სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე სუსტებს იმუნიტეტი აქვთ, ძლიერები კი გადარჩენისთვის იბრძვიან“ - მარიამ კობახიძე "მასტერშეფში“ მონაწილეობის შესახებ
"ყველაზე სუსტებს იმუნიტეტი აქვთ, ძლიერები კი გადარჩენისთვის იბრძვიან“ - მარიამ კობახიძე "მასტერშეფში“ მონაწილეობის შესახებ

"მას­ტერ­შე­ფის“ მე­ო­თხე სე­ზო­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით არის სავ­სე. ჯერ იყო და ძა­ლი­ან გა­მოც­დილ­მა მზა­რე­ულ­მა ლადო და­ნე­ლი­ამ და­ტო­ვა პრო­ექ­ტი, გა­სულ გა­და­ცე­მა­ში კი პრო­ექტს ოქ­როს წინ­საფ­რის მფლო­ბე­ლი მა­რი­ამ კო­ბა­ხი­ძე და­ემ­შვი­დო­ბა. რო­გორც მა­რი­ა­მი ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს, არ ელო­და მოვ­ლე­ნე­ბის ასე გან­ვი­თა­რე­ბას და წუხს, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა.

მა­რი­ა­მი ჯერ მხო­ლოდ 21 წლის არის. რო­გორც ამ­ბობს, კუ­ლი­ნა­რი­ით ბავ­შვო­ბა­ში­ვე და­ინ­ტე­რეს­და:

"დე­და­ჩე­მი რომ ამ­ზა­დებ­და, დახ­მა­რე­ბას ვთა­ვა­ზობ­დი და ჩემ­თვის რა­ღა­ცებს ვამ­ზა­დებ­დი. დედა არა­ფერს არ მიშ­ლი­და, სამ­ზა­რე­უ­ლო ყი­რა­ზეც რომ და­მე­ყე­ნე­ბი­ნა, პრობ­ლე­მა არ ჰქონ­და: რო­გორც გინ­და გა­ა­კე­თე და ასე ის­წავ­ლიო. დე­და­ჩე­მის ასეთ­მა მიდ­გო­მამ უფრო წა­მა­ხა­ლი­სა, რომ ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბიც ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა.

როცა და­ი­ნა­ხეს, რომ კუ­ლი­ნა­რია მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დში და­მიდ­გნენ: კუ­ლი­ნა­რი­ის აკა­დე­მი­ა­ში ჩა­მა­ბა­რე­ბი­ნეს, ხელი შე­მი­წყვეს. და­ნარ­ჩე­ნი უკვე ჩემ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი - რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ვუდ­გე­ბო­დი ამ სფე­როს. ვფიქ­რობ, მათი იმე­დე­ბი გა­ვა­მარ­თლე.“

- რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით თქვენს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას "მას­ტერ­შეფ­ში“?

- ამ პრო­ექ­ტში მოს­ვლა იმი­ტომ მინ­დო­და, რომ ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­მევ­ლი­ნა, და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბა მეს­წავ­ლა. ვფიქ­რობ, ჩემი მაქ­სი­მუ­მი ვერ და­ვა­ნა­ხე ჟი­უ­რის, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნაკ­ლე­ბად მო­მე­ცა. საკ­მა­ოდ რთუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო, რო­მელ­მაც პრო­ექ­ტი და­მა­ტო­ვე­ბი­ნა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, თქვენ რომ ისე მო­გემ­ზა­დე­ბი­ნათ, რო­გორც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი გქონ­დათ, არ და­ტო­ვებ­დით პრო­ექტს?

- არა, არ დავ­ტო­ვებ­დი. სულ სხვა რა­ღაც მქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი და ად­გი­ლე­ბის გაც­ვლის შემ­დეგ სულ სხვა რა­ღაც და­მახ­ვედ­რა მი­რი­ან­მა. ჩემს კერ­ძში რა­ღაც ნა­წი­ლი მისი იყო, მი­სა­ში - ჩემი. გა­მო­დის, რომ სა­ერ­თო კერ­ძე­ბი იყო, რომ­ლე­ბიც არც მე ამ­სა­ხავს და არც მი­რი­ანს. ასე რომ, ნამ­დვი­ლად რთუ­ლი და­ვა­ლე­ბა იყო, თუმ­ცა, ალ­ბათ, მზა­რე­ულს სხვი­სი კერ­ძის გა­და­კე­თე­ბაც უნდა შე­ეძ­ლოს.

- ჟი­უ­რიმ ოქ­როს წინ­სა­ფა­რი გად­მოგ­ცათ. რას ნიშ­ნავ­და ეს თქვენ­თვის?

- დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო. ვფიქ­რობ, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მო­მა­ნი­ჭეს. ოქ­როს წინ­სა­ფა­რი რომ არ ამე­ღო, ვი­ნა­ნებ­დი პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. თა­ვი­დან არ ვე­ლო­დი, თუკი პრო­ექტს ამ ეტაპ­ზე გა­მო­ვე­თი­შე­ბო­დი, მაგ­რამ მე­ო­რედ რომ შეგ­ვიც­ვა­ლეს ად­გი­ლე­ბი და კვლავ ჩვენს კერ­ძებ­თან დაგ­ვაბ­რუ­ნეს, მა­შინ ძა­ლი­ან ავ­ნერ­ვი­ულ­დი, ის­ტე­რი­კა და­მე­წყო. ის არ გა­მო­ვი­და, რაც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი იყო.

- დარ­ჩე­ნილ კონ­კურ­სან­ტებ­ზე რას ფიქ­რობთ, ვინ არის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი და ვინ - სუს­ტი?

- არ მინ­და ცუ­დად გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, ნა­ტა­ლია სხვებ­თან შე­და­რე­ბით სუს­ტია. ვიცი, რომ ძა­ლი­ან კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სია, სახ­ლში უგემ­რი­ე­ლეს კერ­ძებს აკე­თებს და კარ­გი ხელი აქვს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი შე­და­რე­ბი­თია. ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ის დარ­ჩე­ბო­და პრო­ექ­ტში და ლა­დოს გა­უშ­ვებ­დნენ, რად­გან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია. იმა­საც კი ვფიქ­რობ­დი: მე რო­გორ დავ­რჩი და ლადო რო­გორ გა­უშ­ვეს-მეთ­ქი, ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

- იგი­ვე შეგ­რძნე­ბა გქონ­დათ, როცა თქვენ და­ტო­ვეთ პრო­ექ­ტი?

- დიახ, მქონ­და უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა. შე­იძ­ლე­ბა ახლა ეს ისე ჟღერს, თით­ქოს ჩემ თავ­ზე დიდი წარ­მოდ­გე­ნა მაქვს, მაგ­რამ როცა ხე­დავ, რომ ყვე­ლა­ზე სუს­ტებს იმუ­ნი­ტე­ტი აქვთ და ძლი­ე­რე­ბი კი გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძვი­ან, უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა გრჩე­ბა.

- მთა­ვარ კონ­კუ­რენ­ტად ვინ მი­გაჩ­ნდათ?

- მი­რი­ა­ნი. ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბო­დი: შენი ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ში­ნია-მეთ­ქი. ასე­ვე ლუ­კაც ძა­ლი­ან ძლი­ე­რია. ვფიქ­რობ, ლუკა და მი­რი­ა­ნი ფი­ნალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყ­ვნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ყველაზე სუსტებს იმუნიტეტი აქვთ, ძლიერები კი გადარჩენისთვის იბრძვიან“ - მარიამ კობახიძე "მასტერშეფში“ მონაწილეობის შესახებ

"ყველაზე სუსტებს იმუნიტეტი აქვთ, ძლიერები კი გადარჩენისთვის იბრძვიან“ - მარიამ კობახიძე "მასტერშეფში“ მონაწილეობის შესახებ

"მასტერშეფის“ მეოთხე სეზონი მოულოდნელობებით არის სავსე. ჯერ იყო და ძალიან გამოცდილმა მზარეულმა ლადო დანელიამ დატოვა პროექტი, გასულ გადაცემაში კი პროექტს ოქროს წინსაფრის მფლობელი მარიამ კობახიძე დაემშვიდობა. როგორც მარიამი ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, არ ელოდა მოვლენების ასე განვითარებას და წუხს, რომ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება არ მიეცა.

მარიამი ჯერ მხოლოდ 21 წლის არის. როგორც ამბობს, კულინარიით ბავშვობაშივე დაინტერესდა:

"დედაჩემი რომ ამზადებდა, დახმარებას ვთავაზობდი და ჩემთვის რაღაცებს ვამზადებდი. დედა არაფერს არ მიშლიდა, სამზარეულო ყირაზეც რომ დამეყენებინა, პრობლემა არ ჰქონდა: როგორც გინდა გააკეთე და ასე ისწავლიო. დედაჩემის ასეთმა მიდგომამ უფრო წამახალისა, რომ ექსპერიმენტებიც ჩამეტარებინა.

როცა დაინახეს, რომ კულინარია მაინტერესებდა, ყველანაირად გვერდში დამიდგნენ: კულინარიის აკადემიაში ჩამაბარებინეს, ხელი შემიწყვეს. დანარჩენი უკვე ჩემზე იყო დამოკიდებული - რამდენად სერიოზულად მივუდგებოდი ამ სფეროს. ვფიქრობ, მათი იმედები გავამართლე.“

- როგორ შეაფასებდით თქვენს მონაწილეობას "მასტერშეფში“?

- ამ პროექტში მოსვლა იმიტომ მინდოდა, რომ ჩემი შესაძლებლობები გამომევლინა, დამოუკიდებლად მუშაობა მესწავლა. ვფიქრობ, ჩემი მაქსიმუმი ვერ დავანახე ჟიურის, ამის შესაძლებლობა ნაკლებად მომეცა. საკმაოდ რთული დავალებები იყო, განსაკუთრებით ბოლო, რომელმაც პროექტი დამატოვებინა.

- როგორ ფიქრობთ, თქვენ რომ ისე მოგემზადებინათ, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ, არ დატოვებდით პროექტს?

- არა, არ დავტოვებდი. სულ სხვა რაღაც მქონდა ჩაფიქრებული და ადგილების გაცვლის შემდეგ სულ სხვა რაღაც დამახვედრა მირიანმა. ჩემს კერძში რაღაც ნაწილი მისი იყო, მისაში - ჩემი. გამოდის, რომ საერთო კერძები იყო, რომლებიც არც მე ამსახავს და არც მირიანს. ასე რომ, ნამდვილად რთული დავალება იყო, თუმცა, ალბათ, მზარეულს სხვისი კერძის გადაკეთებაც უნდა შეეძლოს.

- ჟიურიმ ოქროს წინსაფარი გადმოგცათ. რას ნიშნავდა ეს თქვენთვის?

- დიდი პასუხისმგებლობა იყო. ვფიქრობ, დამსახურებულად მომანიჭეს. ოქროს წინსაფარი რომ არ ამეღო, ვინანებდი პროექტში მონაწილეობას. თავიდან არ ველოდი, თუკი პროექტს ამ ეტაპზე გამოვეთიშებოდი, მაგრამ მეორედ რომ შეგვიცვალეს ადგილები და კვლავ ჩვენს კერძებთან დაგვაბრუნეს, მაშინ ძალიან ავნერვიულდი, ისტერიკა დამეწყო. ის არ გამოვიდა, რაც ჩაფიქრებული იყო.

- დარჩენილ კონკურსანტებზე რას ფიქრობთ, ვინ არის ყველაზე ძლიერი და ვინ - სუსტი?

- არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ, ვფიქრობ, ნატალია სხვებთან შედარებით სუსტია. ვიცი, რომ ძალიან კარგი დიასახლისია, სახლში უგემრიელეს კერძებს აკეთებს და კარგი ხელი აქვს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ის დარჩებოდა პროექტში და ლადოს გაუშვებდნენ, რადგან დიდი გამოცდილება აქვს და ძალიან ნიჭიერია. იმასაც კი ვფიქრობდი: მე როგორ დავრჩი და ლადო როგორ გაუშვეს-მეთქი, ძალიან მოულოდნელი იყო.

- იგივე შეგრძნება გქონდათ, როცა თქვენ დატოვეთ პროექტი?

- დიახ, მქონდა უსამართლობის განცდა. შეიძლება ახლა ეს ისე ჟღერს, თითქოს ჩემ თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ როცა ხედავ, რომ ყველაზე სუსტებს იმუნიტეტი აქვთ და ძლიერები კი გადარჩენისთვის იბრძვიან, უსამართლობის განცდა გრჩება.

- მთავარ კონკურენტად ვინ მიგაჩნდათ?

- მირიანი. ყოველთვის ვეუბნებოდი: შენი ყველაზე მეტად მეშინია-მეთქი. ასევე ლუკაც ძალიან ძლიერია. ვფიქრობ, ლუკა და მირიანი ფინალში აუცილებლად უნდა იყვნენ.

ის მეუღლეზე 16 წლით უმცროსია, თუმცა ამბობს, რომ ხშირად თავი მასზე უფროსიც კი ჰგონია - ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის მეუღლის შესახებ

თუ კორონავირუსი დაგიდასტურდებათ: როგორ უნდა იმკურნალოთ სახლის პირობებში - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორის, ექიმ მამუკა მაჩაიძის რეკომენდაციები

ბატონიშვილი გიორგი უკვე 9 წლისაა - სად აღნიშნეს ბაგრატიონებმა მისი დაბადების დღე და როგორ ცხოვრობს ქართული სამეფო ოჯახი