საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზერბაიჯანი სომხეთის ცოცხალი ძალის განადგურებაზე იუწყება - როგორია ვითარება ყარაბაღში და გამართავენ თუ არა ფაშინიანი და ალიევი მოლაპარაკებებს მოსკოვში
აზერბაიჯანი სომხეთის ცოცხალი ძალის განადგურებაზე იუწყება - როგორია ვითარება ყარაბაღში და გამართავენ თუ არა ფაშინიანი და ალიევი მოლაპარაკებებს მოსკოვში

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა კვლავ გრძელ­დე­ბა. მხა­რე­ე­ბი კი ცე­ცხლის გახ­სნა­ში კვლავ ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

არა­ღი­ა­რე­ბულ მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში აცხა­დე­ბენ, რომ მათ­მა “თავ­დაც­ვის არ­მი­ამ“ 5 უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ჩა­მო­აგ­დო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სომ­ხუ­რი მე­დია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის­გან მი­ნი­მუმ ერთი თურ­ქუ­ლი წარ­მო­ე­ბის Bayraktar TB2-ის ტი­პის საბ­რძო­ლო უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტია.

სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­გი­ონ­ში და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო. რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას სა­არ­ტი­ლე­რიო და­ბომბვა გან­ხორ­ცი­ელ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა აზერ­ბა­ი­ჯანს, ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ფრონ­ტის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მტრის ცო­ცხა­ლი ძალა და ტექ­ნი­კა გა­ნად­გურ­და.

მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ორი T-72 ტი­პის ტან­კი, ოთხი - BM-21 "Grad" YARS-ის სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა, D-30 ტი­პის ქვე­მე­ხი და 5 ჯავ­შან­მან­ქა­ნა.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ მათი ჯარი ოპე­რა­ტი­ულ ვი­თა­რე­ბას მთელ ფრონტზე აკონ­ტრო­ლებს.

სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის ფონ­ზე აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის ლი­დე­რე­ბის მოს­კოვ­ში შე­საძ­ლო შეხ­ვედ­რა­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის ორი­ვე მხა­რე მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს.

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი აცხა­დებს, რომ მზა­დაა ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბით მოს­კოვ­ში ჩა­ვი­დეს და ილ­ჰამ ალი­ევს პი­რის­პირ შეხ­ვდეს. თა­ვის მხრივ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ილ­ჰამ ალი­ე­ვიც მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს სომ­ხურ მხა­რეს­თან შე­სახ­ვედ­რად.

"მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტი მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით უნდა გა­და­წყდეს. სამ­წუ­ხა­როდ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ამ მო­საზ­რე­ბას არ იზი­ა­რებს. მზად ვარ ძა­ლის­ხმე­ვა არ და­ვი­შუ­რო ამ შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად, მათ შო­რის მოს­კოვ­ში გა­ვემ­გზავ­რო და ილ­ჰამ ალი­ევს შევ­ხვდე“, - გა­ნა­ცხა­და სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ილ­ჰამ ალი­ე­ვი ადას­ტუ­რებს ბა­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სომ­ხეთ­თან მოს­კოვ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­მარ­თვის შე­სა­ხებ მზად­ყოფ­ნას. ამის შე­სა­ხებ მან "ტასს“-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ ყო­ველ­თვის მზად ვი­ყა­ვით შეხ­ვედ­რის­თვის რო­გორც მოს­კოვ­ში, ისე ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე იმის­თვის, რომ და­ვას­რუ­ლოთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და ვი­პო­ვოთ და­რე­გუ­ლი­რე­ბის გზე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ალი­ევ­მა.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა გაგ­რძე­ლე­ბა მოჰ­ყვე­ბა ორი ქვეყ­ნის ლი­დერ­თა გან­ცხა­დე­ბებს და გა­ი­მარ­თე­ბა თუ არა შეხ­ვედ­რა.

შე­გახ­სე­ნებთ, 17 ოქ­ტომ­ბერს აზერ­ბა­ი­ჯან­მა და სომ­ხეთ­მა მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნით ცე­ცხლის შე­წყვე­ტის ახალ შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს. ქვეყ­ნე­ბის სა­გა­რეო უწყე­ბებ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ცე­ცხლი 18 ოქ­ტომ­ბრის 00:00 სა­ა­თი­დან შე­წყდე­ბო­და, თუმ­ცა მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში 27 სექ­ტემ­ბერს და­წყე­ბუ­ლი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი არ წყდე­ბა. მხა­რე­ე­ბი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვა­ში ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კორონიკო!
42

სომხებო, ჩაეხსენით პუტინის რუსეთს და თქვენც აყვავდებით!

angel
18

გუშინ აფეთქებების ხმა ისმოდა თბილისშიც....

ავტორი:

აზერბაიჯანი სომხეთის ცოცხალი ძალის განადგურებაზე იუწყება - როგორია ვითარება ყარაბაღში და გამართავენ თუ არა ფაშინიანი და ალიევი მოლაპარაკებებს მოსკოვში

აზერბაიჯანი სომხეთის ცოცხალი ძალის განადგურებაზე იუწყება - როგორია ვითარება ყარაბაღში და გამართავენ თუ არა ფაშინიანი და ალიევი მოლაპარაკებებს მოსკოვში

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირება კვლავ გრძელდება. მხარეები კი ცეცხლის გახსნაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ მათმა “თავდაცვის არმიამ“ 5 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, განადგურებული საფრენი აპარატებისგან მინიმუმ ერთი თურქული წარმოების Bayraktar TB2-ის ტიპის საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატია.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში რეგიონში დაძაბული ვითარება იყო. რამდენიმე ადგილას საარტილერიო დაბომბვა განხორციელდა.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის მიერ განხორციელებული მოქმედებების შედეგად, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით მტრის ცოცხალი ძალა და ტექნიკა განადგურდა.

მათივე ცნობით, განადგურებულია ორი T-72 ტიპის ტანკი, ოთხი - BM-21 "Grad" YARS-ის სარაკეტო სისტემა, D-30 ტიპის ქვემეხი და 5 ჯავშანმანქანა.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მათი ჯარი ოპერატიულ ვითარებას მთელ ფრონტზე აკონტროლებს.

საომარი მოქმედებების ფონზე აქტიურად საუბრობენ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მოსკოვში შესაძლო შეხვედრაზე. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებისთვის ორივე მხარე მზადყოფნას გამოთქვამს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზადაა ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მოსკოვში ჩავიდეს და ილჰამ ალიევს პირისპირ შეხვდეს. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევიც მზადყოფნას გამოთქვამს სომხურ მხარესთან შესახვედრად.

"მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. სამწუხაროდ, აზერბაიჯანი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მზად ვარ ძალისხმევა არ დავიშურო ამ შედეგის მისაღწევად, მათ შორის მოსკოვში გავემგზავრო და ილჰამ ალიევს შევხვდე“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ადასტურებს ბაქოს წარმომადგენლების სომხეთთან მოსკოვში მოლაპარაკებების გამართვის შესახებ მზადყოფნას. ამის შესახებ მან "ტასს“-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით შეხვედრისთვის როგორც მოსკოვში, ისე ნებისმიერ ადგილზე იმისთვის, რომ დავასრულოთ წინააღმდეგობა და ვიპოვოთ დარეგულირების გზები“, - განაცხადა ალიევმა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გაგრძელება მოჰყვება ორი ქვეყნის ლიდერთა განცხადებებს და გაიმართება თუ არა შეხვედრა.

შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდებოდა, თუმცა მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანი ადასტურებს ინფორმაციას  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ - "შეცდომა მოხდა"

"სიამაყით ვაცხადებ, რომ ქალაქი შუშა სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლებულია" - ილჰამ ალიევი

"ველურები ვართ... კიდევ რამდენჯერ უნდა მოგვეჭრას თავი?!" - აფხაზ "მაღალჩინოსანს" რუსეთიდან ჩასული ექიმის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ