სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩვენ ვართ ის გამონაკლისი ძალა, რომელსაც ოპოზიციური ძალების გაერთიანება შეუძლია - გიორგი ვაშაძე
ჩვენ ვართ ის გამონაკლისი ძალა, რომელსაც ოპოზიციური ძალების გაერთიანება შეუძლია - გიორგი ვაშაძე

2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან ახა­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მით შე­საძ­ლე­ბე­ლია, პარ­ლა­მენ­ტი უფრო მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი გახ­დეს, მთავ­რო­ბა კი - კო­ა­ლი­ცი­უ­რი. ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, პარ­ლა­მენ­ტა­რის მან­დარს მი­ნი­მუმ 5 პარ­ტი­ის წევ­რე­ბი მი­ი­ღე­ბენ, თუმ­ცა სა­ბო­ლოო სი­ტყვა მა­ინც ხალ­ხმა 31 ოქ­ტომ­ბერს უნდა თქვას.

Edison Research-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ბოლო კვლე­ვის მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი ვა­შა­ძე­სა და „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელს“ ხმას გა­მო­კი­თხულ­თა 4% მის­ცემ­და. ამას­თან, გი­ორ­გი ვა­შა­ძე „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი­ცაა. მას გა­მარ­ჯვე­ბის­თვის არა­მარ­ტო ხალ­ხის, არა­მედ ოპო­ზი­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სხვა პარ­ტი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რაც დას­ჭირ­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, აქვს თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი მხარ­და­ჭე­რის იმე­დი და რა­ტომ გა­და­წყვი­ტა სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნა, ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი ვა­შა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტუ­რა წა­მო­გე­ყე­ნე­ბი­ნათ?

ჩემი მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს ჰქონ­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი და სტრა­ტე­გი­ე­ბი, რისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც გვინ­და. ჩვენ ვართ ის პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ სტრა­ტე­გი­ებ­სა­რა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­შიც აც­ნობ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ძა­ლი­ან ხში­რად ღიად და სა­ჯა­რო­დაც ვა­კე­თებ­დით ამის პრე­ზენ­ტა­ცი­ას. სამ­წუ­ხა­როდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს გეგ­მე­ბი არ გა­მო­ი­ყე­ნა, რისი სა­წი­ნა­აღ­მდე­გოც ჩვენ არა­ფე­რი გვქონ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ვფიქ­რობთ, რომ ახლა დად­გა დრო, როცა ჩვენ თვი­თონ უნდა მოვ­კი­დოთ ხელი საქ­მის კე­თე­ბას.ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ არ­ცერ­თი ღა­რი­ბი ადა­მი­ა­ნი არ იყოს ქვე­ყა­ნა­ში.

ჩემ­თვის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბა­მე­ქა­ნიზ­მია, რათა გზა გა­ვუსხნა იმ ბევრ პრო­ფე­სი­ო­ნალს, რო­მე­ლიც ჩვენს გუნდს შე­მო­უ­ერ­თდა. მეც და ხალ­ხსაც მოგ­ვბეზ­რდა ეს მუდ­მი­ვი და­პი­რის­პი­რე­ბა და გვსურს, რომ იყოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცია საქ­მის კე­თე­ბა­ში და არა უბ­რა­ლოდ, ერ­თმა­ნე­თის ლან­ძღვა-გი­ნე­ბა. მე და ჩემს გუნდს გვაქვს სურ­ვი­ლი, და­ვი­წყოთ საქ­მის კე­თე­ბა, არ გა­ვექ­ცეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რად­გან ჩვენ ამ უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბი­დან შეგ­ვიძ­ლია ქვეყ­ნის გა­მოყ­ვა­ნა.

იმი­სათ­ვის, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­დეთ, არამ­ხო­ლოდ ამომ­რჩევ­ლის, არა­მედ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რაც დაგ­ჭირ­დე­ბათ. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ თქვენს კან­დი­და­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ერ­თო კონ­სენ­სუ­სის მიღ­წე­ვა ასე­თი და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე?

პირ­ველ რიგ­ში, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის­თვის მე მე­სა­ჭი­რო­ე­ბა ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა. ამას­თან, ჩემი თვით­მი­ზა­ნი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბა არ არის. ამ პოს­ტის და­კა­ვე­ბა მინ­და იმის­თვის, რომ არ­ცერთ ადა­მი­ანს არ უწევ­დეს ნა­გავ­საყ­რელ­ზე საჭ­მლის ძი­ე­ბა, რომ და­ვა­მარ­ცხოთ სი­ღა­რი­ბე და აღმშე­ნებ­ლო­ბა და­ვი­წყოთ. რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბას, ჩვენ არა­ვის­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში არ შევ­დი­ვართი­ქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ვი­ცით, კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბის­თვის მათი მხარ­და­ჭე­რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვართ ის გა­მო­ნაკ­ლი­სი ძალა, რო­მელ­საც ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა შე­უძ­ლია.

გქონ­დათ თუ არა „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ იდე­ე­ბი იმ პე­რი­ოდ­ში, როცა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი იყა­ვით და რა­ტომ არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ ისი­ნი?

მე­ი­უ­სი­ტი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­ყა­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლი. ვფიქ­რობ, რომ თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, რაც კი შე­იძ­ლე­ბო­და ამ პო­ზი­ცი­ი­დან გან­გვე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა და შევ­ქმე­ნით არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ო­ში ნო­მერ პირ­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის სა­ხით.

იმ პე­რი­ოდ­ში ჩემი მან­და­ტი არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით მუ­შა­ო­ბას, თუმ­ცა რათ­ქმა უნდა, როცა პო­ლი­ტი­კის­კენ ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი, მე ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე რე­ფორ­მე­ბის ის კონ­ცეფ­ცია, რაც გა­სა­ტა­რე­ბე­ლი იყო სა­სა­მარ­თლო­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში, სა­გა­და­სა­ხა­დო მი­მარ­თუ­ლე­ბით და ა.შ და სწო­რედ ამ გეგ­მით ვა­პი­რებ­დი პო­ლი­ტი­კა­ში შეს­ვლას. მე ვი­ყა­ვი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში ვერ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი ჩემს გეგ­მებს, თუმ­ცა სხვა სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში გარ­კვე­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა შევ­ძე­ლით. მა­გა­ლი­თად, სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა აღ­რი­ცხვი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მა რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის შე­სა­ბა­მი­სი სის­ტე­მის შექ­მნით მო­ვაგ­ვა­რეთ და ა.შ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ არი­ან თქვე­ნი გუნ­დის წევ­რე­ბი და რა პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი აქვთ მათ?

ჩემი გუნ­დის წევ­რე­ბის შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მი იყო სამი: პპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, სუფ­თა წარ­სუ­ლი და პატ­რი­ო­ტიზ­მი. ჩვე­ნი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ჩვენ სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის პი­რო­ბებ­ში, რო­გორც ექ­სპერ­ტებ­თან და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობთ. მა­გა­ლი­თად, თე­ო­ნა აქუ­ბარ­დია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სერ­გო ჩიხ­ლა­ძე - ჯან­დაც­ვის, თე­ო­ნა ჭა­ლი­ძე - სო­ცი­ა­ლუ­რი, პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძე - კა­ნონ­შე­მოქ­მე­დე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პარ­ლა­მენ­ტში, თამ­თა შა­მა­თა­ვა ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ნანა ტოხ­ვა­ძე - გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ესე­ნი არი­ან ახა­ლი თა­ო­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რო­მელ­საც“სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ უხ­სნის კარს. ჩვე­ნი შერ­ჩე­ვის მე­ქა­ნიზ­მი სწო­რედ ეს იყო: არა ძვე­ლი სა­ხე­ე­ბი, არა­მედ პო­ლი­ტი­კა­ში ახა­ლი თა­ო­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვის გზის გახ­სნა.

თუპ­რე­მი­ერ-მი­ნის­ტრად აგირ­ჩე­ვენ, პირ­ველს რას გა­ა­კე­თებთ?

პირ­ველ რიგ­ში, პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დის მთავ­რო­ბას ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებ და და­ვი­წყებ და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. პირ­ვე­ლი, რა­საც გა­ვა­კე­თებთ, ეს არის პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის სეს­ხის პრო­ცენ­ტის ჩა­მო­წე­რა, ასე­ვე, სეს­ხის პრო­ცენ­ტის 6 თვით სუბ­სი­დი­რე­ბა და COVID პას­პორ­ტის მეშ­ვე­ო­ბით სა­ზღვრის გახ­სნა, რომ ტუ­რის­ტი შე­მო­ვი­დეს. გარ­და ამი­სა, და­ვი­წყებ ინ­ვეს­ტო­რებ­თან კარ­და­კარ სი­ა­რულს და იმ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის შე­თა­ვა­ზე­ბას, რო­მე­ლიც „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელს“ აქვს.

პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში სხვა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­თან ერ­თად შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი ვართ სა­სა­მარ­თლოს, პო­ლი­ცი­ი­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რის რე­ფორ­მა­ზე, რომ ეს ორ­გა­ნო­ე­ბი რე­ა­ლუ­რად იყოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი და არა დამ­სჯე­ლი და და­ნა­შა­უ­ლის მფარ­ვე­ლი. ამ ყვე­ლა­ფერს სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ვა­კე­თებთ.

ჩემი, რო­გორც მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მთა­ვარ ფუნ­ქცი­ად მი­ვიჩ­ნევ, რომ­სა­ქარ­თვე­ლო უნდა გახ­დეს რე­ფორ­მე­ბის, ცვლი­ლე­ბე­ბის მა­გა­ლი­თი და ბევ­რი ინ­ვეს­ტი­ცია უნდა შე­მოვ­ტა­ნოთ ქვე­ყა­ნა­ში, რათა ეკო­ნო­მი­კა სწრა­ფად გან­ვა­ვი­თა­როთ. ვა­პი­რებ, ინ­ვეს­ტო­რებს პი­რა­დად შევ­თა­ვა­ზო ის უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი, რაც სა­ქარ­თვე­ლო­შია.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირინა
126

როგორ დაემსგავსა ტაკოს:)

manana
126

ჰაჰაჰაჰაჰა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ჩვენ ვართ ის გამონაკლისი ძალა, რომელსაც ოპოზიციური ძალების გაერთიანება შეუძლია - გიორგი ვაშაძე

ჩვენ ვართ ის გამონაკლისი ძალა, რომელსაც ოპოზიციური ძალების გაერთიანება შეუძლია - გიორგი ვაშაძე

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იქნება, რადგან ახალი საარჩევნო სისტემით შესაძლებელია, პარლამენტი უფრო მრავალპარტიული გახდეს, მთავრობა კი - კოალიციური. ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, პარლამენტარის მანდარს მინიმუმ 5 პარტიის წევრები მიიღებენ, თუმცა საბოლოო სიტყვა მაინც ხალხმა 31 ოქტომბერს უნდა თქვას.

Edison Research-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო კვლევის მიხედვით, გიორგი ვაშაძესა და „სტრატეგია აღმაშენებელს“ ხმას გამოკითხულთა 4% მისცემდა. ამასთან, გიორგი ვაშაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიცაა. მას გამარჯვებისთვის არამარტო ხალხის, არამედ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, სხვა პარტიების მხარდაჭერაც დასჭირდება. საინტერესოა, აქვს თუ არა აღნიშნული მხარდაჭერის იმედი და რატომ გადაწყვიტა საკუთარი კანდიდატურის წარდგენა, ამის შესახებ გიორგი ვაშაძეს ვესაუბრეთ:

რატომ გადაწყვიტეთ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა წამოგეყენებინათ?

ჩემი მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა. გვაქვს კონკრეტული გეგმები და სტრატეგიები, რისი განხორციელებაც გვინდა. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აღნიშნულ სტრატეგიებსარასაარჩევნო პერიოდშიც აცნობდა საზოგადოებას და ძალიან ხშირად ღიად და საჯაროდაც ვაკეთებდით ამის პრეზენტაციას. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ეს გეგმები არ გამოიყენა, რისი საწინააღმდეგოც ჩვენ არაფერი გვქონდა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ახლა დადგა დრო, როცა ჩვენ თვითონ უნდა მოვკიდოთ ხელი საქმის კეთებას.ჩვენი მიზანია, რომ არცერთი ღარიბი ადამიანი არ იყოს ქვეყანაში.

ჩემთვის პრემიერ-მინისტრობამექანიზმია, რათა გზა გავუსხნა იმ ბევრ პროფესიონალს, რომელიც ჩვენს გუნდს შემოუერთდა. მეც და ხალხსაც მოგვბეზრდა ეს მუდმივი დაპირისპირება და გვსურს, რომ იყოს თანამშრომლობა და ჯანსაღი კონკურენცია საქმის კეთებაში და არა უბრალოდ, ერთმანეთის ლანძღვა-გინება. მე და ჩემს გუნდს გვაქვს სურვილი, დავიწყოთ საქმის კეთება, არ გავექცეთ პასუხისმგებლობას, რადგან ჩვენ ამ უმძიმესი ვითარებიდან შეგვიძლია ქვეყნის გამოყვანა.

იმისათვის, რომ პრემიერ-მინისტრი გახდეთ, არამხოლოდ ამომრჩევლის, არამედ ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაც დაგჭირდებათ. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენს კანდიდატურასთან დაკავშირებით საერთო კონსენსუსის მიღწევა ასეთი დაპირისპირების ფონზე?

პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრობისთვის მე მესაჭიროება ხალხის მხარდაჭერა. ამასთან, ჩემი თვითმიზანი პრემიერ-მინისტრობა არ არის. ამ პოსტის დაკავება მინდა იმისთვის, რომ არცერთ ადამიანს არ უწევდეს ნაგავსაყრელზე საჭმლის ძიება, რომ დავამარცხოთ სიღარიბე და აღმშენებლობა დავიწყოთ. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირებას, ჩვენ არავისთან დაპირისპირებაში არ შევდივართიქიდან გამომდინარე, რომ ვიცით, კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მათი მხარდაჭერაც აუცილებელი იქნება. აქედან გამომდინარე, ვართ ის გამონაკლისი ძალა, რომელსაც ოპოზიციური ძალების გაერთიანება შეუძლია.

გქონდათ თუ არა „სტრატეგია აღმაშენებლის“ იდეები იმ პერიოდში, როცა წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყავით და რატომ არ განახორციელეთ ისინი?

მეიუსიტიის სამინისტროში მომსახურების მიმართულებით ვიყავი ხელმძღვანელი. ვფიქრობ, რომ თითქმის ყველაფერი განვახორციელეთ, რაც კი შეიძლებოდა ამ პოზიციიდან განგვეხორციელებინა და შევქმენით არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში ნომერ პირველი მოქალაქეზე ორიენტირებული სისტემა იუსტიციის სახლის სახით.

იმ პერიოდში ჩემი მანდატი არ ითვალისწინებდა სხვა მიმართულებებით მუშაობას, თუმცა რათქმა უნდა, როცა პოლიტიკისკენ ნაბიჯი გადავდგი, მე ჩამოვაყალიბე რეფორმების ის კონცეფცია, რაც გასატარებელი იყო სასამართლოში, პროკურატურაში, სამართალდამცავ ორგანოებში, საგადასახადო მიმართულებით და ა.შ და სწორედ ამ გეგმით ვაპირებდი პოლიტიკაში შესვლას. მე ვიყავი საჯარო მოხელე და სხვა მიმართულებებში ვერ განვახორციელებდი ჩემს გეგმებს, თუმცა სხვა სამინისტროებში გარკვეული რეფორმების გატარება შევძელით. მაგალითად, სკოლებში მოსწავლეთა აღრიცხვიანობის პრობლემა რეგისტრაციისთვის შესაბამისი სისტემის შექმნით მოვაგვარეთ და ა.შ.

საინტერესოა, ვინ არიან თქვენი გუნდის წევრები და რა პოლიტიკური წარსული აქვთ მათ?

ჩემი გუნდის წევრების შერჩევის კრიტერიუმი იყო სამი: პპროფესიონალიზმი, სუფთა წარსული და პატრიოტიზმი. ჩვენი თანაგუნდელები არიან ადამიანები, რომელთან ერთადაც ჩვენ სტრატეგია აღმაშენებლის პირობებში, როგორც ექსპერტებთან და პროფესიონალებთან ვთანამშრომლობთ. მაგალითად, თეონა აქუბარდია პროფესიონალია უსაფრთხოების მიმართულებით, სერგო ჩიხლაძე - ჯანდაცვის, თეონა ჭალიძე - სოციალური, პაატა მანჯგალაძე - კანონშემოქმედების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტში, თამთა შამათავა ტურიზმის მიმართულებით, ნანა ტოხვაძე - განათლების მიმართულებით. ესენი არიან ახალი თაობის პროფესიონალები, რომელსაც“სტრატეგია აღმაშენებელი“ უხსნის კარს. ჩვენი შერჩევის მექანიზმი სწორედ ეს იყო: არა ძველი სახეები, არამედ პოლიტიკაში ახალი თაობის პროფესიონალებისთვის გზის გახსნა.

თუპრემიერ-მინისტრად აგირჩევენ, პირველს რას გააკეთებთ?

პირველ რიგში, პროფესიონალთა გუნდის მთავრობას ჩამოვაყალიბებ და დავიწყებ დაპირებების შესრულებას. პირველი, რასაც გავაკეთებთ, ეს არის პენსიონერებისთვის სესხის პროცენტის ჩამოწერა, ასევე, სესხის პროცენტის 6 თვით სუბსიდირება და COVID პასპორტის მეშვეობით საზღვრის გახსნა, რომ ტურისტი შემოვიდეს. გარდა ამისა, დავიწყებ ინვესტორებთან კარდაკარ სიარულს და იმ დამუშავებული გეგმის შეთავაზებას, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს.

პარალელურ რეჟიმში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეთანხმებულები ვართ სასამართლოს, პოლიციისა და პროკურატურის რეფორმაზე, რომ ეს ორგანოები რეალურად იყოს ადამიანის უფლებების დამცველი და არა დამსჯელი და დანაშაულის მფარველი. ამ ყველაფერს საპარლამენტო საქმიანობიდან გამომდინარე, გავაკეთებთ.

ჩემი, როგორც მომავალი პრემიერ-მინისტრის მთავარ ფუნქციად მივიჩნევ, რომსაქართველო უნდა გახდეს რეფორმების, ცვლილებების მაგალითი და ბევრი ინვესტიცია უნდა შემოვტანოთ ქვეყანაში, რათა ეკონომიკა სწრაფად განვავითაროთ. ვაპირებ, ინვესტორებს პირადად შევთავაზო ის უდიდესი პოტენციალი, რაც საქართველოშია.

ათეა-ს გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად გამართული კონფერენციის ფარგლებში, ევროპულ ქარტიას 14 - მა მუნიციპალიტეტმა მოაწერა ხელი

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

შიდსის პრევენციის საუკეთესო გზა - სწრაფი, უფასო და ანონიმური ტესტირება