Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მდგომარეობის გაუარესების გამო, მამუკა ხაზარაძე ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს - რას წერს ინფიცირებული
მდგომარეობის გაუარესების გამო, მამუკა ხაზარაძე ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს - რას წერს ინფიცირებული

"გა­და­ვე­დი ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ამ დრო­ის­თვის ვიმ­ყო­ფე­ბი ექი­მე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ", - ამის შე­სა­ხებ "ლე­ლოს“ ლი­დე­რი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც ხა­ზა­რა­ძე აცხა­დებს, სიმპტო­მე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას. მი­სი­ვე თქმით, დის­ტან­ცი­უ­რად მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას "ლე­ლოს" შეხ­ვედ­რა­ში, რო­მე­ლიც ხვალ რუს­თავ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ამას­თან, ხა­ზა­რა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი ოჯა­ხის წევ­რებს ვირუ­სი არ და­უ­დას­ტურ­დათ.

"პირ­ველ რიგ­ში, უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ამ­დე­ნი სით­ბოს­თვის, ყუ­რა­დღე­ბის­თვის და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, რო­მე­ლიც ამ დღე­ებ­ში თქვენ­გან ვიგ­რძე­ნი. ჩემ­თვის თქვე­ნი თი­თო­ე­უ­ლი გზავ­ნი­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით და თა­ნად­გო­მას გა­მო­ხა­ტა­ვენ - მად­ლო­ბა კი­დევ ერთხელ თქვენ ამის­თვის.

ამ დრო­ის­თვის ვიმ­ყო­ფე­ბი ექი­მე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­თლაც რომ გმი­რე­ბი არი­ან. დღი­თი­დღე ვრწმუნ­დე­ბი, რომ მხო­ლოდ მათი ძა­ლის­ხმე­ვით მო­ვი­გებთ ბრძო­ლას covid19-თან.

გუ­შინ, გვი­ან ღა­მით, შე­და­რე­ბით ცუ­დად გავ­ხდი, ტემ­პე­რა­ტუ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით 40 გრა­დუ­სამ­დე ამი­წია. მთე­ლი დღე სიმპტო­მე­ბი არ მქონ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ექი­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით გა­და­ვე­დი ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ პრო­ცე­სის მარ­თვა ბევ­რად უსაფრ­თხოა.

ახლა სხვა პა­ცი­ენ­ტებ­თან ერ­თად ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გავ­დი­ვარ covid19-ის მკურ­ნა­ლო­ბის კურსს...

რაც მთა­ვა­რია, covid-ი ხელს ვერ მიშ­ლის, ჩარ­თუ­ლი ვიყო ჩვე­ულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, მარ­თა­ლია, დის­ტან­ცი­უ­რად, თუმ­ცა დღე­ვან­დელ სამ­ყა­რო­ში კო­მუ­ნი­კა­ცია ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ასე უფრო მარ­ტი­ვი და ეფექ­ტუ­რია.

სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი რთუ­ლი სა­მარ­თა­ვია, თუმ­ცა არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ „ლელო“ ერთი ლი­დე­რის პარ­ტია არას­დროს ყო­ფი­ლა, ჩემი ამო­ცა­ნა ყო­ველ­თვის იყო ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის გუნდთან ერ­თად მუ­შა­ო­ბა და დღეს სწო­რედ ასე­თი ძლი­ე­რი ლი­დე­რე­ბის­გან შემ­დგა­რი გუნ­დია ჩვე­ნი პარ­ტია. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვე­ნი კამ­პა­ნია ერთი წა­მი­თაც არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა!

ხვალ დიდი შეხ­ვედ­რა გვექ­ნე­ბა რუს­თავ­ში, მეც დის­ტან­ცი­უ­რად მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას... ჩვე­ნი ლი­დე­რე­ბი და თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი ველ­ზე არი­ან და ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ, რა თქმა უნდა, უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის ყვე­ლა უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტის დაც­ვით. “ლე­ლოს” ყვე­ლა ლი­დერ­მა გა­ი­კე­თა covid19-ის ტეს­ტი. პა­სუ­ხე­ბის 99% უკვე ცნო­ბი­ლია - უარ­ყო­ფი­თი. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჯან­მრთე­ლე­ბი არი­ან. ბავ­შვებ­საც და მე­უღ­ლე­საც ვირუ­სი არ და­უ­დას­ტურ­დათ.

31 ოქ­ტომ­ბერს ჩვენ, ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად, და­ვა­მარ­ცხებთ covid19-ს და “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, რო­მელ­მაც ამ კა­ტას­ტრო­ფამ­დე მი­იყ­ვა­ნა ქვე­ყა­ნა.

ჩვე­ნი სა­ერ­თო ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა, ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა - გა­მარ­ჯვე­ბამ­დე!!!", - წერს მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქაქუცა
12

ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს. საარჩევნო კამპანია რთული სამართავიაო ამბობ და შენ რომ პრემიერი ყოფილიყავი პანდემიიის მართვა გენახა, როგორი რთული სამართავია. არ ხარ შენ ის კაცი და ნუ იბრალებ.....

შორენა
9

მალე გამოჯანმრთელებას და გამარჯვებას გისურვებთ! თქვენი გამარჯვება ჩემი მშვიდი სიბერის გარანტია! ამიტომ თქვენს გვერდით მიგულეთ! 

ავტორი:

მდგომარეობის გაუარესების გამო, მამუკა ხაზარაძე ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს - რას წერს ინფიცირებული

მდგომარეობის გაუარესების გამო, მამუკა ხაზარაძე ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს - რას წერს ინფიცირებული

"გადავედი ინფექციურ საავადმყოფოში. ამ დროისთვის ვიმყოფები ექიმების დაკვირვების ქვეშ", - ამის შესახებ "ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, სიმპტომების გაუარესების გამო, ინფექციურ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას. მისივე თქმით, დისტანციურად მიიღებს მონაწილეობას "ლელოს" შეხვედრაში, რომელიც ხვალ რუსთავში გაიმართება. ამასთან, ხაზარაძე აღნიშნავს, რომ მისი ოჯახის წევრებს ვირუსი არ დაუდასტურდათ.

"პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ამდენი სითბოსთვის, ყურადღებისთვის და სიყვარულისთვის, რომელიც ამ დღეებში თქვენგან ვიგრძენი. ჩემთვის თქვენი თითოეული გზავნილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც უცნობი ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები ინტერესდებიან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით და თანადგომას გამოხატავენ - მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ ამისთვის.

ამ დროისთვის ვიმყოფები ექიმების დაკვირვების ქვეშ. ეს ადამიანები მართლაც რომ გმირები არიან. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ მხოლოდ მათი ძალისხმევით მოვიგებთ ბრძოლას covid19-თან.

გუშინ, გვიან ღამით, შედარებით ცუდად გავხდი, ტემპერატურამ დაახლოებით 40 გრადუსამდე ამიწია. მთელი დღე სიმპტომები არ მქონდა, თუმცა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა, აქედან გამომდინარე, ექიმების რეკომენდაციით გადავედი ინფექციურ საავადმყოფოში. პროფესიონალების დაკვირვების ქვეშ პროცესის მართვა ბევრად უსაფრთხოა.

ახლა სხვა პაციენტებთან ერთად ინფექციურ საავადმყოფოში გავდივარ covid19-ის მკურნალობის კურსს...

რაც მთავარია, covid-ი ხელს ვერ მიშლის, ჩართული ვიყო ჩვეულ აქტივობებში, მართალია, დისტანციურად, თუმცა დღევანდელ სამყაროში კომუნიკაცია ხშირ შემთხვევაში ასე უფრო მარტივი და ეფექტურია.

საარჩევნო პროცესი რთული სამართავია, თუმცა არაერთხელ მითქვამს, რომ „ლელო“ ერთი ლიდერის პარტია არასდროს ყოფილა, ჩემი ამოცანა ყოველთვის იყო ძლიერი ადამიანების გუნდთან ერთად მუშაობა და დღეს სწორედ ასეთი ძლიერი ლიდერებისგან შემდგარი გუნდია ჩვენი პარტია. სწორედ ამიტომ, ჩვენი კამპანია ერთი წამითაც არ შეჩერებულა!

ხვალ დიდი შეხვედრა გვექნება რუსთავში, მეც დისტანციურად მივიღებ მონაწილეობას... ჩვენი ლიდერები და თანაგუნდელები ველზე არიან და ინტენსიურად მუშაობენ, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების მოთხოვნების ყველა უმაღლესი სტანდარტის დაცვით. “ლელოს” ყველა ლიდერმა გაიკეთა covid19-ის ტესტი. პასუხების 99% უკვე ცნობილია - უარყოფითი. ჩემი ოჯახის წევრებიც, საბედნიეროდ, ჯანმრთელები არიან. ბავშვებსაც და მეუღლესაც ვირუსი არ დაუდასტურდათ.

31 ოქტომბერს ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, დავამარცხებთ covid19-ს და “ქართულ ოცნებას“, რომელმაც ამ კატასტროფამდე მიიყვანა ქვეყანა.

ჩვენი საერთო ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა გრძელდება - გამარჯვებამდე!!!", - წერს მამუკა ხაზარაძე.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა

თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით 70 წლის ქალი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2197 პაციენტი