მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბინაზე და კოვიდსასტუმროებში მყოფ პირებს არ სჭირდებათ არანაირი მკურნალობა - უნდა მოისვენონ, მიიღონ ბევრი სითხე და მორჩა - ეს არის მათი მკურნალობა" - იმნაძე
"ბინაზე და კოვიდსასტუმროებში მყოფ პირებს არ სჭირდებათ არანაირი მკურნალობა - უნდა მოისვენონ, მიიღონ ბევრი სითხე და მორჩა - ეს არის მათი მკურნალობა" - იმნაძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ მსუ­ბუქ ავად­მყოფს აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ სჭირ­დე­ბა არა­ნა­ი­რი სპე­ცი­ფი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა.

რო­გორც მან ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და, ასე­თი პა­ცი­ენ­ტი უნდა იყოს მოს­ვე­ნე­ბუ­ლი და ბევ­რი სი­თხე მი­ი­ღოს.

„ერთი შემ­თხვე­ვა მა­ინც და­ფიქ­სირ­და, რო­დე­საც რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ად­გი­ლი არ იყო? ერთი შემ­თხვე­ვა მა­ინც და­მი­სა­ხე­ლეთ. დღეს მთა­ვა­რი არის, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი არ გა­და­იტ­ვირ­თოს იმ მსუ­ბუ­ქი ავად­მყო­ფე­ბით, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბევ­რი იქ­ნე­ბა. რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ად­გი­ლე­ბი უნდა იყოს. სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი არ უნდა გა­და­იტ­ვირ­თოს მსუ­ბუ­ქი პა­ცი­ენ­ტე­ბით და მზად უნდა იყოს მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად, რათა ლე­ტა­ლო­ბა მი­ნი­მა­ლუ­რი იყოს, რა­საც ჯერ­ჯე­რო­ბით ვა­ხერ­ხებთ. ვამ­ბობ­დით, ნი­ღა­ბი გა­ი­კე­თეთ და დის­ტან­ცია და­ი­ცა­ვით-თქო, რათა ამ­დე­ნი შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლი­ყო. ალ­ბათ, ყვე­ლა შე­ვა­წუ­ხე ჩემი მო­წო­დე­ბე­ბით, სხვა არა­ფე­რი არ არის დღეს იმის­თვის, რომ ასე­თი მზარ­დი რა­ო­დე­ნო­ბა არ იყოს. მსუ­ბუქ ავად­მყოფს აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ სჭირ­დე­ბა არა­ნა­ი­რი მკურ­ნა­ლო­ბა, უნდა იყოს მოს­ვე­ნე­ბუ­ლი, უნდა ია­როს, ბევ­რი სი­თხე მი­ი­ღოს და მორ­ჩა, ეს არის მისი მკურ­ნა­ლო­ბა. მეტი არა­ფე­რი სჭირ­დე­ბა მსუ­ბუქ ავად­მყოფს. მძი­მე ავად­მყო­ფე­ბი უნდა მოხ­ვდნენ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

მან ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბა­სა და ე.წ. კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ებ­ში პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბა­ზე ისა­უბ­რა და გან­მარ­ტა, რომ ისი­ნიც მსუ­ბუ­ქი ავად­მყო­ფე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც არა­ვი­თა­რი სპე­ცი­ფი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ სჭირ­დე­ბათ.

„იმის­თვის, რომ ადა­მი­ან­მა ვირუ­სი არ გა­ავ­რცე­ლოს, ამის­თვის არ­სე­ბობს ორი მე­თო­დი - ერთი არის ბი­ნა­ზე თვი­თი­ზო­ლა­ცია, მე­ო­რე არის ე.წ. კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ე­ბი. კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ებ­შიც მსუ­ბუ­ქი ავად­მყო­ფე­ბი არი­ან, უბ­რა­ლოდ, ეს არი­ან ისი­ნი, ვი­საც ბი­ნა­ზე თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ. ეს ადა­მი­ა­ნი უბ­რა­ლოდ ვირუ­სის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი არ უნდა იყოს. მას არა­ვი­თა­რი სპე­ცი­ფი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ სჭირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
3

როგორც უნდათ, ისე ჭრიან და ისე კერავენ)) ამას წინათ, ამავე ბატონმა, - საქართველოში პირველი ტალღა არც ყოფილაო)) არადა გვახსოვს, რა რიხიანად აცხადებდნენ, პირველი ტალღა დავამარცხეთო.. ათი შემთხვევა იყო და დაკეტეს ყველაფერი, ცხრა საათის მერე ხალხს გარეთ აღარ უშვებდნენ..ახლა წაგვლეკა ვირუსმა და , თურმე მკურნალობაც არ ყოფილა საჭირო, თუ ამათვე დავუჯერებთ. თვალთმაქცი უნიათოები.

...
1

ანუ მარტიდან ასეთ მსუბუქ პაციენტებს წყლით და დასვენებით მკურნალობდით კლინიკებში და თავი მაგარ ექიმებად მოგქონდათ, ხალხს ბინაზე დარჩენის უფლებასაც არ აძლევდით, ძალით გადაგყავდათ სასტუმროებში,რომ იმათ მეპატრონეებს დღეში თითო კაცზე 100 ლარზე მეტი გაეკეთებინათ. 8 თვის მერე კი აღმოაჩინეთ სახლშიაც იმკურნალებენ თურმე პრეპარატების გარეშე.ბლეფია თქვენი ჯანდაცვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ბინაზე და კოვიდსასტუმროებში მყოფ პირებს არ სჭირდებათ არანაირი მკურნალობა - უნდა მოისვენონ, მიიღონ ბევრი სითხე და მორჩა - ეს არის მათი მკურნალობა" - იმნაძე

"ბინაზე და კოვიდსასტუმროებში მყოფ პირებს არ სჭირდებათ არანაირი მკურნალობა - უნდა მოისვენონ, მიიღონ ბევრი სითხე და მორჩა - ეს არის მათი მკურნალობა" - იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ მსუბუქ ავადმყოფს აბსოლუტურად არ სჭირდება არანაირი სპეციფიკური მკურნალობა.

როგორც მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ასეთი პაციენტი უნდა იყოს მოსვენებული და ბევრი სითხე მიიღოს.

„ერთი შემთხვევა მაინც დაფიქსირდა, როდესაც რეანიმაციაში ადგილი არ იყო? ერთი შემთხვევა მაინც დამისახელეთ. დღეს მთავარი არის, რომ საავადმყოფოები არ გადაიტვირთოს იმ მსუბუქი ავადმყოფებით, რომელიც ძალიან ბევრი იქნება. რეანიმაციული ადგილები უნდა იყოს. საავადმყოფოები არ უნდა გადაიტვირთოს მსუბუქი პაციენტებით და მზად უნდა იყოს მძიმე პაციენტების მისაღებად, რათა ლეტალობა მინიმალური იყოს, რასაც ჯერჯერობით ვახერხებთ. ვამბობდით, ნიღაბი გაიკეთეთ და დისტანცია დაიცავით-თქო, რათა ამდენი შემთხვევა არ ყოფილიყო. ალბათ, ყველა შევაწუხე ჩემი მოწოდებებით, სხვა არაფერი არ არის დღეს იმისთვის, რომ ასეთი მზარდი რაოდენობა არ იყოს. მსუბუქ ავადმყოფს აბსოლუტურად არ სჭირდება არანაირი მკურნალობა, უნდა იყოს მოსვენებული, უნდა იაროს, ბევრი სითხე მიიღოს და მორჩა, ეს არის მისი მკურნალობა. მეტი არაფერი სჭირდება მსუბუქ ავადმყოფს. მძიმე ავადმყოფები უნდა მოხვდნენ საავადმყოფოში“, - განაცხადა იმნაძემ.

მან ბინაზე მკურნალობასა და ე.წ. კოვიდსასტუმროებში პაციენტების მიღებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ისინიც მსუბუქი ავადმყოფები არიან, რომლებსაც არავითარი სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდებათ.

„იმისთვის, რომ ადამიანმა ვირუსი არ გაავრცელოს, ამისთვის არსებობს ორი მეთოდი - ერთი არის ბინაზე თვითიზოლაცია, მეორე არის ე.წ. კოვიდსასტუმროები. კოვიდსასტუმროებშიც მსუბუქი ავადმყოფები არიან, უბრალოდ, ეს არიან ისინი, ვისაც ბინაზე თვითიზოლაციის საშუალება არ აქვთ. ეს ადამიანი უბრალოდ ვირუსის გამავრცელებელი არ უნდა იყოს. მას არავითარი სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდება“, - განაცხადა იმნაძემ.

კორონავირუსით ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევა და 13 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია ევიპდვითარება რეგიონებში

თსუ-ს პროფესორი, ფილოლოგი რამაზ ჭილაია გარდაიცვალა

რა ახალი რეგულაციები შედის ძალაში 19 ივლისიდან?