პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობის გადაწყვეტილებით, 22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება - "მოგიწოდებთ, მოვითხოვთ, გემუდარებით, წესები დავიცვათ მაქსიმალურად"
მთავრობის გადაწყვეტილებით, 22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება - "მოგიწოდებთ, მოვითხოვთ, გემუდარებით, წესები დავიცვათ მაქსიმალურად"

მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 22:00 სა­ა­თი­დან რეს­ტორ­ნე­ბი მცხე­თა­შიც და­ი­კე­ტე­ბა. ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მეზვრიშ­ვილ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, მთავ­რო­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს და­ე­მორ­ჩი­ლონ.

„მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 22:00 სა­ა­თი­დან რეს­ტორ­ნე­ბი და­ი­კე­ტე­ბა, ამოქ­მედ­დე­ბა ისე­თი რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის სხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გვაქვს. სამ­წუ­ხა­როდ, და­ფიქ­სირ­და ასე­თი ფაქ­ტე­ბი, რაც უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. რო­დე­საც ჩვენ დავ­კე­ტეთ 22:00 სა­ა­თი­დან რეს­ტორ­ნე­ბი, ეს და­ვა­ფუძ­ნეთ კონ­კრე­ტულ ლო­გი­კას. ძა­ლი­ან გთხოვთ, რომ მთავ­რო­ბის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და რე­კო­მენ­და­ცი­ებს მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვე­მორ­ჩი­ლოთ. შე­ვი­კა­ვოთ თავი ასე­თი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­გან. ასე­ვე, ზო­გა­დად, არა­სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­გან“, - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

22:00 სა­ა­თი­დან რეს­ტორ­ნე­ბი­სა და გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­ზღუდ­ვის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ დრო­ის­თვის მხო­ლოდ თბი­ლის­სა და იმე­რეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოქ­მე­დებ­და, იქამ­დე კი იგი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აჭა­რა­ში და­წეს­და.

ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლის თქმით, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა არ იგეგ­მე­ბა, რად­გან ამას ეკო­ნო­მი­კა ვე­ღარ გა­უძ­ლებს.

„გთხოვთ კი­დევ ერთხელ, მო­ვი­თხოვთ, მო­გი­წო­დებთ, არ ვიცი, გე­მუ­და­რე­ბით, რაც გინ­დათ ის და­ვარ­ქვათ ამას, წე­სე­ბი და­ვიც­ვათ მაქ­სი­მა­ლუ­რად. ეკო­ნო­მი­კის აღ­დგე­ნის მი­ზა­ნი გვა­მოძ­რა­ვებს მარ­თვი­სა და ადაპ­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში და ეს მი­ზა­ნი მი­იღ­წე­ვა ორი გზით, ამა­ზე ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­მაც ისა­უბ­რეს - ან ქვე­ყა­ნა სრუ­ლად უნდა ჩავ­კე­ტოთ, ან უნდა და­ვიც­ვათ წე­სე­ბი. სა­უ­ბა­რია ელე­მენ­ტა­რუ­ლი წე­სე­ბის დაც­ვა­ზე, ამი­ტომ გთხოვთ, ეს წე­სე­ბი შე­ვას­რუ­ლოთ იმის­თვის, რომ არ დავ­დგეთ სხვა რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე,“ - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

მთავრობის გადაწყვეტილებით, 22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება - "მოგიწოდებთ, მოვითხოვთ, გემუდარებით, წესები დავიცვათ მაქსიმალურად"

მთავრობის გადაწყვეტილებით, 22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება - "მოგიწოდებთ, მოვითხოვთ, გემუდარებით, წესები დავიცვათ მაქსიმალურად"

მთავრობის გადაწყვეტილებით, 22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მეზვრიშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, მთავრობის რეკომენდაციებს დაემორჩილონ.

„მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, ამოქმედდება ისეთი რეჟიმი, რომელიც ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე გვაქვს. სამწუხაროდ, დაფიქსირდა ასეთი ფაქტები, რაც უარყოფითად აისახება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. როდესაც ჩვენ დავკეტეთ 22:00 საათიდან რესტორნები, ეს დავაფუძნეთ კონკრეტულ ლოგიკას. ძალიან გთხოვთ, რომ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს მაქსიმალურად დავემორჩილოთ. შევიკავოთ თავი ასეთი ტიპის ღონისძიებებისგან. ასევე, ზოგადად, არასაჭირო ღონისძიებებში მონაწილეობისგან“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

22:00 საათიდან რესტორნებისა და გასართობი ცენტრების მუშაობის შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილება ამ დროისთვის მხოლოდ თბილისსა და იმერეთთან დაკავშირებით მოქმედებდა, იქამდე კი იგივე გადაწყვეტილება აჭარაში დაწესდა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, რადგან ამას ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს.

„გთხოვთ კიდევ ერთხელ, მოვითხოვთ, მოგიწოდებთ, არ ვიცი, გემუდარებით, რაც გინდათ ის დავარქვათ ამას, წესები დავიცვათ მაქსიმალურად. ეკონომიკის აღდგენის მიზანი გვამოძრავებს მართვისა და ადაპტაციის პროცესში და ეს მიზანი მიიღწევა ორი გზით, ამაზე ეპიდემიოლოგებმაც ისაუბრეს - ან ქვეყანა სრულად უნდა ჩავკეტოთ, ან უნდა დავიცვათ წესები. საუბარია ელემენტარული წესების დაცვაზე, ამიტომ გთხოვთ, ეს წესები შევასრულოთ იმისთვის, რომ არ დავდგეთ სხვა რეალობის წინაშე,“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"