო­გორც კლი­ნი­კებ­ში. სას­ტუმ­რო­ებ­ში გან­თავ­სდე­ბი­ან ის პა­ცი­ენ­ტე­ბი, ვის­ზეც ვი­ცით, რომ რის­კი არის მი­ნი­მა­ლუ­რი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვი­ყე­ნებთ სას­ტუმ­რო­ე­ბის სივ­რცეს.

სახ­ლში მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის 6 544 ადა­მი­ა­ნი, აქაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა არის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, დღემ­დე არ­სე­ბუ­ლი 17 კლი­ნი­კი­სა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მას­შტა­ბით მო­ნა­წი­ლე­ობ­და პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გში, ჩვენ და­ვა­მა­ტეთ კი­დევ 24 კლი­ნი­კა. დღეს თბი­ლი­სის მას­შტა­ბით ყვე­ლა ეს კლი­ნი­კა ჩარ­თუ­ლია პა­ცი­ენ­ტე­ბის მარ­თვა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Eka asatiani
0

3dge tu aris normaluri

ნანა
0

ჩემი აზრით დაყოვნებამ ქნა 30 წლის ქალის გარდაცვალება

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"3 საათამდე დაყოვნება, პანდემიის პირობებში ნორმალურია, პრეტენზია არაკორექტულია" - ეკატერინე ტიკარაძე სასწრაფოს დაგვიანების მიზეზებზე

"3 საათამდე დაყოვნება, პანდემიის პირობებში ნორმალურია, პრეტენზია არაკორექტულია" - ეკატერინე ტიკარაძე სასწრაფოს დაგვიანების მიზეზებზე

სასწრაფო გამოძახების ბრიგადებს აქვთ 2 საათიდან 3 საათამდე დაყოვნება, რაც პანდემიის პირობებში სრულიად ნორმალურია, - ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას გამოძახებებზე სასწრაფო ბრიგადების დაგვიანების შესახებ.

მინისტრის განცხადებით, ეს პრეტენზია სასწრაფო დახმარების სამსახურის მიმართ არაკორექტულია.

„ჩვეულებრივი ვირუსის პერიოდშიც ჩვენ მსგავსი შემთხვევები გვქონია და ეს არ წარმოადგენს საგანგაშო კომპონენტს. ვირუსით დაავადებული ადამიანი არ არის კარდიოლოგიური, ან ნევროლოგიური სისტემით დაავადებული ადამიანი, რომელსაც ესაჭიროება 20 წუთში სასწრაფო ბრიგადის მისვლა. ამ შემთხვევაში, ექიმები საჭიროებენ თავიანთი აღჭურვილობის გამოცვლას, აქედან გამომდინარე, ეს პრეტენზია სასწრაფო დახმარების სამსახურის მიმართ არის არაკორექტული“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვით, კოვიდპაციენტებისგან სასუნთქ აპარატს ხსნიან და სხვა პაციენტებს უმაგრებენ. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში სასუნთქ აპარატებზე დეფიციტი არ არსებობს.

„სასუნთქი აპარატი სამედიცინო დაწესებულებაში გადაადგილებით არ მიმაგრდება პაციენტზე. ისინი გულისხმობენ ჟანგბადის მაღალი ნაკადით მიწოდების აპარატებს, რომლის გადაადგილებაც თუ პაციენტს არ ესაჭიროება და ეს არ არის 24 საათიანი ოპერაცია, დაშვებულია ყველა პროტოკოლით და ყველა სტანდარტით. სასუნთქ აპარატებზე დეფიციტი საქართველოში არ არსებობს, კოვიდპაციენტების სასუნთქი აპარატებით მართვა არის უკიდურესი დაშვება, რომელსაც ჩვენი ექიმები იყენებენ, ვინაიდან მისი ეფექტი ყველაზე ნაკლებია ამ ინფექციის მართვაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში კიდევ რამდენიმე კლინიკა ჩაერთვება.

ამასთან, როგორც ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, პაციენტები გარკვეულ რისკს ხედავენ სასტუმროებში სამკურნალოდ გადაყვანაზე. მისი თქმით, ექიმების და ექთნების ბრიგადები, პაციენტებზე მონიტორინგს და მკურნალობას უზრუნველყოფენ.

„რაც შეეხება კოვიდმიმღებ ცენტრებს, ამ ეტაპზე საავადმყოფოებში გვყავს 2992 პაციენტი, რომელიც გადის მკურნალობას, დღეს საკმაოდ დიდი ნაწილი ემზადება გასაწერად. 340 ადამიანი იმყოფება ტრიაჟში. დღეის მდგომარეობით 4392 საწოლი გვაქვს მობილიზებული. თბილისის მასშტაბით 4 კლინიკა ჩაერთვება შემდეგ დღეებში. შიდა ქართლში - სამი დამატებითი კლინიკა, იმერეთის რეგიონშიც 3 კლინიკა, კერძოდ ქუთაისში 2 დამატებითი კლინიკა იქნება ჩართული.

არ ვთვლით, რომ ჩვენ საწოლფონდის დეფიციტი გვაქვს. იცით რომ ვიყენებთ სასტუმროების სივრცეს. გამომდინარე იქიდან რომ არაერთგვაროვანი ინფორმაცია ვრცელდება ამასთან დაკავშირებით, პაციენტები ხედავენ გარკვეულ რისკს სასტუმროებში გადასვლასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ სასტუმროს სივრცეში მობილიზებულები არიან ექიმების და ექთნების ბრიგადები, რომლებიც მათთან მონიტორინგს და მკურნალობას გააგრძელებენ ისე, როგორც კლინიკებში. სასტუმროებში განთავსდებიან ის პაციენტები, ვისზეც ვიცით, რომ რისკი არის მინიმალური. აქედან გამომდინარე ვიყენებთ სასტუმროების სივრცეს.

სახლში მკურნალობას გადის 6 544 ადამიანი, აქაც მნიშვნელოვანი ცვლილება არის განხორციელებული, დღემდე არსებული 17 კლინიკისა, რომელიც თბილისის მასშტაბით მონაწილეობდა პაციენტების მონიტორინგში, ჩვენ დავამატეთ კიდევ 24 კლინიკა. დღეს თბილისის მასშტაბით ყველა ეს კლინიკა ჩართულია პაციენტების მართვაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გაწევ-გამოწევა ზუგდიდში - ერთმანეთს გიგი უგულავა და გიორგი გაბედავა დაუპირისპირდნენ

"10 წლის წინ ჩემთან მუშაობდა, მეც ახლა ამოვიცანი" - რას ამბობს უგულავა მძევალზე, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაერთო

ზუგდიდში თავდამსხმელმა ერთი მძევალი გაათავისუფლა