პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინიციატივა 5.0 BTU-ში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებისთვის დაიწყო
ინიციატივა 5.0 BTU-ში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებისთვის დაიწყო

პირ­ვე­ლი სტარ­ტაპ სტა­ტუ­სი ქვე­ყა­ნა­ში, MIT-ს გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ლაბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ქარ­თულ ენა­ზე ნა­თარ­გმნი MIT-ში შექ­მნი­ლი მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რი მე­წარ­მე­ო­ბის შე­სას­წავ­ლად, მე­წარ­მე­თა ფი­ნან­სებ­თან წვდო­მის გა­სა­მარ­ტი­ვებ­ლად ინი­ცი­რე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვე­ბი, პარტნი­ო­რო­ბა ბრი­ტა­ნე­თის სა­მეც­ნი­ე­რო პარკთან, ის­რა­ე­ლის სი­ლი­კონ ვა­დის­თან და ენ­ჯელ ინ­ვეს­ტო­რებ­თან, გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დი და პრო­ექ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბის­თვის - ინი­ცი­ა­ტი­ვა 5.0 BTU-ში სა­მე­წარ­მეო ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და­ი­წყო.

BTU-ს მიერ ინი­ცი­რე­ბულ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე არ­სე­ბუ­ლი მე­წარ­მე­ო­ბის ცენ­ტრი იმუ­შა­ვებს. რო­გორც მე­წარ­მე­ო­ბის ცენ­ტრში გან­მარ­ტა­ვენ მათ მიერ და­გეგ­მი­ლი და­გეგ­მი­ლი პრო­ექ­ტე­ბის მი­ზა­ნია, გა­ი­ზარ­დოს მე­წარ­მე­თა გან­ვი­თა­რე­ბის და ფი­ნან­სებ­თან წვდო­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩა­ტარ­დეს კვლე­ვე­ბი, ხელი შე­ე­წყოს ეკო­სის­ტე­მის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ას, გაღ­რმავ­დეს კერ­ძო, სა­ჯა­რო და აკა­დე­მი­ურ სივ­რცე­ებს შო­რის დის­კუ­სია, ინი­ცი­რე­ბა გა­უ­კეთ­დეს ქვე­ყა­ნა­ში მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო სა­კა­ნონ­მდებ­ლო თუ სხვა ცვლი­ლე­ბებს და ინო­ვა­ცი­უ­რი ეკო­სის­ტე­მის ფორ­მი­რე­ბას.

"ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მი­სი­ას ქარ­თუ­ლი სა­მე­წარ­მეო ეკო­სის­ტე­მის მხარ­და­ჭე­რა და გან­ვი­თა­რე­ბა წარ­მო­ად­გენს. სწო­რედ ამ მი­სი­ის აღ­სრუ­ლე­ბის­თვის მოქ­მე­დებს უნი­ვერ­სტეტ­ში მე­წარ­მე­ო­ბის ცენ­ტრი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა ისე­თი პრო­ექ­ტე­ბი რო­გო­რი­ცაა სტარ­ტაპ-სტა­ტუ­სი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, პრე-აქ­სე­ლე­რა­ცია ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სტარ­ტა­პე­ბის­თის, სხვა­დას­ხვა ტრე­ნინ­გე­ბი თბი­ლის­სა თუ რე­გი­ო­ნებ­ში, კვლე­ვე­ბი, მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვა­ნი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს თარ­გმნა და ა.შ. ამ აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­დე­გად გვსურს გავ­ზარ­დოთ ინ­ტე­რე­სი მე­წარ­მე­ო­ბის მი­მართ, გა­ვა­ზი­ა­როთ სხვა­დას­ხვა რე­სურ­სე­ბი, შევ­ქმნათ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი იდე­ე­ბის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად და და­სახ­ვე­წად, გა­ვაღ­რმა­ოთ კერ­ძო, სა­ჯა­რო და აკა­დე­მი­ურ სივ­რცე­ებს შო­რის დის­კუ­სია, და ინი­ცი­რე­ბა გა­ვუ­კე­თოთ ქვე­ყა­ნა­ში მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო სა­კა­ნონ­მდებ­ლო თუ სხვა ცვლი­ლე­ბებს,“ – გან­მარ­ტავს სა­მე­წარ­მეო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­მარ ჯა­ფა­რი­ძე.

BTU პირ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია რე­გი­ონ­ში, რო­მელ­მაც სტუ­დენ­ტებს სტარ­ტაპ სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა. სტა­ტუ­სის მქო­ნე სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, ისარ­გებ­ლონ სხვა­დას­ხვა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბით, მათ შო­რის: ფი­ნან­სუ­რი სერ­ვი­სე­ბით, მარ­კე­ტინ­გუ­ლი სერ­ვი­სე­ბით, იუ­რი­დი­უ­ლი სერ­ვი­სე­ბით, ფი­ნან­სებ­თან წვდო­მა­ში მხარ­და­ჭე­რით, სა­ერ­თო სა­მუ­შაო სივ­რცით, მენ­ტო­რინ­გით და სხვა. სტარ­ტაპ-სტა­ტუ­სის შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი ორ ეტა­პად ჩა­ტარ­და: აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა და პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი (ე.წ. pitch) ჟი­უ­რის წი­ნა­შე. ჟი­უ­რის წევ­რებს შო­რის იყ­ვნენ: საფ­რან­გე­თის ელჩი დი­ე­გო კო­ლა­სი, ენ­დრიუ გოდ­ლი (Henley Business School), პედ­რო ვი­ე­რა (500 Startups Georgia), და­ვით ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი (Microsoft), ეალ ბა­რო­ზი (Webiz), გი­ორ­გი ჩუ­გოშ­ვი­ლი (Phubber), ავ­თან­დილ კას­რა­ძე (GITA), ანა ლომ­თა­ძე (BTU). ჟი­უ­რის წევ­რე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მოვ­ლინ­და 3 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სტარ­ტა­პი, რო­მელ­თაც მი­ე­ნი­ჭათ სტარ­ტაპ-სტა­ტუ­სი. მე­წარ­მე­ო­ბის ცენ­ტრი თი­თო­ე­ულ გა­მარ­ჯვე­ბულ სტარ­ტა­პთან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ჯერ­დე­ბა მათი სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე და გა­უ­წევს შე­სა­ბა­მის სერ­ვი­სებს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად.

BTU-ს ბა­ზა­ზე, ბრი­ტა­ნე­თის უმაღ­ლე­სი რე­ი­ტინ­გის მქო­ნე Henley Centre for Entrepreneurship-თან ერ­თად შექ­მნი­ლი მე­წარ­მე­ო­ბის ცენ­ტრი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ცენ­ტრის მი­ზა­ნია გა­ზარ­დოს მე­წარ­მე­თა გან­ვი­თა­რე­ბის და ფი­ნან­სებ­თან წვდო­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩა­ა­ტა­როს კვლე­ვე­ბი, ხელი შე­უ­წყოს ეკო­სის­ტე­მის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ას, გა­აღ­რმა­ოს კერ­ძო, სა­ჯა­რო და აკა­დე­მი­ურ სივ­რცე­ებს შო­რის დის­კუ­სია, ინი­ცი­რე­ბა გა­უ­კე­თოს ქვე­ყა­ნა­ში მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო სა­კა­ნონ­მდებ­ლო თუ სხვა ცვლი­ლე­ბებს და ინო­ვა­ცი­უ­რი ეკო­სის­ტე­მის ფორ­მი­რე­ბას. ცენ­ტრის პრო­ექ­ტებს შო­რი­საა BTU x EFSE პრე-აქ­სე­ლე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის მო­წი­ნა­ვე ტექ სტარ­ტა­პებს ამ­ზა­დებს დემო დღის­თვის და 10,000 ლა­რი­ა­ნი საპ­რი­ზო ფონ­დის მო­პო­ვე­ბის­თვის; სტარ­ტაპ ბუთ­ქემ­ფე­ბი და პრე­აქ­სე­ლე­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში, გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დის და სა­ერ­თა­შო­რი­სო ენ­ჯელ ინ­ვეს­ტო­რე­ბის ქსე­ლის გა­ფარ­თო­ვე­ბა; MIT-ს ბესტსე­ლე­რი წიგ­ნის „24 ნა­ბი­ჯი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტარ­ტა­პის შე­საქ­მნე­ლად“ თარ­გმნა და MIT-ს გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ლა­ბის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და სხვა.

თი­თო­ე­უ­ლი და­გეგ­მი­ლი და უკვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, მე­წარ­მე­ო­ბის ცენ­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­იქ­მნა ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მუდ­მივ­მოქ­მე­დი საბ­ჭო, რო­მე­ლიც და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­დუსტრი­ის მო­წი­ნა­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი რგო­ლით. საბ­ჭო ყო­ველ­სემსტრუ­ლად შე­იკ­რი­ბე­ბა და გა­ნი­ხი­ლავს სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მის მხარ­და­ჭე­რის­თვის და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კუ­რი­კუ­ლუ­მის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ინი­ცი­ტი­ვებს, შრო­მის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ მო­თხოვ­ნებს და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის უწყვე­ტი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­კი­თხებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

ინიციატივა 5.0 BTU-ში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებისთვის დაიწყო

ინიციატივა 5.0 BTU-ში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებისთვის დაიწყო

პირველი სტარტაპ სტატუსი ქვეყანაში, MIT-ს გლობალური სტარტაპ ლაბი საქართველოში და ქართულ ენაზე ნათარგმნი MIT-ში შექმნილი მსოფლიო ბესტსელერი მეწარმეობის შესასწავლად, მეწარმეთა ფინანსებთან წვდომის გასამარტივებლად ინიცირებული მასშტაბური კვლევები, პარტნიორობა ბრიტანეთის სამეცნიერო პარკთან, ისრაელის სილიკონ ვადისთან და ენჯელ ინვესტორებთან, გლობალური სტარტაპ ფონდი და პროექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სამეწარმეო საქმიანობის სტიმულირებისთვის - ინიციატივა 5.0 BTU-ში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებისთვის დაიწყო.

BTU-ს მიერ ინიცირებულ პროექტების განხორციელებაზე უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული მეწარმეობის ცენტრი იმუშავებს. როგორც მეწარმეობის ცენტრში განმარტავენ მათ მიერ დაგეგმილი დაგეგმილი პროექტების მიზანია, გაიზარდოს მეწარმეთა განვითარების და ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობა, ჩატარდეს კვლევები, ხელი შეეწყოს ეკოსისტემის ინტერნაციონალიზაციას, გაღრმავდეს კერძო, საჯარო და აკადემიურ სივრცეებს შორის დისკუსია, ინიცირება გაუკეთდეს ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ცვლილებებს და ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებას.

"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მისიას ქართული სამეწარმეო ეკოსისტემის მხარდაჭერა და განვითარება წარმოადგენს. სწორედ ამ მისიის აღსრულებისთვის მოქმედებს უნივერსტეტში მეწარმეობის ცენტრი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ისეთი პროექტები როგორიცაა სტარტაპ-სტატუსი სტუდენტებისთვის, პრე-აქსელერაცია ტექნოლოგიური სტარტაპებისთის, სხვადასხვა ტრენინგები თბილისსა თუ რეგიონებში, კვლევები, მსოფლიოში წამყვანი სახელმძღვანელოს თარგმნა და ა.შ. ამ აქტივობების შედეგად გვსურს გავზარდოთ ინტერესი მეწარმეობის მიმართ, გავაზიაროთ სხვადასხვა რესურსები, შევქმნათ შესაძლებლობები იდეების განსავითარებლად და დასახვეწად, გავაღრმაოთ კერძო, საჯარო და აკადემიურ სივრცეებს შორის დისკუსია, და ინიცირება გავუკეთოთ ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ცვლილებებს,“ – განმარტავს სამეწარმეო ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ჯაფარიძე.

BTU პირველი უნივერსიტეტია რეგიონში, რომელმაც სტუდენტებს სტარტაპ სტატუსი მიანიჭა. სტატუსის მქონე სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ სხვადასხვა უპირატესობებით, მათ შორის: ფინანსური სერვისებით, მარკეტინგული სერვისებით, იურიდიული სერვისებით, ფინანსებთან წვდომაში მხარდაჭერით, საერთო სამუშაო სივრცით, მენტორინგით და სხვა. სტარტაპ-სტატუსის შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა: აპლიკაციების მიღება და პრეზენტაციები (ე.წ. pitch) ჟიურის წინაშე. ჟიურის წევრებს შორის იყვნენ: საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი, ენდრიუ გოდლი (Henley Business School), პედრო ვიერა (500 Startups Georgia), დავით ჭიაბერაშვილი (Microsoft), ეალ ბაროზი (Webiz), გიორგი ჩუგოშვილი (Phubber), ავთანდილ კასრაძე (GITA), ანა ლომთაძე (BTU). ჟიურის წევრების შეფასებების საფუძველზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული სტარტაპი, რომელთაც მიენიჭათ სტარტაპ-სტატუსი. მეწარმეობის ცენტრი თითოეულ გამარჯვებულ სტარტაპთან ინდივიდუალური კონსულტაციის საფუძველზე შეჯერდება მათი საჭიროებებზე და გაუწევს შესაბამის სერვისებს პარტნიორებთან ერთად.

BTU-ს ბაზაზე, ბრიტანეთის უმაღლესი რეიტინგის მქონე Henley Centre for Entrepreneurship-თან ერთად შექმნილი მეწარმეობის ცენტრი ფუნქციონირებს. ცენტრის მიზანია გაზარდოს მეწარმეთა განვითარების და ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობა, ჩაატაროს კვლევები, ხელი შეუწყოს ეკოსისტემის ინტერნაციონალიზაციას, გააღრმაოს კერძო, საჯარო და აკადემიურ სივრცეებს შორის დისკუსია, ინიცირება გაუკეთოს ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ცვლილებებს და ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებას. ცენტრის პროექტებს შორისაა BTU x EFSE პრე-აქსელერატორი, რომელიც ქვეყნის მოწინავე ტექ სტარტაპებს ამზადებს დემო დღისთვის და 10,000 ლარიანი საპრიზო ფონდის მოპოვებისთვის; სტარტაპ ბუთქემფები და პრეაქსელერაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, გლობალური სტარტაპ ფონდის და საერთაშორისო ენჯელ ინვესტორების ქსელის გაფართოვება; MIT-ს ბესტსელერი წიგნის „24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად“ თარგმნა და MIT-ს გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამის განხორციელება საქართველოში და სხვა.

თითოეული დაგეგმილი და უკვე განხორციელებული პროექტის პარალელურად, მეწარმეობის ცენტრის ინიციატივით შეიქმნა ინოვაციების და ტექნოლოგიების მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია ტექნოლოგიური ინდუსტრიის მოწინავე საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელი რგოლით. საბჭო ყოველსემსტრულად შეიკრიბება და განიხილავს სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერისთვის და საუნივერსიტეტო კურიკულუმის გაძლიერებისთვის საჭირო ინიციტივებს, შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და საგანმანათლებლო პროგრამების უწყვეტი გაუმჯობესების საკითხებს.