ავტორი:

"ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს არ არის საკმარისი საწოლები, ადამიანები მიყრილები არიან სახლებში და მათ არავინ მკურნალობს, ზარებზე არ პასუხობენ, ეს არის ტყუილი" - მეზვრიშვილი

"ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს არ არის საკმარისი საწოლები, ადამიანები მიყრილები არიან სახლებში და მათ არავინ მკურნალობს, ზარებზე არ პასუხობენ, ეს არის ტყუილი" - მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ბინასა და კოვიდსასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებული. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"კოვიდინფიცირებულების მკურნალობა კლინიკური მართვის ახალი მოდელის მიხედვით, გრძელდება ბინაზე და კოვიდსასტუმროებში. როგორც ბინაზე, ასევე კოვიდსასტუმროებში ამ ადამიანებს ზედამხედველობენ ექიმები, ანუ ბინასა და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მკურნალობს საავადმყოფოში, მაქსიმალურად ვცდილობთ საავადმყოფოები გამოვიყენოთ მძიმე, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ასაკშია, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება საავადმყოფოში მკურნალობა. ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდა არის და ეს ზრდა გაგრძელდება ჩვენთანაც, ისევე როგორც ზრდა გრძელდება მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვაგრძელებთ მართვის პროცესს, კლინიკური მართვის ახალი მოდელის მიხედვით", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, რაც საზოგადოებაში პანიკის დათესვის მიზანს ემსახურება. თუმცა, ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და ქვეყანაში შფოთვის საფუძველი არ არსებობს.

,,სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება გარკვეული ცრუ ინფორმაციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომ თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, ადამიანები მიყრილები არიან სახლებში და მათ არავინ მკურნალობს, ზარებზე პასუხი არ ხდება და ადამიანები კონსულტაციას ვერ გადიან. მე მინდა დავამშვიდო საზოგადოება, შფოთვის საფუძველი ნამდვილად არ არის და რეალობას არ შეესაბამება. ეს ყველაფერი არის ტყუილი და ემსახურება პანიკის დათესვის მიზანს. თვითიზოლაციაში რეალურად 2 1703 ადამიანი იმყოფება და თითოეულ ამ ადამიანთან კონტაქტზე არის ოჯახის ექიმი. გასაგებია, რომ შეიძლება არის ერთეული შემთხვევები, სადაც კონსულტაცია დაგვიანდა, მაგრამ ამ დარღვევებს არ აქვს სისტემური ხასიათი და ძალიან გთხოვთ, ამ ერთეული შემთხვევების გამო არ ავყვეთ პანიკას.

თხოვნა გვაქვს მაქსიმალური და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება არ დავუშვათ ყოველდღიურად ბრიფინგების ჩატარების ფორმატში. პირველივე დღიდან მთავრობა იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე. დამერწმუნეთ, თუ აპოკალიფსი იქნება, ამის შესახებ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით. ამის პრობლემა საბჭოს არცერთ წევრს არასოდეს ჰქონია. სიმართლე არის ის, რასაც საბჭოს წევრები ამ ტრიბუნიდან ყვებიან და რაც არ უნდა მწარე იყოს, ამის თქმას არ მოვერიდებით. ამიტომ, გთხოვთ ინფორმაციის წყაროდ გამოიყენოთ ის, რაც აქ ითქმევა და ოფიციალური წყაროებიდან ვრცელდება“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

კორონავირუსისგან 398 გამოჯანმრთელებული და 6 გარდაცვლილი - როგორია ბოლო 24 საათის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

"მას აცვია ქართული არმიის კამუფლირებული ფორმა..." - რაზე მიანიშნებს ბანკის მძარცველის ჩაცმულობა, შეიარაღება და ქცევები? სამხედრო ექსპერტის მოსაზრება