მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექვსი ქვეყანა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა - ეპიდვითარება მსოფლიოში პანდემიის გამოცხადებიდან 8 თვის შემდეგ
ექვსი ქვეყანა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა - ეპიდვითარება მსოფლიოში პანდემიის გამოცხადებიდან 8 თვის შემდეგ

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი, Covid-19, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­მოვ­ლინ­და. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ პან­დე­მია 2020 წლის 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და და ამ დრო­ის­თვის გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, ვირუ­სის 40,6 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­აა გა­მოვ­ლე­ნი­ლი. მსოფ­ლი­ო­ში უკვე 6 ქვე­ყა­ნაა ისე­თი, სა­დაც ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 1 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა.

ეს ქვეყ­ნე­ბია აშშ, ინ­დო­ე­თი, ბრა­ზი­ლია, რუ­სე­თი, ეს­პა­ნე­თი და არ­გენ­ტი­ნა.

  • აშშ

ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბა კვლავ აშშ-შია. ქვე­ყა­ნა­ში ჯამ­ში 8,4 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის 225 222 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 5.5 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და. კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პიც,

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამე­რი­კელ­თა ნა­წი­ლი სწო­რედ დო­ნალდ ტრამპს ადა­ნა­შა­უ­ლებს იმა­ში, რომ ვირუ­სი თა­ვი­დან­ვე სა­თა­ნა­დოდ ვერ შე­ა­ფა­სა, რის­კე­ბი ვერ გათ­ვა­ლა, არ გა­ა­ტა­რა მისი გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად შე­სა­ბა­მი­სი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და ქვე­ყა­ნა უმ­ძი­მეს შე­დე­გამ­დე მი­იყ­ვა­ნა.

თა­ვის მხრივ, ტრამ­პი ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და ჩი­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლებს და აცხა­დებს, რომ ჯან­მომ მსოფ­ლი­ოს და­უ­მა­ლა ვირუ­სის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე.

  • ინ­დო­ე­თი

ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ოს მე­ო­რე ქვე­ყა­ნა ინ­დო­ე­თია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კა­რან­ტი­ნის მკაც­რი რე­ჟი­მი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე და­ა­წე­სა, კო­ვიდ-19 მა­ინც სწრა­ფად გავ­რცელ­და და იქ ამ დრო­ის­თვის 7.5 მი­ლი­ო­ნი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია აღ­წე­რი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 115 236 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთელ­და 6,7 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი.

ვი­ნა­ი­დან ინ­დო­ე­თი მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნაა, პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა შე­ზღუდ­ვებ­მა ეკო­ნო­მი­კა­ზე და ადა­მი­ან­თა სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე კა­ტას­ტრო­ფუ­ლად იმოქ­მე­და და მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩა.

  • ბრა­ზი­ლია

ბრა­ზი­ლი­ა­ში ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სის 5,2 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი და ამ მო­ნა­ცე­მით ის მსოფ­ლი­ოს მე­სა­მე ქვე­ყა­ნაა. ბრა­ზი­ლი­ა­ში ვირუ­სით 154 226 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 4.6 მი­ლი­ო­ნი პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

ეს არის კი­დევ ერთი ქვე­ყა­ნა, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ვირუ­სის მას­შტა­ბუ­რად გავ­რცე­ლე­ბა­ში პრე­ზი­დენტ ჟაირ ბოლ­სო­ნა­რუს პო­ლი­ტი­კას ადა­ნა­შა­უ­ლებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მას თავ­და­პირ­ვე­ლად კო­რო­ნა­ვირუ­სის არ­სე­ბო­ბის არ სჯე­რო­და, ამ­ბობ­და, რომ ეს "უბ­რა­ლო გრი­პი“ იყო. არ და­ა­წე­სა კა­რან­ტი­ნი და სხვა პრე­ვენ­ცი­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი, ხში­რად ხვდე­ბო­და ხალ­ხს და არ იყე­ნებ­და პირ­ბა­დეს. ბოლ­სო­ნა­რუ მალე თა­ვა­დაც და­ინ­ფი­ცირ­და ვირუ­სით, რის შემ­დე­გაც, მან ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ა­და­ნა­შა­უ­ლა იმა­ში, რომ ვირუ­სის საფრ­თხის შე­სა­ხებ მსოფ­ლიო არ გა­აფრ­თხი­ლა.

თა­ვი­სი ამ­გვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, ბრა­ზი­ლი­ელ პო­ლი­ტი­კოს­თა ნა­წი­ლი პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენტს მო­ი­თხოვ­და. ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა დიდი რა­ო­დე­ნო­ბა სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას ვერ იღებს, კვლავ გა­დატ­ვირ­თუ­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი.

  • რუ­სე­თი

რუ­სე­თი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ოს მე­ო­თხე ქვე­ყა­ნაა და იქ სულ ვირუ­სის 1,4 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 24 366 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია 1 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რე­ა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის და­მალ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია და ასე­ვე ვი­დე­ო­კად­რე­ბი, სა­დაც რუსი ექი­მე­ბი სა­უბ­რობ­დნენ, რომ მათ არ ჰქონ­დათ შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, არ ჰქონ­დათ საკ­მა­რი­სი პირ­ბა­დე­ე­ბი და რომ თა­ვა­დაც ინ­ფი­ცი­რე­ბულ­ნი იყ­ვნენ, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ჰქონ­დათ, თუმ­ცა აი­ძუ­ლებ­დნენ, რომ ემუ­შა­ვათ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუ­სეთ­ში აგ­ვის­ტო­ში და­ა­რე­გის­ტრი­რეს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა, თუმ­ცა ისე, რომ მისი კლი­ნი­კუ­რი ცდე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ იყო. ერთი კვი­რის წინ, რუ­სეთ­ში კო­ვიდ -19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­ო­რე ვაქ­ცი­ნაც და­ა­რე­გის­ტრი­რეს, ამ შემ­თხვე­ვა­შიც ცდე­ბის დას­რუ­ლე­ბის გა­რე­შე.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერტთა შე­ფა­სე­ბით, რუ­სეთს უბ­რა­ლოდ სურ­და, და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს­თვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა თა­ვი­სი ძალა სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით და უნ­დო­დათ, რომ ვაქ­ცი­ნის შექ­მნის თვალ­საზ­რი­სით, პირ­ვე­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ. ცნო­ბის­თვის, აგ­ვის­ტო­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბულ­მა რუ­სულ ვაქ­ცი­ნას არა­ერ­თი უკუჩ­ვე­ნე­ბა ჰქონ­და.

  • ეს­პა­ნე­თი

სა­ერ­თო ჯამ­ში, ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 1 015 795 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით ის მსოფ­ლი­ოს მე­ხუ­თე ქვე­ყა­ნაა. ვირუ­სით 33 992 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. ეს­პა­ნე­თი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უმ­კაც­რე­სი კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში ცხოვ­რობ­და. ზა­ფხულ­ში კი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ეტა­პობ­რი­ვად მოხ­სნეს. ამ დრო­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კვლავ მკვეთ­რად იზ­რდე­ბა, თუმ­ცა კა­რან­ტი­ნის მკაცრ რე­ჟიმს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ აწე­სებს და ე.წ. წერ­ტი­ლო­ვა­ნი ლო­ქ­და­უ­ნე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

  • არ­გენ­ტი­ნა

მსოფ­ლი­ოს მე­ექ­ვსე ქვე­ყა­ნა, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა, არ­გენ­ტი­ნაა, სა­დაც ჯამ­ში COVID-19-ის 1 002 662 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, მათ შო­რის გარ­და­იც­ვა­ლა 26 716 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო 803 965 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

ბოლო დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­გენ­ტი­ნა­ში ვირუ­სის 12 982 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არ­გენ­ტი­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა 45 მი­ლი­ო­ნია და ის პირ­ვე­ლი შე­და­რე­ბით პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, სა­დაც ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
00-11
0

ჩინეთში რა ხდება? იქნებ ვინმემ გვიპასუხოს.

ავტორი:

ექვსი ქვეყანა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა - ეპიდვითარება მსოფლიოში პანდემიის გამოცხადებიდან 8 თვის შემდეგ

ექვსი ქვეყანა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა - ეპიდვითარება მსოფლიოში პანდემიის გამოცხადებიდან 8 თვის შემდეგ

კორონავირუსის ახალი შტამი, Covid-19, ოფიციალური ვერსიით, 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა და ამ დროისთვის გლობალური მასშტაბით, ვირუსის 40,6 მილიონი შემთხვეაა გამოვლენილი. მსოფლიოში უკვე 6 ქვეყანაა ისეთი, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა.

ეს ქვეყნებია აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი, ესპანეთი და არგენტინა.

  • აშშ

ყველაზე რთული ეპიდვითარება კვლავ აშშ-შია. ქვეყანაში ჯამში 8,4 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 225 222 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 5.5 მილიონი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით ინფიცირებული იყო პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც,

აღსანიშნავია, რომ ამერიკელთა ნაწილი სწორედ დონალდ ტრამპს ადანაშაულებს იმაში, რომ ვირუსი თავიდანვე სათანადოდ ვერ შეაფასა, რისკები ვერ გათვალა, არ გაატარა მისი გავრცელების შესაჩერებლად შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები და ქვეყანა უმძიმეს შედეგამდე მიიყვანა.

თავის მხრივ, ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ჩინეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ჯანმომ მსოფლიოს დაუმალა ვირუსის რეალური საფრთხე.

  • ინდოეთი

ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს მეორე ქვეყანა ინდოეთია. მიუხედავად იმისა, ხელისუფლებამ კარანტინის მკაცრი რეჟიმი ვირუსის გავრცელების ადრეულ ეტაპზევე დააწესა, კოვიდ-19 მაინც სწრაფად გავრცელდა და იქ ამ დროისთვის 7.5 მილიონი ინფიცირებულია აღწერილი, გარდაცვლილია 115 236 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 6,7 მილიონი ადამიანი.

ვინაიდან ინდოეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ღარიბი ქვეყანაა, პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა ეკონომიკაზე და ადამიანთა სოციალურ მდგომარეობაზე კატასტროფულად იმოქმედა და მილიონობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა.

  • ბრაზილია

ბრაზილიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 5,2 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი და ამ მონაცემით ის მსოფლიოს მესამე ქვეყანაა. ბრაზილიაში ვირუსით 154 226 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 4.6 მილიონი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ეს არის კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი ვირუსის მასშტაბურად გავრცელებაში პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს პოლიტიკას ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ მას თავდაპირველად კორონავირუსის არსებობის არ სჯეროდა, ამბობდა, რომ ეს "უბრალო გრიპი“ იყო. არ დააწესა კარანტინი და სხვა პრევენციული შეზღუდვები, ხშირად ხვდებოდა ხალხს და არ იყენებდა პირბადეს. ბოლსონარუ მალე თავადაც დაინფიცირდა ვირუსით, რის შემდეგაც, მან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაადანაშაულა იმაში, რომ ვირუსის საფრთხის შესახებ მსოფლიო არ გააფრთხილა.

თავისი ამგვარი დამოკიდებულების გამო, ბრაზილიელ პოლიტიკოსთა ნაწილი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოითხოვდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს, კვლავ გადატვირთულია საავადმყოფოები.

  • რუსეთი

რუსეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს მეოთხე ქვეყანაა და იქ სულ ვირუსის 1,4 მილიონი შემთხვევაა აღწერილი, გარდაცვლილია 24 366 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 1 მილიონზე მეტი ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად რუსეთის ხელისუფლებას კორონავირუსის ინფიცირებულთა რეალური რაოდენობის დამალვაში ადანაშაულებდნენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია და ასევე ვიდეოკადრები, სადაც რუსი ექიმები საუბრობდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ შესაბამისი აღჭურვილობა, არ ჰქონდათ საკმარისი პირბადეები და რომ თავადაც ინფიცირებულნი იყვნენ, მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ, თუმცა აიძულებდნენ, რომ ემუშავათ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში აგვისტოში დაარეგისტრირეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, თუმცა ისე, რომ მისი კლინიკური ცდები დასრულებული არ იყო. ერთი კვირის წინ, რუსეთში კოვიდ -19-ის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინაც დაარეგისტრირეს, ამ შემთხვევაშიც ცდების დასრულების გარეშე.

საერთაშორისო ექსპერტთა შეფასებით, რუსეთს უბრალოდ სურდა, დანარჩენი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა თავისი ძალა სამეცნიერო მიმართულებით და უნდოდათ, რომ ვაქცინის შექმნის თვალსაზრისით, პირველები ყოფილიყვნენ. ცნობისთვის, აგვისტოში დარეგისტრირებულმა რუსულ ვაქცინას არაერთი უკუჩვენება ჰქონდა.

  • ესპანეთი

საერთო ჯამში, ესპანეთში კორონავირუსის 1 015 795 შემთხვევაა გამოვლენილი და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს მეხუთე ქვეყანაა. ვირუსით 33 992 პაციენტი გარდაიცვალა. ესპანეთი რამდენიმე თვის განმავლობაში უმკაცრესი კარანტინის რეჟიმში ცხოვრობდა. ზაფხულში კი რეგულაციები ეტაპობრივად მოხსნეს. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ მკვეთრად იზრდება, თუმცა კარანტინის მკაცრ რეჟიმს ხელისუფლება ჯერჯერობით არ აწესებს და ე.წ. წერტილოვანი ლოქდაუნებით შემოიფარგლება.

  • არგენტინა

მსოფლიოს მეექვსე ქვეყანა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, არგენტინაა, სადაც ჯამში COVID-19-ის 1 002 662 შემთხვევაა აღწერილი, მათ შორის გარდაიცვალა 26 716 პაციენტი, ხოლო 803 965 გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში არგენტინაში ვირუსის 12 982 შემთხვევა გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ არგენტინის მოსახლეობა 45 მილიონია და ის პირველი შედარებით პატარა ქვეყანაა, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.

ბრაზილიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირების მონაწილე გარდაიცვალა

საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში - რა ფოტოებს აქვეყნებენ და რას წერენ წამყვანი მედიასაშუალებები ზუგდიდში, ბანკზე თავდასხმის შესახებ

"ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდის გამო ევროკავშირმა საქართველო ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო" - რას წერს უცხოური მედია