სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ სომხეთი ყარაბაღს დაკარგავს, მაშინ რუსეთი  დაკარგავს სომხეთს, რითაც ნამდვილად შემცირდება კრემლის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე" - ექსპერტი
"თუ სომხეთი ყარაბაღს დაკარგავს, მაშინ რუსეთი  დაკარგავს სომხეთს, რითაც ნამდვილად შემცირდება კრემლის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე" - ექსპერტი

სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა უფრო მას­შტა­ბუ­რი ხდე­ბა, პრო­ცეს­ში თურ­ქე­თი, რო­გორც მხა­რე, აშ­კა­რად მო­ნა­წი­ლე­ობს, რა­საც ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვი­ტყვით რუ­სეთ­ზე. პი­რი­ქით, ის სამ­შვი­დო­ბო ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და. და­სავ­ლურ პრე­სა­ში უკვე გა­მოჩ­ნდა სტა­ტი­ე­ბი, რომ რუ­სე­თი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში თით­ქოს გავ­ლე­ნას კარ­გავს, რაც ცოტა ნა­ად­რე­ვი დას­კვნაა. ამ სა­კი­თხზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სპერ­ტმა ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ვფიქ­რობ, რომ რუ­სე­თი გარ­კვე­ულ დრომ­დე და­იც­დის, ე. წ. სამ­შვი­დო­ბო კარტს გა­ა­თა­მა­შებს, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს კი იტყვის, ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დეთ, მაგ­რამ ამო­ი­წუ­რა ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბაო და იმოქ­მე­დებს... საქ­მე ისაა, თუ სომ­ხე­თი მთი­ან ყა­რა­ბაღს და­კარ­გავს, მა­შინ რუ­სე­თი სომ­ხეთს და­კარ­გავს, რაც იმის ნი­შა­ნი იქ­ნე­ბა, რომ ნამ­დვი­ლად შემ­ცირ­დე­ბა კრემ­ლის გავ­ლე­ნა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ზე და მე­ეჭ­ვე­ბა, რუ­სეთ­მა ეს და­უშ­ვას.

გან­სა­ზღვრულ ეტაპ­ზე, ვფიქ­რობ, რუ­სე­თი ჩა­ე­რე­ვა ამ კონ­ფლიქ­ტში. რამ­დე­ნად გა­აღ­რმა­ვებს ეს რუ­სულ-თურ­ქულ ტრა­დი­ცი­ულ და­პი­რის­პი­რე­ბას, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია. არა მგო­ნია, რუ­სე­თი ან თურ­ქე­თი მზად იყ­ვნენ, ერ­თმა­ნეთ­თან სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტის და­სა­წყე­ბად, მაგ­რამ ეკო­ნო­მი­კურ-დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ომი მო­სა­ლოდ­ნე­ლია.

ევ­რა­ზი­ის კონ­ტი­ნენტზე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ძვრე­ბია. ჩვენს რე­გი­ონ­ში მარ­ტო რუ­სულ და თურ­ქულ გავ­ლე­ნა­ზე არ არის ლა­პა­რა­კი, ჩანს ჩი­ნე­თი­სა და ირა­ნის ინ­ტე­რე­სე­ბიც. მე ზო­გად­პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექსტს ვგუ­ლის­ხმობ და არა მარ­ტო ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქტს. თუ რუ­სეთ-თურ­ქე­თის და­პი­რის­პი­რე­ბა გარ­თულ­და, მერ­წმუ­ნეთ, აუ­ცი­ლებ­ლად წა­მო­ი­წევს ჩი­ნე­თის და ირა­ნის ინ­ტე­რე­სე­ბიც.

ამ ვი­თა­რე­ბა­ში დიდი სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს. ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ინ­ტენ­სი­უ­რად უნდა ითა­ნამ­შრომ­ლოს და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­თან - აშშ-სა და ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­თან. ჩვენ ვერ შევ­ძლებთ უარი ვუ­თხრათ რუ­სეთს ან თურ­ქეთს, თუ ისი­ნი მოგვ­თხო­ვენ სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის სომ­ხე­თის თუ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ტა­რე­ბას. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ და­სავ­ლე­თის დიდი მხარ­და­ჭე­რა დაგ­ვჭირ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას, რაც დღეს­ვე უნდა იქ­ნეს აშშ-სა და ნა­ტოს ქვეყ­ნებ­თან ერ­თად გან­ხი­ლუ­ლი. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Goga
50

თუ შემცირდება რუსეთის გავლენა, მაშინ გაიზრდება თურქეთის გავლენა.

ლევანი
19

პირიქით რუსეთს აწყობს, რომ სომხეთმა ყარაბაღი დაკარგოს. ამით აზერბაიჯანთან ურთიერთობას გაიადვილებს,სომხეთი კი ისეთ გარემოცვაშია, რომ რუსეთის გარეშე მაინც ვერ იარსებებს. მარტივი რაღაცაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"თუ სომხეთი ყარაბაღს დაკარგავს, მაშინ რუსეთი  დაკარგავს სომხეთს, რითაც ნამდვილად შემცირდება კრემლის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე" - ექსპერტი

"თუ სომხეთი ყარაბაღს დაკარგავს, მაშინ რუსეთი  დაკარგავს სომხეთს, რითაც ნამდვილად შემცირდება კრემლის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე" - ექსპერტი

სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება უფრო მასშტაბური ხდება, პროცესში თურქეთი, როგორც მხარე, აშკარად მონაწილეობს, რასაც ჯერჯერობით ვერ ვიტყვით რუსეთზე. პირიქით, ის სამშვიდობო ინიციატივით გამოვიდა. დასავლურ პრესაში უკვე გამოჩნდა სტატიები, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში თითქოს გავლენას კარგავს, რაც ცოტა ნაადრევი დასკვნაა. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- ვფიქრობ, რომ რუსეთი გარკვეულ დრომდე დაიცდის, ე. წ. სამშვიდობო კარტს გაათამაშებს, ერთ მშვენიერ დღეს კი იტყვის, ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ამოიწურა ყველა შესაძლებლობაო და იმოქმედებს... საქმე ისაა, თუ სომხეთი მთიან ყარაბაღს დაკარგავს, მაშინ რუსეთი სომხეთს დაკარგავს, რაც იმის ნიშანი იქნება, რომ ნამდვილად შემცირდება კრემლის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე და მეეჭვება, რუსეთმა ეს დაუშვას.

განსაზღვრულ ეტაპზე, ვფიქრობ, რუსეთი ჩაერევა ამ კონფლიქტში. რამდენად გააღრმავებს ეს რუსულ-თურქულ ტრადიციულ დაპირისპირებას, ძნელი სათქმელია. არა მგონია, რუსეთი ან თურქეთი მზად იყვნენ, ერთმანეთთან სამხედრო კონფლიქტის დასაწყებად, მაგრამ ეკონომიკურ-დიპლომატიური ომი მოსალოდნელია.

ევრაზიის კონტინენტზე უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ძვრებია. ჩვენს რეგიონში მარტო რუსულ და თურქულ გავლენაზე არ არის ლაპარაკი, ჩანს ჩინეთისა და ირანის ინტერესებიც. მე ზოგადპოლიტიკურ კონტექსტს ვგულისხმობ და არა მარტო ყარაბაღის კონფლიქტს. თუ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება გართულდა, მერწმუნეთ, აუცილებლად წამოიწევს ჩინეთის და ირანის ინტერესებიც.

ამ ვითარებაში დიდი სიფრთხილე გვმართებს. ჩვენმა ხელისუფლებამ ინტენსიურად უნდა ითანამშრომლოს დასავლელ პარტნიორებთან - აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან. ჩვენ ვერ შევძლებთ უარი ვუთხრათ რუსეთს ან თურქეთს, თუ ისინი მოგვთხოვენ სამხედრო ტექნიკის სომხეთის თუ აზერბაიჯანის მიმართულებით გატარებას. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დასავლეთის დიდი მხარდაჭერა დაგვჭირდება. საქართველო ძალიან სახიფათო გამოწვევების წინაშე დგას, რაც დღესვე უნდა იქნეს აშშ-სა და ნატოს ქვეყნებთან ერთად განხილული. წაიკითხეთ სტატია სრულად