მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან ГРУ-ს ოფიცრები, რომლებსაც საქართველოზე ჰაკერული თავდასხმისთვის აშშ-მ ბრალი წაუყენა და კონკრეტულად რას ედავებიან მათ - "ასეთი საქმეების გახსნა საკმაოდ რთულია"
ვინ არიან ГРУ-ს ოფიცრები, რომლებსაც საქართველოზე ჰაკერული თავდასხმისთვის აშშ-მ ბრალი წაუყენა და კონკრეტულად რას ედავებიან მათ - "ასეთი საქმეების გახსნა საკმაოდ რთულია"

აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის (ГРУ) 6 ოფი­ცერს რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის მი­მართ ჰა­კე­რუ­ლი თავ­დას­ხმის გამო ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა. დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ჰა­კე­რე­ბი კომ­პი­უ­ტე­რულ შეჭ­რა­სა და თავ­დას­ხმებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, რი­თაც უკ­რა­ი­ნა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­სა და საფ­რან­გეთ­ში არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბას ცდი­ლობ­დნენ.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი შე­ტე­ვე­ბის დროს "გრუს“ ჰა­კე­რებ­მა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მავ­ნე პროგ­რა­მე­ბი -KillDisk-ი და Industroyer-ი გა­მო­ი­ყე­ნეს.

ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, რუს ოფიც­რებს ბრა­ლად ედე­ბათ 2019 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ქსე­ლის მოშ­ლის მცდე­ლო­ბა, თავ­დას­ხმა ქარ­თულ ვებ-გვერ­დებ­ზე, უკ­რა­ი­ნის­თვის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვა, საფ­რან­გე­თის 2017 წლის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლა და 2018 წლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის შე­ფერ­ხე­ბა.

დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ჰა­კე­რებ­მა 2018 წელს შე­ტე­ვა მო­ა­წყვეს სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი მე­დი­ა­კომ­პა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ.

  • ვინ არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ ჰა­კე­რულ შე­ტე­ვა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და რა ვი­ცით მათ შე­სა­ხებ?

დო­კუ­მენ­ტში ექ­ვსი­ვე ჰა­კე­რის ვი­ნა­ო­ბაა ნახ­სე­ნე­ბი, თუმ­ცა ჩვენ­თვის სა­ყუ­რა­დღე­ბოა მათ­გან "გრუ"-ს ის ორი ოფი­ცე­რი, რომ­ლებ­მაც კი­ბერ­შე­ტე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ მო­ა­წყვეს. ესე­ნი არი­ან ანა­ტო­ლი კო­ვა­ლი­ო­ვი და არ­ტი­ომ ოჩი­ჩენ­კო.

ჰა­კე­რე­ბის ფო­ტო­ე­ბი და მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ამე­რი­კის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს (FBI) ძებ­ნილ­თა ნუს­ხა­ში­ცაა შე­ტა­ნი­ლი.

FBI-ის ძებ­ნილ­თა სი­ა­ში ანა­ტო­ლი კო­ვა­ლი­ო­ვის შე­სა­ხებ წე­რია, რომ ის 1992 წლის 2 აგ­ვის­ტოს, რუ­სეთ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი და "გრუ“-ს ოფი­ცე­რია. ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს.

რაც შე­ე­ხე­ბა არ­ტი­ომ ოჩი­ნენ­კოს, ისიც 1992 წელს რუ­სეთ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი და "გრუ"-ში ანა­ტოლ კო­ვა­ლი­ო­ვის მსგავ­სი პო­ზი­ცია უკა­ვია.

  • კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვე­ბის­თვის არი­ან ბრალ­დე­ბულ­ნი "გრუ"-ს ოფიც­რე­ბი?

და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ კი­ბერ­შე­ტე­ვის­თვის არი­ან ბრალ­დე­ბულ­ნი აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი, თუმ­ცა შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ 2018 წლის შემ­თხვე­ვა­ში ეს ეხე­ბა "რუს­თა­ვი -2" - ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ შე­ტე­ვას. სწო­რედ 2018 წელს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მა­შინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რი, ნიკა გვა­რა­მია აცხა­დებ­და, რომ შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და არ­ხის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე. გვა­რა­მია ამ­ბობ­და, რომ და­ი­კარ­გა მარ­თვი­სა და ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ვერ აკონ­ტრო­ლებ­დნენ ვებ-გვერდს.

რაც შე­ე­ხე­ბა 2019 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ კი­ბერ­შე­ტე­ვას მა­შინ 15 000-ზე მეტ ვებ-გვერ­დზე გა­დას­ვლი­სას სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფოტო ჩნდე­ბო­და წარ­წე­რით "I'LL BE BACK" (მე დავ­ბრუნ­დე­ბი). აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო, რომ კი­ბერ­შე­ტე­ვა და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მიერ.

"2019 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ელ­და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კი­ბერ­შე­ტე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის, სხვა­დას­ხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის, სა­ხელ­მწი­ფო, კო­მერ­ცი­უ­ლი და მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ვებ-გვერ­დებ­ზე, სერ­ვე­რებ­სა და სხვა მარ­თვით სის­ტე­მებ­ზე.

კი­ბერ­შე­ტე­ვის შე­დე­გად და­ზი­ან­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სერ­ვე­რე­ბი, მარ­თვი­თი სის­ტე­მე­ბი და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ფერ­ხდა მათი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. კი­ბერ­შე­ტე­ვა მიზ­ნად ისა­ხავ­და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­ყო­ფას, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბას და სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბის, ასე­ვე სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბით და მოშ­ლით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მღელ­ვა­რე­ბის და­თეს­ვას.

ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვა და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მიერ“, - ნათ­ქვა­მი იყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • "მსგავ­სი კი­ბერ­შე­ტე­ვის­გან 100%-იანი დაც­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია"

ambebi.ge კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერტ ან­დრო გო­ცი­რი­ძეს ესა­უბ­რა:

"ეს არის რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რის და­ნა­ყო­ფი, სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბევრ შე­ტე­ვა­შია შემ­ჩნე­უ­ლი. რო­გორც აშშ-ს იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა თა­ვის დას­კვნა­ში, საპ­რო­კუ­რო­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში წარ­მო­ად­გი­ნა, ეს და­ნა­ყო­ფი 2014 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უამ­რავ ისეთ გახ­მა­უ­რე­ბულ კი­ბერ­შე­ტე­ვა­ზე, რო­გო­რიც არის მა­გა­ლი­თად, საფ­რან­გე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვა, 2015-2016 წლებ­ში უკ­რა­ი­ნის ენერ­გო­სის­ტე­მის მწყობ­რი­დან გა­მოყ­ვა­ნა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ზე 2018-2019 წლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ კი­ბერ­შე­ტე­ვებ­ზე, რო­მელ­თა რიგ­შიც უნდა მო­ვიხ­სე­ნი­ოთ გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვა პრო­სერ­ვის­ზე, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი­სა და სა­სა­მარ­თლოს სა­ი­ტის მწყობ­რი­დან გა­მოყ­ვა­ნა მოჰ­ყვა; ასე­ვე, 2018 წელს პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კი­ბერ­თავ­დას­ხმა.

ეს არის ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა ის რე­ზო­ნან­სუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვა, რო­მელ­მაც მი­იქ­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა 2014 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი 2020 წლის ჩათ­ვლით. რაც ეხე­ბა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას, 2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში იყო კი­ბერ­თავ­დას­ხმა რამ­დე­ნი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე, თუ არ ვცდე­ბი, პირ­ველ არხზე და “იმედ­ზე” შე­ტე­ვა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ი­ყე­ნეს.

ამ დროს მი­ზა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს კი­ბერშპი­ო­ნა­ჟი­დან და­წყე­ბუ­ლი, დას­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის ხე­ლის შეშ­ლით, ასე­ვე არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვა, მა­ს­მე­დი­ის მოქ­მე­დე­ბის მოშ­ლა, სა­ინ­ფორ­მა­ციო ვა­კუ­უ­მის შექ­მნა - ძა­ლი­ან ფარ­თოა სპექტრი, რო­მელ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა რუ­სუ­ლი სა­დაზ­ვერ­ვო და­ნა­ყო­ფე­ბის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი კი­ბე­რო­პე­რა­ცია. არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვა, ბუ­ნებ­რი­ვია, არ გუ­ლის­ხმობს მა­ინც და მა­ინც არ­ჩევ­ნე­ბის თვეს და რი­ცხვში მოქ­მე­დე­ბას - ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას და სხვა. არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვაა მათ შო­რის გან­წყო­ბე­ბის შექ­მნა, ნი­ჰი­ლიზ­მის და­ნერგვა, სა­ქარ­თვე­ლოს იმი­ჯის შე­ლახ­ვა, არ­ჩევ­ნე­ბი­სად­მი რწმე­ნის შერ­ყე­ვა და ა.შ. სა­ინ­ფორ­მა­ციო ოპე­რა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის ბევ­რი მი­ზა­ნია. ასე­თი საქ­მე­ე­ბის გახ­სნა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო დახ­მა­რე­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მაა. ამე­რი­კის, დიდი ბრი­ტა­ნე­თის და სხვა ქვეყ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი რომ ჩვენ­სას აღე­მა­ტე­ბა, ესეც ფაქ­ტია. მსგავ­სი კი­ბერ­შე­ტე­ვის­გან 100%-იანი დაც­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა ჩვე­ნი კი­ბერ­თავ­დაც­ვა გა­და­ხა­ლი­სე­ბას და ახალ მიდ­გო­მებს სა­ჭი­რო­ებს იმი­ტომ, რომ რუ­სე­თის კი­ბე­რაქ­ტო­რე­ბი ყო­ველ­დღე ზრდი­ან სა­კუ­თარ პო­ტენ­ცი­ალს და რა­ღაც დამ­ცა­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბი ჩვენც უნდა გვქონ­დეს".

  • სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა "გრუ"-ს ოფიც­რე­ბის­თვის ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნის შე­სა­ხებ:

აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ "გრუ"-ს ოფიც­რე­ბის­თვის ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნას ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­გა­რეო უწყე­ბა ეხ­მი­ა­ნე­ბა. სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ "მი­ე­სალ­მე­ბი­ან ამე­რი­კე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მიერ გა­მო­ჩე­ნილ ძა­ლის­ხმე­ვას, ამ უგუ­ნურ შე­ტე­ვებ­ში პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის გა­სა­სა­მარ­თლებ­ლად“.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის, ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბის, ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­სუს­ტებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის და­საძ­ლე­ვად“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავ­ტო­რე­ბი: ხა­ტია ვარ­დო­სა­ნი­ძე, ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ვარგუს
0

აგეთ რომ ახორციებენ კიბერშტევას ჩვენსც შევუტიოტ...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ვინ არიან ГРУ-ს ოფიცრები, რომლებსაც საქართველოზე ჰაკერული თავდასხმისთვის აშშ-მ ბრალი წაუყენა და კონკრეტულად რას ედავებიან მათ - "ასეთი საქმეების გახსნა საკმაოდ რთულია"

ვინ არიან ГРУ-ს ოფიცრები, რომლებსაც საქართველოზე ჰაკერული თავდასხმისთვის აშშ-მ ბრალი წაუყენა და კონკრეტულად რას ედავებიან მათ - "ასეთი საქმეების გახსნა საკმაოდ რთულია"

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) 6 ოფიცერს რამდენიმე ქვეყნის მიმართ ჰაკერული თავდასხმის გამო ბრალი წაუყენა. დეპარტამენტის განცხადებით, ჰაკერები კომპიუტერულ შეჭრასა და თავდასხმებში მონაწილეობდნენ, რითაც უკრაინაში, საქართველოსა და საფრანგეთში არეულობის მოწყობას ცდილობდნენ.

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპიუტერული შეტევების დროს "გრუს“ ჰაკერებმა მსოფლიოში ყველაზე მავნე პროგრამები -KillDisk-ი და Industroyer-ი გამოიყენეს.

ანგარიშის მიხედვით, რუს ოფიცრებს ბრალად ედებათ 2019 წელს საქართველოს პარლამენტის ქსელის მოშლის მცდელობა, თავდასხმა ქართულ ვებ-გვერდებზე, უკრაინისთვის ელექტროენერგიის გათიშვა, საფრანგეთის 2017 წლის არჩევნებისთვის ხელის შეშლა და 2018 წლის ოლიმპიური თამაშების შეფერხება.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ჰაკერებმა 2018 წელს შეტევა მოაწყვეს საქართველოს ერთ-ერთი მედიაკომპანიის წინააღმდეგ.

  • ვინ არიან საქართველოს წინააღმდეგ ჰაკერულ შეტევაში ბრალდებულები და რა ვიცით მათ შესახებ?

დოკუმენტში ექვსივე ჰაკერის ვინაობაა ნახსენები, თუმცა ჩვენთვის საყურადღებოა მათგან "გრუ"-ს ის ორი ოფიცერი, რომლებმაც კიბერშეტევა საქართველოს წინააღმდეგ მოაწყვეს. ესენი არიან ანატოლი კოვალიოვი და არტიომ ოჩიჩენკო.

ჰაკერების ფოტოები და მათ შესახებ ინფორმაცია ამერიკის ფედერალური ბიუროს (FBI) ძებნილთა ნუსხაშიცაა შეტანილი.

FBI-ის ძებნილთა სიაში ანატოლი კოვალიოვის შესახებ წერია, რომ ის 1992 წლის 2 აგვისტოს, რუსეთშია დაბადებული და "გრუ“-ს ოფიცერია. ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, ის მოსკოვში ცხოვრობს.

რაც შეეხება არტიომ ოჩინენკოს, ისიც 1992 წელს რუსეთშია დაბადებული და "გრუ"-ში ანატოლ კოვალიოვის მსგავსი პოზიცია უკავია.

  • კონკრეტულად რომელი კიბერშეტევებისთვის არიან ბრალდებულნი "გრუ"-ს ოფიცრები?

დადასტურებული არ არის, კონკრეტულად რომელ კიბერშეტევისთვის არიან ბრალდებულნი აღნიშნული პირები, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2018 წლის შემთხვევაში ეს ეხება "რუსთავი -2" - ზე განხორციელებულ შეტევას. სწორედ 2018 წელს ტელეკომპანიის მაშინდელი დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ შეტევა განხორციელდა არხის ოფიციალურ საიტზე. გვარამია ამბობდა, რომ დაიკარგა მართვისა და ადმინისტრირების შესაძლებლობა და ვერ აკონტროლებდნენ ვებ-გვერდს.

რაც შეეხება 2019 წელს განხორციელებულ კიბერშეტევას მაშინ 15 000-ზე მეტ ვებ-გვერდზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები). აღნიშნულთან დაკავშირებით მოგვიანებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

"2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.

კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. კიბერშეტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.

ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ“, - ნათქვამი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • "მსგავსი კიბერშეტევისგან 100%-იანი დაცვა შეუძლებელია"

ambebi.ge კიბერუსაფრთხოების ექსპერტ ანდრო გოცირიძეს ესაუბრა:

"ეს არის რუსული სპეცსამსახურის დანაყოფი, სამხედრო დაზვერვის, გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო, რომელიც ძალიან ბევრ შეტევაშია შემჩნეული. როგორც აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა თავის დასკვნაში, საპროკურორო დოკუმენტაციაში წარმოადგინა, ეს დანაყოფი 2014 წლიდან მოყოლებული, არის პასუხისმგებელი უამრავ ისეთ გახმაურებულ კიბერშეტევაზე, როგორიც არის მაგალითად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა, 2015-2016 წლებში უკრაინის ენერგოსისტემის მწყობრიდან გამოყვანა, მათ შორის საქართველოზე 2018-2019 წლებში განხორციელებულ კიბერშეტევებზე, რომელთა რიგშიც უნდა მოვიხსენიოთ გასული წლის ოქტომბერში განხორციელებული კიბერშეტევა პროსერვისზე, რასაც საქართველოს პრეზიდენტისა და სასამართლოს საიტის მწყობრიდან გამოყვანა მოჰყვა; ასევე, 2018 წელს პარლამენტის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმა.

ეს არის ფაქტობრივად, ყველა ის რეზონანსული კიბერშეტევა, რომელმაც მიიქცია საზოგადოების ყურადღება 2014 წლიდან მოყოლებული 2020 წლის ჩათვლით. რაც ეხება მედიასაშუალებას, 2019 წლის ოქტომბერში იყო კიბერთავდასხმა რამდენიმე მედიასაშუალებაზე, თუ არ ვცდები, პირველ არხზე და “იმედზე” შეტევა, რომელიც საქართველოში გამოიყენეს.

ამ დროს მიზანი შეიძლება იყოს კიბერშპიონაჟიდან დაწყებული, დასრულებული სახელმწიფოს დემოკრატიული ფუნქციონირების ხელის შეშლით, ასევე არჩევნებში ჩარევა, მასმედიის მოქმედების მოშლა, საინფორმაციო ვაკუუმის შექმნა - ძალიან ფართოა სპექტრი, რომელსაც ემსახურება რუსული სადაზვერვო დანაყოფების მიერ წარმოებული კიბეროპერაცია. არჩევნებში ჩარევა, ბუნებრივია, არ გულისხმობს მაინც და მაინც არჩევნების თვეს და რიცხვში მოქმედებას - ბიულეტენების გაყალბებას და სხვა. არჩევნებში ჩარევაა მათ შორის განწყობების შექმნა, ნიჰილიზმის დანერგვა, საქართველოს იმიჯის შელახვა, არჩევნებისადმი რწმენის შერყევა და ა.შ. საინფორმაციო ოპერაციის გამოყენების ბევრი მიზანია. ასეთი საქმეების გახსნა საკმაოდ რთულია, ხოლო საერთაშორისო დახმარება და საერთაშორისო ურთიერთობები კიბერუსაფრთხოებაში ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების შესაძლებლობები რომ ჩვენსას აღემატება, ესეც ფაქტია. მსგავსი კიბერშეტევისგან 100%-იანი დაცვა შეუძლებელია, თუმცა ჩვენი კიბერთავდაცვა გადახალისებას და ახალ მიდგომებს საჭიროებს იმიტომ, რომ რუსეთის კიბერაქტორები ყოველდღე ზრდიან საკუთარ პოტენციალს და რაღაც დამცავი მექანიზმები ჩვენც უნდა გვქონდეს".

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება "გრუ"-ს ოფიცრებისთვის ბრალდების წარდგენის შესახებ:

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ "გრუ"-ს ოფიცრებისთვის ბრალდების წარდგენას ჩვენი ქვეყნის საგარეო უწყება ეხმიანება. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ "მიესალმებიან ამერიკელი პარტნიორების მიერ გამოჩენილ ძალისხმევას, ამ უგუნურ შეტევებში პასუხისმგებელი პირების გასასამართლებლად“.

საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანებული ძალისხმევა სასიცოცხლოდ აუცილებელია რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის სტაბილურობის, ინსტიტუციებისა და დემოკრატიული განვითარების შესასუსტებლად გამოყენებული საფრთხეების დასაძლევად“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ავტორები: ხატია ვარდოსანიძე, ნანა ფიცხელაური

"კომისიაში მოღალეეტები არიანო, პირველი ივერი მელაშვილიაო" - "კარტოგრაფების საქმეზე" შესაძლოა, ირაკლი ალასანია გამოკითხონ

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის მოთხოვნა და პროკურატურის უარი - "ეს არის ერთგვაროვანი ხრიკი..."

დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდასხმელს 20-წლიანი პატიმრობა შეეფარდა - სასამართლომ გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე მიიღო