ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი 445 ინფიცირებული თბილისშია, იმერეთში 369 ინფიცირებულია, აჭარაში - 295. რაც შეეხება სხვა რეგიონების მონაცემებს, როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გურიაში 15 შემთხვევა დადასტურდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 66, ქვემო ქართლში - 76, შიდა ქართლში - 23, მცხეთა-მთიანეთში - 23, კახეთში - 20, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში - 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში ასევე 18 შემთხვევა.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი.
სულ საქართველოში კორონავირუსის 21208 შემთხვევაა დადასტურებული.