ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 582 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 895 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 420-ს შეადგენს.უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ამასთან, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი.

სულ საქართველოში კორონავირუსის 21208 შემთხვევაა დადასტურებული.

გაწევ-გამოწევა ზუგდიდში - ერთმანეთს გიგი უგულავა და გიორგი გაბედავა დაუპირისპირდნენ

"10 წლის წინ ჩემთან მუშაობდა, მეც ახლა ამოვიცანი" - რას ამბობს უგულავა მძევალზე, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაერთო

ზუგდიდში თავდამსხმელმა ერთი მძევალი გაათავისუფლა