სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება

22

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 05:59-ზე, მთვარე მშვილდოსანშია ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს.
საზოგადოება
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბატონიშვილი გიორგი უკვე 9 წლისაა - სად აღნიშნეს ბაგრატიონებმა მისი დაბადების დღე და როგორ ცხოვრობს ქართული სამეფო ოჯახი
ბატონიშვილი გიორგი უკვე 9 წლისაა - სად აღნიშნეს ბაგრატიონებმა მისი დაბადების დღე და როგორ ცხოვრობს ქართული სამეფო ოჯახი

2011 წლის 27 სექ­ტემ­ბერს, ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, მად­რიდ­ში გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნელ-გრუ­ზინ­სკი და­ი­ბა­და. მა­შინ მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის იდე­ით შე­პყრო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი იმე­დოვ­ნებ­დნენ, რომ გი­ორ­გის და­ბა­დე­ბით სა­მუ­და­მოდ შე­იკვრე­ბო­და ბაგ­რა­ტი­ონ­თა ორი შტო - გრუ­ზინ­სკე­ბი და მუხ­რა­ნე­ლე­ბი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ანა ბაგ­რა­ტი­ონ გრუ­ზინ­სკი­სა და და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლის ქორ­წი­ნე­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს და­ლოც­ვი­თა და თან­ხმო­ბით მოხ­და, წყვილს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ბავ­შვის და­ბა­დე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე აი­რია. ყვი­თე­ლი პრე­სა აჭ­რელ­და სა­თა­უ­რე­ბით, სა­დაც და­ვი­თი­სა და შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ა­ზე მოგ­ვი­თხრობ­დნენ. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი, და­ვი­თი ანა­ზე ფი­ზი­კუ­რა­დაც ძა­ლა­დობ­და, რა­მაც ქალი სა­ბო­ლო­ოდ გა­ხა­და იძუ­ლე­ბუ­ლი, რომ სა­უ­კუ­ნის ქორ­წი­ნე­ბა სა­უ­კუ­ნის გან­ქორ­წი­ნე­ბით შე­ეც­ვა­ლა.

ანა და და­ვი­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­შორ­დნენ, თუმ­ცა მათ შო­რის ქო­ნებ­რი­ვი დავა დღემ­დე სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და პე­რი­ო­დუ­ლად მე­დია მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ მათი ად­ვო­კა­ტე­ბის­გან იგებს.

ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ეს­პა­ნეთ­ში, მა­მის მე­ო­რე სამ­შობ­ლო­ში ცხოვ­რობ­და, ვიდ­რე ანა სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვეტ­და ქმარ­თან და­შო­რე­ბას. ანას ცხოვ­რე­ბა არც მა­ნამ­დე ყო­ფი­ლა სა­ჯა­რო, თუმ­ცა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, უფრო ჩა­ი­კე­ტა.

და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი კი გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ არა­ერ­თხელ გა­ეხ­ვა სკან­დალ­ში. მას ყალ­ბი ორ­დე­ნე­ბის გა­ცე­მა­შიც კი სდებ­დნენ ბრალს. თუმ­ცა ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის შთა­მო­მა­ვალ­მა ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე უარი თქვა და ძი­რი­თა­დად დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მცხე­თის აგა­რაკ­ზე ატა­რებს, სა­დაც სა­პატ­რი­არ­ქოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ანას და და­ვი­თის ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ უნდა ეცხოვ­რათ.

გა­ი­ზარ­და მემ­კვიდ­რე გი­ორ­გი, რომ­ლის და­ბა­დე­ბა­საც არა­ერ­თი სკან­და­ლი მოჰ­ყვა. მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის მომ­ხრე­ე­ბი მას უფ­ლის­წულ გი­ორ­გიდ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. იმე­დი აქვთ, რო­დე­საც ბიჭი სრულ­წლო­ვა­ნი გახ­დე­ბა, დღის წეს­რიგ­ში სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ყე­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის სა­კითხს, რად­გან რე­ა­ლუ­რად, სა­მე­ფო ტახ­ტის მემ­კვიდ­რე ცნო­ბი­ლია და გა­სა­ყო­ფიც ამ ორ შტოს შო­რის მხო­ლოდ ქო­ნე­ბაა, რო­მელ­ზე და­ვაც ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­სა­მარ­თლო­ში.

გი­ორ­გი 9 წლის გახ­და და და­ბა­დე­ბის დღე მცხე­თა­ში აღ­ნიშ­ნეს. ბიჭი დე­დას­თან, დებ­თან, ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ერ­თად ცხოვ­რობს, შე­გახ­სნებთ, რომ გო­გო­ნე­ბი ანას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს. ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი სწავ­ლობს კერ­ძო სკო­ლა­ში არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე და რო­გორც ამ­ბო­ბენ, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია.

გი­ორ­გი შა­ბათ-კვი­რებს მა­მას­თან, მცხე­თა­ში ატა­რებს. ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ანა და და­ვი­თი მარ­თა­ლია არ შე­რი­გე­ბუ­ლან, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ბავ­შვი წა­მო­ი­ზარ­და, ცდი­ლო­ბენ სკან­დლე­ბი აი­რი­დონ თა­ვი­დან - მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ნელ-ნელა დას­ტა­ბი­ლურ­და. და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ­მა ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცია აღად­გი­ნა და მეღ­ვი­ნე­ო­ბას მის­დევს.

"ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, რი­გით 30-ე მუხ­რან­ბა­ტო­ნი, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რან­ბა­ტო­ნი ამა­ყია იმით, რომ მიჰ­ყვე­ბა რი­გით 26-ე მუხ­რან­ბა­ტო­ნის, ივა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რან­ბა­ტო­ნის (1812- 1895) ნაკ­ვა­ლევს. ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ივა­ნე იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი მეღ­ვი­ნე, რაც გუ­ლის­ხმობ­და - ცქრი­ა­ლა ღვი­ნო­ე­ბის და­ყე­ნე­ბას და მუხ­რა­ნის სა­სახ­ლის შექ­მნას. ის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბით. ამ საქ­მის­თვის მან და­ი­ქი­რა­ვა ფრან­გი და ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და 1876 წელს სა­კუ­თარ მა­მულ­ში აა­შე­ნა დიდი ქარ­ხა­ნა, სა­დაც ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის და ბოთ­ლებ­ში ჩა­მოს­ხმის პრო­ცე­დუ­რე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ფრან­გუ­ლი წე­სით...", - ვკი­თხუ­ლობთ სა­მე­ფო კა­რის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.

ანა ბაგ­რა­ტი­ონ გრუ­ზინ­სკი, რო­მე­ლიც მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბამ­დე მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­ლდათ, ახლა დი­ა­სახ­ლი­სია. მხო­ლოდ უცხო­ეთ­ში ვი­ზი­ტე­ბი­სას, სა­დაც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან მო­ნარ­ქე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან, ასე წა­რად­გე­ნენ რო­გორც მისი სა­მე­ფო უმაღ­ლე­სო­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ტახ­ტის მემ­კვიდ­რე, ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ანა. ერთი წლის წინ ჟურ­ნალ "სი­თი­ში" სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე ვრცლად ისა­უბ­რა:

"ჩემი ქორ­წი­ნე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, უიღ­ბლო, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მომ­ცე­მი იყო. იმ პე­რი­ოდ­ში გა­ვი­ზარ­დე უფრო მე­ტად, შე­ვი­ძი­ნე უამ­რა­ვი თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე არ მქონ­და - მოთ­მი­ნე­ბა, დათ­მო­ბა, ხა­სი­ა­თის სირ­ბი­ლე… ქორ­წი­ნე­ბამ­დეც რთუ­ლი გზის გავ­ლა მო­მიხ­და ჩემს თავ­თან, ფაქ­ტობ­რი­ვად, უარი ვთქვი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მომ­წონ­და, მიყ­ვარ­და და და­ვი­წყე ახალ, სრუ­ლი­ად უცხო გა­რე­მო­ში არ­სე­ბო­ბა.

მეს­მის, ძნე­ლია 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში მო­ნარ­ქი­ის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის­თვის გა­და­დო თავი და ცხოვ­რე­ბა და­უ­კავ­ში­რო სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ანს, სხვა კულ­ტუ­რი­დან მო­სულს, მაგ­რამ არ­სე­ბობს რა­ღაც, რა­საც მეც ვერ ვხსნი დღემ­დე. სა­ი­დან მო­ვი­და მა­შინ იმ­ხე­ლა ძალა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა. ერთი ვიცი, რომ დღე­საც იგი­ვეს გა­ვა­კე­თებ­დი, რათა პა­ტი­ვი მი­მე­გო ჩემი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის­თვის და წი­ნაპ­რე­ბის­თვის. უიღ­ბლო ქორ­წი­ნე­ბამ უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა და­მი­ტო­ვა ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი გი­ორ­გის და­ბა­დე­ბით", - ამ­ბობს ინ­ტერ­ვი­უ­ში ანა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გველის თუ არა დიდი გაძვირება?
ავტორი:

ბატონიშვილი გიორგი უკვე 9 წლისაა - სად აღნიშნეს ბაგრატიონებმა მისი დაბადების დღე და როგორ ცხოვრობს ქართული სამეფო ოჯახი

ბატონიშვილი გიორგი უკვე 9 წლისაა - სად აღნიშნეს ბაგრატიონებმა მისი დაბადების დღე და როგორ ცხოვრობს ქართული სამეფო ოჯახი

2011 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, მადრიდში გიორგი ბაგრატიონ მუხრანელ-გრუზინსკი დაიბადა. მაშინ მონარქიის აღდგენის იდეით შეპყრობილი ქართველები იმედოვნებდნენ, რომ გიორგის დაბადებით სამუდამოდ შეიკვრებოდა ბაგრატიონთა ორი შტო - გრუზინსკები და მუხრანელები.

მიუხედავად იმისა, რომ ანა ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ მუხრანელის ქორწინება საპატრიარქოს დალოცვითა და თანხმობით მოხდა, წყვილს შორის ურთიერთობა ბავშვის დაბადებიდან ძალიან მალე აირია. ყვითელი პრესა აჭრელდა სათაურებით, სადაც დავითისა და შორენა ბეგაშვილის სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობდნენ. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დავითი ანაზე ფიზიკურადაც ძალადობდა, რამაც ქალი საბოლოოდ გახადა იძულებული, რომ საუკუნის ქორწინება საუკუნის განქორწინებით შეეცვალა.

ანა და დავითი ოფიციალურად დაშორდნენ, თუმცა მათ შორის ქონებრივი დავა დღემდე სასამართლოში მიმდინარეობს და პერიოდულად მედია მოვლენების განვითარების შესახებ მათი ადვოკატებისგან იგებს.

ახალდაბადებული გიორგი გარკვეული პერიოდი ესპანეთში, მამის მეორე სამშობლოში ცხოვრობდა, ვიდრე ანა საბოლოოდ გადაწყვეტდა ქმართან დაშორებას. ანას ცხოვრება არც მანამდე ყოფილა საჯარო, თუმცა წარუმატებელი მეორე ქორწინების შემდეგ, უფრო ჩაიკეტა.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი კი განქორწინების შემდეგ არაერთხელ გაეხვა სკანდალში. მას ყალბი ორდენების გაცემაშიც კი სდებდნენ ბრალს. თუმცა ბაგრატიონების შთამომავალმა ესპანეთში ცხოვრებაზე უარი თქვა და ძირითადად დროს საქართველოში, მცხეთის აგარაკზე ატარებს, სადაც საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ანას და დავითის ქორწინების შემდეგ უნდა ეცხოვრათ.

გაიზარდა მემკვიდრე გიორგი, რომლის დაბადებასაც არაერთი სკანდალი მოჰყვა. მონარქიის აღდგენის მომხრეები მას უფლისწულ გიორგიდ მოიხსენიებენ. იმედი აქვთ, როდესაც ბიჭი სრულწლოვანი გახდება, დღის წესრიგში სერიოზულად დააყენებენ საქართველოში მონარქიის აღდგენის საკითხს, რადგან რეალურად, სამეფო ტახტის მემკვიდრე ცნობილია და გასაყოფიც ამ ორ შტოს შორის მხოლოდ ქონებაა, რომელზე დავაც ახლაც მიმდინარეობს სასამართლოში.

გიორგი 9 წლის გახდა და დაბადების დღე მცხეთაში აღნიშნეს. ბიჭი დედასთან, დებთან, ბებია-ბაბუასთან ერთად ცხოვრობს, შეგახსნებთ, რომ გოგონები ანას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ბატონიშვილი სწავლობს კერძო სკოლაში არაყიშვილის ქუჩაზე და როგორც ამბობენ, ძალიან ნიჭიერია.

გიორგი შაბათ-კვირებს მამასთან, მცხეთაში ატარებს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ანა და დავითი მართალია არ შერიგებულან, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბავშვი წამოიზარდა, ცდილობენ სკანდლები აირიდონ თავიდან - მათი ურთიერთობა ნელ-ნელა დასტაბილურდა. დავით ბაგრატიონმა ოჯახური ტრადიცია აღადგინა და მეღვინეობას მისდევს.

"ოჯახური ტრადიციის შესაბამისად, რიგით 30-ე მუხრანბატონი, დავით ბაგრატიონ მუხრანბატონი ამაყია იმით, რომ მიჰყვება რიგით 26-ე მუხრანბატონის, ივანე ბაგრატიონ მუხრანბატონის (1812- 1895) ნაკვალევს. ბატონიშვილი ივანე იყო წარმატებული მეღვინე, რაც გულისხმობდა - ცქრიალა ღვინოების დაყენებას და მუხრანის სასახლის შექმნას. ის დაინტერესებული იყო მევენახეობა-მეღვინეობით. ამ საქმისთვის მან დაიქირავა ფრანგი და ქართველი სპეციალისტები და 1876 წელს საკუთარ მამულში ააშენა დიდი ქარხანა, სადაც ღვინის დაყენების და ბოთლებში ჩამოსხმის პროცედურები ხორციელდებოდა ფრანგული წესით...", - ვკითხულობთ სამეფო კარის ოფიციალურ გვერდზე.

ანა ბაგრატიონ გრუზინსკი, რომელიც მეორე ქორწინებამდე მასწავლებელი გახლდათ, ახლა დიასახლისია. მხოლოდ უცხოეთში ვიზიტებისას, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან მონარქები იკრიბებიან, ასე წარადგენენ როგორც მისი სამეფო უმაღლესობას, საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე, ბატონიშვილი ანა. ერთი წლის წინ ჟურნალ "სითიში" საკუთარ ცხოვრებაზე ვრცლად ისაუბრა:

"ჩემი ქორწინება, სამწუხაროდ, უიღბლო, თუმცა საინტერესო და დიდი გამოცდილების მომცემი იყო. იმ პერიოდში გავიზარდე უფრო მეტად, შევიძინე უამრავი თვისება, რომელიც მანამდე არ მქონდა - მოთმინება, დათმობა, ხასიათის სირბილე… ქორწინებამდეც რთული გზის გავლა მომიხდა ჩემს თავთან, ფაქტობრივად, უარი ვთქვი ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც მომწონდა, მიყვარდა და დავიწყე ახალ, სრულიად უცხო გარემოში არსებობა.

მესმის, ძნელია 21-ე საუკუნეში მონარქიის რეკონსტრუქციისთვის გადადო თავი და ცხოვრება დაუკავშირო სრულიად უცხო ადამიანს, სხვა კულტურიდან მოსულს, მაგრამ არსებობს რაღაც, რასაც მეც ვერ ვხსნი დღემდე. საიდან მოვიდა მაშინ იმხელა ძალა და პასუხისმგებლობის გრძნობა. ერთი ვიცი, რომ დღესაც იგივეს გავაკეთებდი, რათა პატივი მიმეგო ჩემი ქვეყნის ისტორიისთვის და წინაპრებისთვის. უიღბლო ქორწინებამ უდიდესი ბედნიერება დამიტოვა ბატონიშვილი გიორგის დაბადებით", - ამბობს ინტერვიუში ანა.

გაიცანით ბიჭუნა, რომლის "გაცოცხლებულ" ანბანს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - "თითოეულზე მოთხრობას წერს, რაც შემდეგ უნდა, რომ ანიმაციად იქცეს"

მამა "ნაცმოძრაობის" დეპუტატი იყო, გახდება თუ არა ქალიშვილი "ოცნების" პარლამენტარი - დებ კვიციანების წარმატება, ოჯახური ბიზნესი და კავშირები

"საქართველოში ყველას თანაბრად არ მიუწვდება ხელი განათლებაზე..." - 26 წლის ბიჭი აფხაზეთიდან, რომელმაც უკვე 5 სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტში ისწავლა