ავტორი:

"ფაუჩი კატასტროფაა...ხალხი დაიღალა მისი და ყველა ამ იდიოტის მოსმენით” - დონალდ ტრამპი

"ფაუჩი კატასტროფაა...ხალხი დაიღალა მისი და ყველა ამ იდიოტის მოსმენით” - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ენტონი ფაუჩის "კატასტროფა“ უწოდა.

"ენტონი ფაუჩი კატასტროფაა, მისთვის რომ მომესმინა, 500 000 გარდაცვლილი გვეყოლებოდა,“- განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ამერიკელებს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მობეზრდათ.

”ხალხი ამბობს: უბრალოდ თავი დაგვანებეთ. ისინი დაიღალნენ ამით. ხალხი დაიღალა ფაუჩის და ყველა ამ იდიოტის მოსმენით ”, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ენტონი ფაუჩიმ CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კოვიდ 19-ით დაინფიცირება სრულებით არ გაკვირვებია.

"ხალხში აბსოლუტურად სარისკო სიტუაციაში იყო - ხალხისგან მოშორებით არ იდგა და პირბადე თითქმის არავის ეკეთა. როდესაც ეს ტელევიზიით ვნახე, ვთქვი, ღმერთო ჩემო, ამას კარგი არაფერი მოჰყვება, ეს პრობლემა გახდება“, - განაცხადა ფაუჩიმ.

ცნობისათვის, ენტონი ფაუჩის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის თანამდებობა 1984 წლიდან უკავია.

დონალდ ტრამპის პირველი კომენტარი ბაიდენის გამარჯვების შემდეგ - "არჩევნების დასრულებამდე შორია"

ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა

"საბრძოლო ოპერაციები ფრონტის ყველა მიმართულებით მიმდინარეობს" - რა განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება