ავტორი:

გურიის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა - "ამ ეტაპზე ბინაზე იმყოფება"

გურიის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა - "ამ ეტაპზე ბინაზე იმყოფება"

გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ტესტირების პასუხი დადებითია. ამ ეტაპზე გუბერნატორი ბინაზე იმყოფება და ელოდება ეპიდემიოლოგების მითითებებს და შესაბამისად, პროტოკოლით დადგენილი წესის მიხედვით იმოქმედებს. მოადგილეების ტესტის კვლევის შედეგები უარყოფითია. ადმინისტრაციულ შენობის სამივე სართულზე, სადაც განთავსებულია გუბერნია, მერია და საკრებულო, სადეზინფექციო სამუშაოები გვიან ღამით ჩატარდა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გურიის გუბერნიის პრესსამსახურის უფროსმა ნინო ლომჯარიამ.

კორონავირუსისგან 398 გამოჯანმრთელებული და 6 გარდაცვლილი - როგორია ბოლო 24 საათის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

"მას აცვია ქართული არმიის კამუფლირებული ფორმა..." - რაზე მიანიშნებს ბანკის მძარცველის ჩაცმულობა, შეიარაღება და ქცევები? სამხედრო ექსპერტის მოსაზრება