პარტია "მოქალაქეების" ლიდერი თბილისის მეტროში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მიწისქვეშა ტრანსპორტი საკმაოდ გადატვირთულია, ასევე არ არის დაცული მოქალაქეებს შორის დისტანცია.
"ეს ხდება მეტროში. მთავრობამ ბარები და რესტორნები აკრძალა და ეს ხალხი მიაწყდა მეტროს. ასე იცის ხელისუფლების უთავბოლობამ და ვითომ რაღაცის კეთებამ. მეტროზე გამახსენდა და რას შვება ქალაქის მერი ქუჩებს არ რეცხავს "პაკაზაწელნა"?" - წერს ელისაშვილი.
რას პროვოკატორობ , გინდა რომ ეხლ;ა ტრანსპორტიც გააუქმონ? დდ
რესტორნები და ბარები დაკეტეს და ხალხი მეტროს მიაწყდაო:ბატონო ალეკო, რაში მდგომარეობს თქვენი რკინისებური ლოგიკა , მეტროში ასმევენ და აჭმევენ ხალხს, თუ აცეკვებენ? ხო, მართლა, ტელეფონზე რატომ არ პასუხობთ, ალბათ მეტროში კარგად ვერ იჭერს? მანდ რა გინდა, ამოდი ტელეფონის ზარებს უპასუხე, ხალხი შენს იმედზეა.