საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის, როგორც არშემდგარი მშვიდობისმყოფელის მეორეხარისხოვანი როლი ყარაბაღის კონფლიქტში: სისუსტე თუ ახალი პოლიტიკური თამაში? - "სომხეთი საზღაურს იხდის"
რუსეთის, როგორც არშემდგარი მშვიდობისმყოფელის მეორეხარისხოვანი როლი ყარაბაღის კონფლიქტში: სისუსტე თუ ახალი პოლიტიკური თამაში? - "სომხეთი საზღაურს იხდის"

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­სა და სომ­ხებს შო­რის 27 სექ­ტემ­ბერს და­წყე­ბუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა. კონ­ფლიქ­ტო­ლო­გე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ამ ომს გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რო­გორც სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თა­მა­შე­ე­ბის­თვის, რუ­სე­თი­სა და თურ­ქე­თის­თვის ძა­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის და გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბად.

აღ­ნიშ­ნულ თე­მას aljazeera ვრცელ სტა­ტი­ას უძღვნის, სა­დაც მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტში რუ­სე­თის როლ­ზეა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი.

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, ორი სა­უ­კუ­ნის წინ რუ­სეთ­ში ამ­ბობ­დნენ, რომ მათ "გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს“ სომ­ხე­ბი ოს­მა­ლე­ბი­სა და ირა­ნე­ლე­ბის ბა­ტო­ნო­ბის­გან. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ლი­დერ­მა იო­სებ სტა­ლინ­მა აღ­მო­სავ­ლეთ თურ­ქეთ­ში შეჭ­რა და მისი ანექ­სია და­გეგ­მა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის "გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და ხმელ­თა­შუა ზღვა­ზე გა­სას­ვლე­ლად."

თუმ­ცა ახლა, რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რო­დე­საც ათწლე­უ­ლე­ბის კონ­ფლიქ­ტი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ონ­ში სექ­ტემ­ბერ­ში კვლავ გაღ­ვივ­და, რუ­სე­თი იყო ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კურ თა­მაშ­ში მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლის სტა­ტუ­სით გა­მო­ვი­და.

  • სო­მე­ხი ლი­დე­რე­ბი მთა­ვარ იმე­დებს მოს­კოვ­ზე ამ­ყა­რე­ბენ
ასევე დაგაინტერესებთ
13:24 / 14-10-2020

ომი ყარაბაღში 21-ე საუკუნის იარაღით, "კამიკაძე დრონებით" და ფანტასტიკის ეფექტებით - "არავინ იცის, ვინ გვიხსნის ცეცხლს, ეს უხილავი მტერია"

09:25 / 16-10-2020

დაქირავებული მებრძოლები ყარაბაღის კონფლიქტშიც გამოჩნდნენ - "ომის ქოფაკების" ისტორია და თანამედროვეობა

11:07 / 23-10-2020

ისტორიები სტეპანაკერტის თავშესაფრებიდან და ცხოვრება, რომელსაც ფონად ბომბების ხმა გასდევს - "ოთხი შვილიშვილი მყავს, ყველა ომში წავიდა, ერთი დაიღუპა.."

09:48 / 27-10-2020

"რომ მოითხოვოს ჩვენი საჰაერო სივრცის გამოყენება რუსეთმა, ჩვენს თანხმობას დაელოდება?.. რას ვიზამთ, ჩამოვყრით თვითმფრინავებს?" - ექსპერტი

"ბოლო დღე­ებ­ში, რუ­სეთ­მა შეძ­ლო სომ­ხე­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა უმაღ­ლეს დო­ნე­ზე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სო­მე­ხი და რუსი ხალ­ხის ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­გობ­რო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა და რუ­სე­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რის როლს გა­აგ­რძე­ლებს", - გა­ნა­ცხა­და სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა 14 ოქ­ტომ­ბერს სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლის დროს.

პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში სო­მე­ხი ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათი ერი, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში მცხოვ­რებ ეთ­ნი­კუ­რად სომ­ხებ­თან ერ­თად, ინარ­ჩუ­ნებს პრო-მოს­კო­ვურ გე­ოს­ტრა­ტე­გი­ულ ბა­ლანსს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში.

რო­გორც "ალ­ჯა­ზი­რა" წერს, მათ­თვის (სომ­ხე­ბის­თვის) მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტი, რო­მელ­მაც ასო­ბით ჯა­რის­კა­ცი და ათო­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე შე­ი­წი­რა, ან­კა­რის "იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი“ პო­ლი­ტი­კის გა­ნახ­ლე­ბა და ან­ტი­სომ­ხუ­რი გან­წყო­ბე­ბის გაღ­ვი­ვე­ბაა, რო­მელ­მაც ერთი სა­უ­კუ­ნის წინ სო­მეხ­თა მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

"და­სავ­ლე­თი და მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი ქვე­ყა­ნა სა­უ­კუ­ნის წინ მომ­ხდარ სომ­ხე­ბის მა­სობ­რივ მკვლე­ლო­ბას, რო­მელ­საც 1.5 მი­ლი­ონ­ზე მეტი სო­მე­ხი ემსხვერ­პლა, გე­ნო­ციდს უწო­დებს, თურ­ქე­თი კი უარ­ყოფს ამ ბრალ­დე­ბებს" ,- წერს გა­მო­ცე­მა.

"ალ­ჯა­ზი­რას­თან" სა­უბ­რი­სას სო­მე­ხი ანა­ლი­ტი­კო­სი, ბო­რის ნა­ვა­სარ­დი­ა­ნი ამ­ბობს, რომ სომ­ხე­ბის მიერ ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის დროს გა­წე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა რე­გი­ონ­ში გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­ლან­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას უწყობს ხელს. "სხვა შემ­თხვე­ვა­ში, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის უმე­ტეს ნა­წილ­ზე თურ­ქე­თის დო­მი­ნან­ტო­ბას ვნა­ხავ­დით", - აცხა­დებს ნა­ვა­სარ­დი­ა­ნი.

  • რუ­სე­თის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი როლი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტში

"ალ­ჯა­ზი­რა" წერს, რომ ის დღე­ე­ბი, რო­დე­საც რუ­სე­თი "შე­პყრო­ბი­ლი იყო" კავ­კა­სი­ა­ში თურ­ქე­თის დო­მი­ნი­რე­ბით, წარ­სულს ჩა­ბარ­და. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტი­სას რუ­სე­თის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლის თქმის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა. ამ დღე­ებ­ში რუ­სეთ-თურ­ქე­თის კონფრონ­ტა­ცი­ას არ აქვს ძვე­ლე­ბუ­რი ელ­ფე­რი. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რუ­სე­თი შე­ე­ჯა­ხა თურ­ქეთს სი­რი­ა­სა და ლი­ბი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის შემ­თხვე­ვა­ში, კონფრონ­ტა­ცია თვალ­ში­სა­ცე­მი არ არის.

ამას­თან, ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მი­უ­ხე­და­ვად მოს­კო­ვის პრო-სომ­ხუ­რი მიდ­გო­მე­ბი­სა, რუ­სეთ­სა და ბა­ქოს საკ­მა­ოდ მყა­რი კავ­ში­რი აქვთ. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა დიპ­ლო­მა­ტია რუ­სე­თის პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­ის­წავ­ლა, ხოლო მის­მა მა­მამ და წი­ნა­მორ­ბედ­მა, ჰე­ი­დარ ალი­ევ­მა ათწლე­უ­ლე­ბი გა­ა­ტა­რა მოს­კოვ­ში და იყო KGB-ს უმაღ­ლე­სი ოფი­ცე­რი.

მი­უ­ხე­და­ვად ბაქო-მოს­კო­ვის კავ­ში­რე­ბის და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა, აზერ­ბა­ი­ჯან­ში მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის უძ­ვე­ლე­სი კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მთა­ვარ დაბ­რკო­ლე­ბად რუ­სეთს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

"რუ­სე­თი და­ეხ­მა­რა სომ­ხეთს მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი­სა და მიმ­დე­ბა­რე რა­ი­ო­ნე­ბის ოკუ­პა­ცი­ა­ში“, - ამ­ბობს ბა­ქო­ე­ლი ექ­სპერ­ტი ემილ მუს­ტა­ფა­ე­ვი.

ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის აზ­რით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ან­კა­რამ პი­რო­ბა მის­ცა აზერ­ბა­ი­ჯანს - "ენობ­რივ და კულ­ტუ­რულ ძმას", რომ ბო­ლომ­დე მხარს და­უ­ჭერს ამ კონ­ფლიქ­ტში, ჩანს, რომ რუ­სე­თი შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლით.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სომ­ხე­თი და რუ­სე­თი ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის იმ ექვს ქვე­ყა­ნას შო­რის არი­ან, რომ­ლებ­საც უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა აკავ­ში­რებთ. ამ ექვს ქვე­ყა­ნა­ში არ შე­დის აზერ­ბა­ი­ჯა­ნი. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, მხა­რე­ებს აქვთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, ერ­თმა­ნეთს გა­უ­წი­ონ სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა. ასე­ვე მოს­კოვს აქვს სამ­ხედ­რო ბაზა სომ­ხეთ­ში, მაგ­რამ რო­გორც "ალ­ჯა­ზი­რა" წერს, კრემლს სომ­ხე­თის და­სახ­მა­რებ­ლად ყა­რა­ბაღ­ში არ­ცერ­თი ჯა­რის­კა­ცი არ გა­უგ­ზავ­ნია, თუმ­ცა სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ, რუ­სეთ­მა ბა­ქოს ჩრდი­ლო­ე­თით, კას­პი­ის ზღვის აუზ­ში სამ­ხედ­რო წვრთნე­ბი ჩა­ა­ტა­რა.

  • რუ­სე­თი - არ­შემ­დგა­რი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ცე­ცხლის შე­სა­წყვე­ტად მი­მარ­თუ­ლი რუ­სე­თის სამ­შვი­დო­ბო ძა­ლის­ხმე­ვა ფუჭი აღ­მოჩ­ნდა. მოს­კო­ვის შუ­ა­მავ­ლო­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა და სომ­ხურ­მა მხა­რე­ებ­მა უკვე ორ­ჯერ და­დეს შე­თან­ხმე­ბა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ - 10 ოქ­ტომ­ბერს და 18 ოქ­ტომ­ბერს, თუმ­ცა ყა­რა­ბაღ­ში ომი გრძელ­დე­ბა.

"ჩვენ მყა­რად ვდგა­ვართ მო­საზ­რე­ბა­ზე, რომ კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­დაჭ­რა არა­თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, არა­მედ ეს ერ­თა­დერ­თი გზაა“, - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, სერ­გეი ლავ­როვ­მა 14 ოქ­ტომ­ბერს.

  • რუ­სე­თის სი­სუს­ტე, თუ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­ში?

ზო­გი­ერ­თი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტში რუ­სე­თის თვალ­ში­სა­ცემ პო­ლი­ტი­კურ ინერ­ტუ­ლო­ბას, მის სი­სუს­ტედ მი­იჩ­ნევს. "მოს­კო­ვი ამ კონ­ფლიქ­ტში თით­ქმის არ იკი­თხე­ბა, რაც მთა­ვა­რია, ის არ აჩ­ვე­ნებს არა­ნა­ირ პრინ­ცი­პებს და ეს პრინ­ცი­პე­ბი რე­ა­ლუ­რად დიდ როლს თა­მა­შობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში“, - ამ­ბობს ვა­შინგტო­ნის ჯე­იმსთა­უ­ნის ფონ­დის თავ­დაც­ვის სა­კი­თხე­ბის ანა­ლი­ტი­კო­სი, ეთ­ნი­კუ­რად რუსი, პა­ველ ლუ­ჟი­ნი.

  • პო­ლი­ტი­კუ­რი პრინ­ცი­პე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა - რუ­სე­თი ია­რაღს ყი­დის ერე­ვან­შიც და ბა­ქო­შიც

რო­გორც "ალ­ჯა­ზი­რა" წერს, პრინ­ცი­პე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით იკ­ვე­თე­ბა ია­რა­ღის გა­ყიდ­ვის კუ­თხით, რად­გა­ნაც მოს­კო­ვი წლე­ბია ია­რაღს ყი­დის რო­გორც ბა­ქო­ში, ასე­ვე ერე­ვან­ში.

სტოკ­ჰოლ­მის მშვი­დო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის (SIPRI) მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, ნავ­თო­ბით მდი­დარ­მა აზერ­ბა­ი­ჯან­მა 2008-2018 წლებ­ში 24 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი და­ხარ­ჯა ია­რა­ღის შე­ძე­ნა­ში მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. ბა­ქომ იყი­და ტან­კე­ბი, სა­არ­ტი­ლე­რიო სის­ტე­მა, სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა და დრო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დამ­ზა­დე­ბუ­ლია რუ­სეთ­ში, ბე­ლა­რუს­ში, თურ­ქეთ­სა და ის­რა­ელ­ში.

ერე­ვა­ნი გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი იყო რუ­სე­თის ამ­გვა­რი ქმე­დე­ბის გამო: "ეს ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხია. ჩვენ ერს ძა­ლი­ან აწუ­ხებს ის ფაქ­ტი, რომ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი აზერ­ბა­ი­ჯან­ზე ია­რაღს ყი­დის“, - თქვა 2014 წელს სომ­ხე­თის იმ­ჟა­მინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, სერჟ სარ­ქი­სი­ან­მა.

SIPRI-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სომ­ხეთ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში 2008-2018 წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში 4 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი და­ხარ­ჯა და ის რო­გორც ნაკ­ლე­ბი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის მქო­ნე ქვე­ყა­ნა, ყი­დუ­ლობ­და უფრო ია­ფი­ან და ძველ რუ­სულ შე­ი­ა­რა­ღე­ბას.

  • ფა­ში­ნი­ა­ნის პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სი - რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კის კი­დევ ერთი მი­ზე­ზი

რო­გორც "ალ­ჯა­ზი­რა" წერს, 2018 წელს პრო­რუ­სუ­ლი და სა­ვა­რა­უ­დოდ, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი სერჟ სარ­ქი­სი­ა­ნის ნაც­ვლად, სომ­ხეთს სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა ყო­ფი­ლი პუბ­ლი­ცის­ტი ფა­ში­ნი­ა­ნი, რო­მელ­მაც სცა­და და­სავ­ლეთ­ში მო­კავ­ში­რე­ე­ბის მო­ძი­ე­ბა და უფრო ფარ­თო და­სავ­ლუ­რი ალი­ან­სის შექ­მნა. ეს კი­დევ ერთი მი­ზე­ზია, რის გა­მოც, შე­საძ­ლოა, რუ­სე­თი არ აქ­ტი­უ­რობ­დეს ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტში სომ­ხე­თის მხარ­და­სა­ჭე­რად.

სომ­ხე­თი ფაქ­ტობ­რი­ვად სა­ზღა­ურს იხ­დის თა­ვი­სი ნე­ო­ლი­ბე­რა­ლუ­რი დის­კურ­სის­თვის, რო­მე­ლი ფა­ში­ნი­ან­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა - ამ­ბობს "ალ­ჯა­ზი­რას­თან" პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხე­ბის უკ­რა­ი­ნე­ლი ექ­სპერ­ტი ალექ­სეი კუშ­ჩი.

ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ამ­ჟა­მინ­დელ­მა კონ­ფლიქტმა შე­საძ­ლოა, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში მოს­კო­ვის გავ­ლე­ნა­ზე გრძელ­ვა­დი­ა­ნი შე­დე­გი გა­მო­იწ­ვი­ოს.

"რე­გი­ონ­ში ამ ომის შემ­დეგ ახა­ლი ერა და­ი­წყე­ბა, ბა­ქომ სა­ბო­ლო­ოდ გა­ა­კე­თა სე­რი­ო­ზუ­ლი დას­კვნე­ბი რუ­სე­თის როლ­ზე და მისი კავ­ში­რე­ბი მოს­კოვ­თან არ იქ­ნე­ბა იგი­ვე“, - ამ­ბობს აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ექ­სპერ­ტი მუს­ტა­ფა­ე­ვი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია aljazeera.com-ის მი­ხედ­ვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგი
31

 თურქეთმა პუტინს თავის ადგილი მიუჩინა (მიაგარშოკა)

გადამგდებია რუსეთი როგორც ყოველთვის

მმმმ
1

რაც სომხებმა აფხაზეთში გააკეტეს ეს იმის საფასურია რასაც იმკის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

რუსეთის, როგორც არშემდგარი მშვიდობისმყოფელის მეორეხარისხოვანი როლი ყარაბაღის კონფლიქტში: სისუსტე თუ ახალი პოლიტიკური თამაში? - "სომხეთი საზღაურს იხდის"

რუსეთის, როგორც არშემდგარი მშვიდობისმყოფელის მეორეხარისხოვანი როლი ყარაბაღის კონფლიქტში: სისუსტე თუ ახალი პოლიტიკური თამაში? - "სომხეთი საზღაურს იხდის"

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის 27 სექტემბერს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. კონფლიქტოლოგები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ ომს განიხილავენ, როგორც სამხრეთ კავკასიაში დიდი პოლიტიკური მოთამაშეებისთვის, რუსეთისა და თურქეთისთვის ძალების გადანაწილების და გავლენის სფეროების გაფართოების შესაძლებლობად.

აღნიშნულ თემას aljazeera ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც მთავარი აქცენტი ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის როლზეა გამახვილებული.

როგორც გამოცემა წერს, ორი საუკუნის წინ რუსეთში ამბობდნენ, რომ მათ "გაათავისუფლეს“ სომხები ოსმალებისა და ირანელების ბატონობისგან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ლიდერმა იოსებ სტალინმა აღმოსავლეთ თურქეთში შეჭრა და მისი ანექსია დაგეგმა საბჭოთა კავშირის "გაფართოებისა და ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელად."

თუმცა ახლა, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, როდესაც ათწლეულების კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის რეგიონში სექტემბერში კვლავ გაღვივდა, რუსეთი იყო ქვეყანა, რომელიც პოლიტიკურ თამაშში მშვიდობისმყოფელის სტატუსით გამოვიდა.

  • სომეხი ლიდერები მთავარ იმედებს მოსკოვზე ამყარებენ

"ბოლო დღეებში, რუსეთმა შეძლო სომხეთის სტრატეგიული მოკავშირის როლის შესრულება უმაღლეს დონეზე. დარწმუნებული ვარ, სომეხი და რუსი ხალხის ტრადიციული მეგობრობა გაგრძელდება და რუსეთი სტრატეგიული მოკავშირის როლს გააგრძელებს", - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 14 ოქტომბერს სატელევიზიო გამოსვლის დროს.

პოლიტიკის საკითხებში სომეხი ექსპერტები ამბობენ, რომ მათი ერი, მთიან ყარაბაღში მცხოვრებ ეთნიკურად სომხებთან ერთად, ინარჩუნებს პრო-მოსკოვურ გეოსტრატეგიულ ბალანსს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

როგორც "ალჯაზირა" წერს, მათთვის (სომხებისთვის) მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, რომელმაც ასობით ჯარისკაცი და ათობით მშვიდობიანი მოსახლე შეიწირა, ანკარის "იმპერიალისტური“ პოლიტიკის განახლება და ანტისომხური განწყობების გაღვივებაა, რომელმაც ერთი საუკუნის წინ სომეხთა მასობრივი განადგურება გამოიწვია.

"დასავლეთი და მსოფლიოს არაერთი ქვეყანა საუკუნის წინ მომხდარ სომხების მასობრივ მკვლელობას, რომელსაც 1.5 მილიონზე მეტი სომეხი ემსხვერპლა, გენოციდს უწოდებს, თურქეთი კი უარყოფს ამ ბრალდებებს" ,- წერს გამოცემა.

"ალჯაზირასთან" საუბრისას სომეხი ანალიტიკოსი, ბორის ნავასარდიანი ამბობს, რომ სომხების მიერ ყარაბაღის კონფლიქტის დროს გაწეული წინააღმდეგობა რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს. "სხვა შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიის უმეტეს ნაწილზე თურქეთის დომინანტობას ვნახავდით", - აცხადებს ნავასარდიანი.

  • რუსეთის მეორეხარისხოვანი როლი ყარაბაღის კონფლიქტში

"ალჯაზირა" წერს, რომ ის დღეები, როდესაც რუსეთი "შეპყრობილი იყო" კავკასიაში თურქეთის დომინირებით, წარსულს ჩაბარდა. ყოველ შემთხვევაში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისას რუსეთის ბოლოდროინდელი მოქმედებები აღნიშნულის თქმის საფუძველს იძლევა. ამ დღეებში რუსეთ-თურქეთის კონფრონტაციას არ აქვს ძველებური ელფერი. გამოცემის ცნობით, რუსეთი შეეჯახა თურქეთს სირიასა და ლიბიასთან დაკავშირებით, მაგრამ მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში, კონფრონტაცია თვალშისაცემი არ არის.

ამასთან, ისიც აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მოსკოვის პრო-სომხური მიდგომებისა, რუსეთსა და ბაქოს საკმაოდ მყარი კავშირი აქვთ. გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დიპლომატია რუსეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტში შეისწავლა, ხოლო მისმა მამამ და წინამორბედმა, ჰეიდარ ალიევმა ათწლეულები გაატარა მოსკოვში და იყო KGB-ს უმაღლესი ოფიცერი.

მიუხედავად ბაქო-მოსკოვის კავშირების და დიპლომატიური ურთიერთობებისა, აზერბაიჯანში მთიანი ყარაბაღის უძველესი კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით, მთავარ დაბრკოლებად რუსეთს განიხილავენ.

"რუსეთი დაეხმარა სომხეთს მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე რაიონების ოკუპაციაში“, - ამბობს ბაქოელი ექსპერტი ემილ მუსტაფაევი.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ანკარამ პირობა მისცა აზერბაიჯანს - "ენობრივ და კულტურულ ძმას", რომ ბოლომდე მხარს დაუჭერს ამ კონფლიქტში, ჩანს, რომ რუსეთი შემოიფარგლება მეორეხარისხოვანი როლით.

გამოცემის ცნობით, სომხეთი და რუსეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის იმ ექვს ქვეყანას შორის არიან, რომლებსაც უსაფრთხოების ხელშეკრულება აკავშირებთ. ამ ექვს ქვეყანაში არ შედის აზერბაიჯანი. ხელშეკრულების თანახმად, მხარეებს აქვთ ვალდებულება, რომ შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, ერთმანეთს გაუწიონ სამხედრო დახმარება. ასევე მოსკოვს აქვს სამხედრო ბაზა სომხეთში, მაგრამ როგორც "ალჯაზირა" წერს, კრემლს სომხეთის დასახმარებლად ყარაბაღში არცერთი ჯარისკაცი არ გაუგზავნია, თუმცა საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, რუსეთმა ბაქოს ჩრდილოეთით, კასპიის ზღვის აუზში სამხედრო წვრთნები ჩაატარა.

  • რუსეთი - არშემდგარი მშვიდობისმყოფელი

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შესაწყვეტად მიმართული რუსეთის სამშვიდობო ძალისხმევა ფუჭი აღმოჩნდა. მოსკოვის შუამავლობით აზერბაიჯანულმა და სომხურმა მხარეებმა უკვე ორჯერ დადეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ - 10 ოქტომბერს და 18 ოქტომბერს, თუმცა ყარაბაღში ომი გრძელდება.

"ჩვენ მყარად ვდგავართ მოსაზრებაზე, რომ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრა არათუ შესაძლებელია, არამედ ეს ერთადერთი გზაა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 14 ოქტომბერს.

  • რუსეთის სისუსტე, თუ განსხვავებული პოლიტიკური თამაში?

ზოგიერთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის თვალშისაცემ პოლიტიკურ ინერტულობას, მის სისუსტედ მიიჩნევს. "მოსკოვი ამ კონფლიქტში თითქმის არ იკითხება, რაც მთავარია, ის არ აჩვენებს არანაირ პრინციპებს და ეს პრინციპები რეალურად დიდ როლს თამაშობს საერთაშორისო ურთიერთობებში“, - ამბობს ვაშინგტონის ჯეიმსთაუნის ფონდის თავდაცვის საკითხების ანალიტიკოსი, ეთნიკურად რუსი, პაველ ლუჟინი.

  • პოლიტიკური პრინციპების ნაკლებობა - რუსეთი იარაღს ყიდის ერევანშიც და ბაქოშიც

როგორც "ალჯაზირა" წერს, პრინციპების ნაკლებობა განსაკუთრებით იკვეთება იარაღის გაყიდვის კუთხით, რადგანაც მოსკოვი წლებია იარაღს ყიდის როგორც ბაქოში, ასევე ერევანში.

სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემების თანახმად, ნავთობით მდიდარმა აზერბაიჯანმა 2008-2018 წლებში 24 მილიარდი დოლარი დახარჯა იარაღის შეძენაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბაქომ იყიდა ტანკები, საარტილერიო სისტემა, სარაკეტო სისტემა და დრონები, რომლებიც დამზადებულია რუსეთში, ბელარუსში, თურქეთსა და ისრაელში.

ერევანი განაწყენებული იყო რუსეთის ამგვარი ქმედების გამო: "ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული საკითხია. ჩვენ ერს ძალიან აწუხებს ის ფაქტი, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანზე იარაღს ყიდის“, - თქვა 2014 წელს სომხეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, სერჟ სარქისიანმა.

SIPRI-ის მონაცემებით, სომხეთმა შეიარაღებაში 2008-2018 წლების განმავლობაში 4 მილიარდი დოლარი დახარჯა და ის როგორც ნაკლები ფინანსური რესურსის მქონე ქვეყანა, ყიდულობდა უფრო იაფიან და ძველ რუსულ შეიარაღებას.

  • ფაშინიანის პროდასავლური კურსი - რუსეთის პოლიტიკის კიდევ ერთი მიზეზი

როგორც "ალჯაზირა" წერს, 2018 წელს პრორუსული და სავარაუდოდ, კორუმპირებული სერჟ სარქისიანის ნაცვლად, სომხეთს სათავეში ჩაუდგა ყოფილი პუბლიცისტი ფაშინიანი, რომელმაც სცადა დასავლეთში მოკავშირეების მოძიება და უფრო ფართო დასავლური ალიანსის შექმნა. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც, შესაძლოა, რუსეთი არ აქტიურობდეს ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის მხარდასაჭერად.

სომხეთი ფაქტობრივად საზღაურს იხდის თავისი ნეოლიბერალური დისკურსისთვის, რომელი ფაშინიანმა განახორციელა - ამბობს "ალჯაზირასთან" პოლიტიკის საკითხების უკრაინელი ექსპერტი ალექსეი კუშჩი.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამჟამინდელმა კონფლიქტმა შესაძლოა, სამხრეთ კავკასიაში მოსკოვის გავლენაზე გრძელვადიანი შედეგი გამოიწვიოს.

"რეგიონში ამ ომის შემდეგ ახალი ერა დაიწყება, ბაქომ საბოლოოდ გააკეთა სერიოზული დასკვნები რუსეთის როლზე და მისი კავშირები მოსკოვთან არ იქნება იგივე“, - ამბობს აზერბაიჯანელი ექსპერტი მუსტაფაევი.

მომზადებულია aljazeera.com-ის მიხედვით

"რა მოხდა, ფაშინიან? რა მოუვიდა ყარაბაღის სტატუსს? ის დასამარდა და არც არასდროს იქნება, ვიდრე მე პრეზიდენტი ვარ" - ილჰამ ალიევი

რა წერია ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში, რომელიც სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის გაფორმდა

მოქალაქეების ზეიმი ქუჩებში - რა ხდებოდა ბაქოში, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების შემდეგ