მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დარღვეული შეთანხმება, დაბომბილი მშვიდობიანი მოსახლეობა, ნანგრევებში მოყოლილი ბავშვები - სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის უმძიმესი შედეგები
დარღვეული შეთანხმება, დაბომბილი მშვიდობიანი მოსახლეობა, ნანგრევებში მოყოლილი ბავშვები - სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის უმძიმესი შედეგები

რამ­დე­ნი­მეკ­ვი­რი­ა­ნი ორ­მხრი­ვი ცე­ცხლის შემ­დეგ, სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ზავი ისევ ვერ შედ­გა... მხა­რე­ე­ბი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვა­ში ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი თა­ვი­დან ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ კონ­ფლიქ­ტი რამ­დე­ნი­მე დღეს გას­ტან­და, თუმ­ცა, თან­და­თან უფრო იკ­ვე­თე­ბა ნიშ­ნე­ბი, რომ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის დას­რუ­ლე­ბის ან დრო­ე­ბით შე­წყვე­ტის პერ­სპექ­ტი­ვა არ ჩანს.

ცნო­ბის­თვის, 10 ოქ­ტომ­ბერს რუ­სე­თის შუ­ა­მავ­ლო­ბით ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა შედ­გა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მხა­რე­ებს დაჭ­რი­ლე­ბი და და­ღუ­პუ­ლე­ბი უნდა გა­მო­ეყ­ვა­ნათ, თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე ვე­ღარც ეს გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. "წი­თელ­მა ჯვარ­მა" კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში შეს­ვლა­ზე უარი თქვა. არ­სე­ბობს რის­კი, რომ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ის მიღ­მა სა­ო­მარ მოქმდე­ბებ­ში, შე­საძ­ლოა, ჩა­ერ­თოს თურ­ქე­თი, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯანს კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბის დღი­დან, მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს და რუ­სე­თი, რო­მე­ლიც სომ­ხე­თის უშიშ­რო­ე­ბის გა­რანტს წარ­მო­ად­გენს.

ორი­ვე ქვეყ­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი მზად არის საბ­რძოლ­ვე­ლად, რათა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი დად­გეს, თუმ­ცა, არი­ან ისე­თე­ბიც, ვი­საც მი­აჩ­ნია, რომ ორი­ვე მხა­რე ორ­მაგ სტრან­დარ­ტებს იყე­ნე­ბენ, მათ უკან მყო­ფი ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, ისი­ნი ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის ვა­დას იხან­გრძლი­ვე­ბენ, რა­საც მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა, მათი ჯანრმთე­ლო­ბა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ეწი­რე­ბა.

ჰანა მუ­სი­ე­ვი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მკვიდ­რი:

ასევე დაგაინტერესებთ
10:11 / 19-10-2020

თურქეთის ელჩი: "საქართველოს სიტუაცია საკმაოდ რთულია" - როგორ მოიქცევა თურქეთი, თუ ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთი ჩაერთვება?

13:02 / 19-10-2020

"აზერბაიჯანმა უპილოტო დრონები იერიში მიიტანა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის სკოლებზე" - სომხური მედია

10:07 / 20-10-2020

"ჩვენს უპასუხისმგებლო განცხადებებს აზერბაიჯანი აუცილებლად გამოიყენებს, ასევე გამოიყენებს რუსეთი, სომხეთი და თურქეთიც" - ექსპერტი "კარტოგრაფების საქმესა" და ყარაბაღის კონფლიქტზე

20:38 / 19-10-2020

შედგება თუ არა მოსკოვში ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა - მხარეები მოლაპარაკების გასამართად მზადყოფნას გამოთქვამენ

10:42 / 29-10-2020

"არამეომარი რეგიონული მოთამაშეებიდან ამ ომით ყველაზე მეტად შეიძლება საქართველო დაზარალდეს" - იტალიური კვლევითი ცენტრი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე

- ჩემი დის ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და გან­ჯა­ში, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ბომ­ბეს, რა­საც მათი სახ­ლი შე­ე­წი­რა, თუმ­ცა, სახლზე რო­გორ უნდა ვი­დარ­დოთ, რო­დე­საც ამ და­ბომბვი­სას ნან­გრე­ვებ­ში სამი წლის გო­გო­ნა მოყ­ვა და მისი ცხე­და­რი რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ იპო­ვეს. ვი­თომ შე­თან­ხმე­ბა შედ­გა, არა­და, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ბომ­ბავ­დნენ აგ­დამ­სა და თა­თა­რინს... თუმ­ცა, ამ­ბო­ბენ, რომ ჯაბ­რა­ლის რა­ი­ონ­ში 15-მდე სო­ფელს ჩვე­ნე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ. სულ 150 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს ყა­რა­ბაღ­ში, 20 დღე­ზე მე­ტია სრო­ლე­ბი არ წყდე­ბა, ჩვე­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, აბ­სო­ლუ­ტუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბით მივ­დი­ვართ წინო და რა გახ­და ამ­დე­ნი ეს ტე­რი­ტო­რია.

ხალ­ხს არ უნდა ომი, და­ვი­ღა­ლეთ, 30 წე­ლია ტყვი­ე­ბის ზუ­ზუნ­ში ვცხოვ­რობთ, მშვი­დო­ბა გვინ­და, არა­ნა­ი­რი მიწა და ტე­რი­ტო­რი­ე­ბი არ ღირს ბავ­შვე­ბის სი­ცო­ცხლედ, უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ანს ეროვ­ნე­ბა არ აქვს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არც იმ მხა­რეს მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას სურს ომი, რა­საც ვის­მენთ, ბრძო­ლა გა­მარ­ჯვე­ბამ­დე და ასე შემ­დეგ, რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დი­ის შე­დე­გია, შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ ყვე­ლა­ფერს უყუ­რებ­დე ადა­მი­ა­ნი და მზად არ იყო მშვი­დო­ბის­თვის...

ჰას­მიკ გრი­გო­რო­ა­ნი, სტე­პა­ნა­კერ­ტის მკვიდ­რი:

- წლე­ბია, სტე­პა­ნა­კერ­ტის ერთ-ერთ სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ. ახლა ჩვე­ნი სკო­ლა და­ბომ­ბი­ლია და არც ვიცი, ოდეს­მე იქ სწავ­ლა აღ­დგე­ბა თუ არა... ამ დღე­ებ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის სკო­ლის შე­ნო­ბის სარ­დაფს თავ­შე­საფ­რად იყე­ნებ­დნენ. საკ­მა­ოდ დიდი ფარ­თო­ბია, იქ ჭამ­დნენ და ეძი­ნათ... და­ბომ­ბი­ლია უძ­ვე­ლე­სი ეკ­ლე­სი­ე­ბიც.

შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში, ჩვე­ნი მხრი­დან, დი­ლით, ყა­რა­ბა­ღის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი შე­თან­ხმე­ბა და­ცუ­ლი იყო, თუმ­ცა, ამით ისარ­გებ­ლა აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მხა­რემ და რო­გორც სა­არ­ტი­ლე­რიო, ასე­ვე სა­კა­რე­ტო და­ბომბვა გა­ნა­ახ­ლა. მთე­ლი ღამე ჭურ­ვე­ბის ხმა ის­მო­და ჯებ­რა­ი­ლის რა­ი­ონ­ში, ხუ­და­ფე­რი­ნის ხიდ­სა და წყალ­სა­ცა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე... აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვებ­სა და სა­არ­ტი­ლე­რიო სა­შუ­ა­ლე­ბებს იყე­ნე­ბენ.

რონ­დე­ლის ფონ­დის მკვლე­ვა­რი, პო­ლი­ტო­ლო­გი ზურა ბა­ტი­აშ­ვი­ლის ცნო­ბით, სომ­ხუ­რი მხა­რის მიერ ყა­რა­ბა­ღის სამ­ხრე­თით მო­წყო­ბი­ლი თავ­დაც­ვი­თი ხაზი თით­ქმის სრუ­ლად ჩა­მო­ი­შა­ლა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი ძა­ლი­ან ად­ვი­ლად იკა­ვე­ბენ და­მა­ტე­ბით ტე­რი­ტო­რი­ებს ირა­ნის სა­ზღვრის გა­ყო­ლე­ბა­ზე.

"უახ­ლო­ეს ხან­ში ბა­ქოს სამ­ხედ­რო მი­ზა­ნი იქ­ნე­ბა, გა­ნაგ­რძოს წინსვლა და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით და და­ი­კა­ვონ ლა­ჩი­ნის­კენ მი­მა­ვა­ლი ხე­ო­ბა, რათა შემ­დეგ­ში გა­ნა­ვი­თა­რონ შე­ტე­ვა ლა­ჩი­ნის კო­რი­დო­რის­კენ და ამით შექ­მნან ყა­რა­ბა­ღის სომ­ხე­თის­გან მო­წყვე­ტის საფრ­თხე (მარ­თა­ლია, ჩრდი­ლო­ე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზაც არ­სე­ბობს, მაგ­რამ ისიც უკვე უსაფრ­თხო აღა­რაა);

ასე­ვე შე­უ­ტი­ონ ხო­ჯა­ვენ­დის (მარ­ტუ­ნი) მი­მარ­თუ­ლე­ბით, რათა შემ­დეგ ეტაპ­ზე და­ი­კა­ვონ შუშა-სტე­პა­ნა­კერ­ტის­კენ მი­მა­ვა­ლი ხე­ო­ბა; ჩრდი­ლო­ე­თი­დან შე­ტე­ვით ჩა­კე­ტონ სომ­ხე­თი­დან ყა­რა­ბა­ღის­კენ მი­მა­ვა­ლი სა­თა­და­რი­გო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა (კელ­ბა­ჯა­რის კო­რი­დო­რი) და იქი­და­ნაც საფრ­თხე შე­უქ­მნან შუშა-სტე­პა­ნა­კერტს. ამ ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მათ უკვე სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ შე­უ­ტი­ონ უშუ­ა­ლოდ შუშა-სტე­პა­ნა­კერტს. ახლა არ ვსა­უბ­რობ კონ­ფლიქ­ტის პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექ­სტსა და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­რე­მო­ე­ბებ­ზე, რო­მელ­მაც, რა თქმა უნდა, შე­იძ­ლე­ბა შეც­ვა­ლონ წმინ­და სამ­ხედ­რო გეგ­მე­ბი. თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე ამის ნიშ­ნე­ბი არ ჩანს და სამ­ხედ­რო ქმე­დე­ბე­ბია პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი...” - აცხა­დებს ის.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sg
4

ჩვენი საპატრიარქო უნდა გავგზავნოთ ყარაბაღში მშვიდობის დესპანებად. ჰუმანიტარული მისია იტვირთონ იქ, თან ცხონდებიან.

nuri
3

ყარაბახი არ არის ვატიკანი, რომ იარსებოს ქვეყნის შიგნით.ბაქოს გაუმართლა რომ ეს ტერიტორია არ ესაზღვრება რუსეთს.წაართმევდა ულაპარაკოთ. რატომღაც არ იხსენებენ- ტერიტორიული თლიანობისთვის რუსეთმა ნახევარი ჩეჩნეთი ამოწყვიტა და ორი პრეზიდენტი მოუკლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

დარღვეული შეთანხმება, დაბომბილი მშვიდობიანი მოსახლეობა, ნანგრევებში მოყოლილი ბავშვები - სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის უმძიმესი შედეგები

დარღვეული შეთანხმება, დაბომბილი მშვიდობიანი მოსახლეობა, ნანგრევებში მოყოლილი ბავშვები - სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის უმძიმესი შედეგები

რამდენიმეკვირიანი ორმხრივი ცეცხლის შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მთიან ყარაბაღში ზავი ისევ ვერ შედგა... მხარეები ჰუმანიტარული შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ადგილობრივები თავიდან ვარაუდობდნენ, რომ კონფლიქტი რამდენიმე დღეს გასტანდა, თუმცა, თანდათან უფრო იკვეთება ნიშნები, რომ განახლებული კონფლიქტის დასრულების ან დროებით შეწყვეტის პერსპექტივა არ ჩანს.

ცნობისთვის, 10 ოქტომბერს რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც მხარეებს დაჭრილები და დაღუპულები უნდა გამოეყვანათ, თუმცა, ამ ეტაპზე ვეღარც ეს გახდა შესაძლებელი. "წითელმა ჯვარმა" კონფლიქტის ზონაში შესვლაზე უარი თქვა. არსებობს რისკი, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის მიღმა საომარ მოქმდებებში, შესაძლოა, ჩაერთოს თურქეთი, რომელიც აზერბაიჯანს კონფლიქტის დაწყების დღიდან, მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთი, რომელიც სომხეთის უშიშროების გარანტს წარმოადგენს.

ორივე ქვეყნის ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მზად არის საბრძოლველად, რათა წლების განმავლობაში სასურველი შედეგი დადგეს, თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ ორივე მხარე ორმაგ სტრანდარტებს იყენებენ, მათ უკან მყოფი ძლიერი სახელმწიფოების დახმარებით, ისინი ძალაუფლებაში ყოფნის ვადას იხანგრძლივებენ, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა, მათი ჯანრმთელობა და საცხოვრებელი ეწირება.

ჰანა მუსიევი, აზერბაიჯანის მკვიდრი:

- ჩემი დის ოჯახი ცხოვრობდა განჯაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაბომბეს, რასაც მათი სახლი შეეწირა, თუმცა, სახლზე როგორ უნდა ვიდარდოთ, როდესაც ამ დაბომბვისას ნანგრევებში სამი წლის გოგონა მოყვა და მისი ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ვითომ შეთანხმება შედგა, არადა, მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ აგდამსა და თათარინს... თუმცა, ამბობენ, რომ ჯაბრალის რაიონში 15-მდე სოფელს ჩვენები აკონტროლებენ. სულ 150 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს ყარაბაღში, 20 დღეზე მეტია სროლები არ წყდება, ჩვენები ამბობენ, აბსოლუტური უპირატესობით მივდივართ წინო და რა გახდა ამდენი ეს ტერიტორია.

ხალხს არ უნდა ომი, დავიღალეთ, 30 წელია ტყვიების ზუზუნში ვცხოვრობთ, მშვიდობა გვინდა, არანაირი მიწა და ტერიტორიები არ ღირს ბავშვების სიცოცხლედ, უდანაშაულო ადამიანს ეროვნება არ აქვს. დარწმუნებული ვარ, არც იმ მხარეს მშვიდობიან მოსახლეობას სურს ომი, რასაც ვისმენთ, ბრძოლა გამარჯვებამდე და ასე შემდეგ, რუსული პროპაგანდისტული მედიის შედეგია, შეუძლებელია ამ ყველაფერს უყურებდე ადამიანი და მზად არ იყო მშვიდობისთვის...

ჰასმიკ გრიგოროანი, სტეპანაკერტის მკვიდრი:

- წლებია, სტეპანაკერტის ერთ-ერთ სკოლაში ვმუშაობ. ახლა ჩვენი სკოლა დაბომბილია და არც ვიცი, ოდესმე იქ სწავლა აღდგება თუ არა... ამ დღეებში, ადგილობრივების სკოლის შენობის სარდაფს თავშესაფრად იყენებდნენ. საკმაოდ დიდი ფართობია, იქ ჭამდნენ და ეძინათ... დაბომბილია უძველესი ეკლესიებიც.

შეთანხმების ფარგლებში, ჩვენი მხრიდან, დილით, ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარული შეთანხმება დაცული იყო, თუმცა, ამით ისარგებლა აზერბაიჯანულმა მხარემ და როგორც საარტილერიო, ასევე საკარეტო დაბომბვა განაახლა. მთელი ღამე ჭურვების ხმა ისმოდა ჯებრაილის რაიონში, ხუდაფერინის ხიდსა და წყალსაცავის ტერიტორიაზე... აზერბაიჯანელები დიდი რაოდენობით უპილოტო თვითმფრინავებსა და საარტილერიო საშუალებებს იყენებენ.

რონდელის ფონდის მკვლევარი, პოლიტოლოგი ზურა ბატიაშვილის ცნობით, სომხური მხარის მიერ ყარაბაღის სამხრეთით მოწყობილი თავდაცვითი ხაზი თითქმის სრულად ჩამოიშალა და აზერბაიჯანელები ძალიან ადვილად იკავებენ დამატებით ტერიტორიებს ირანის საზღვრის გაყოლებაზე.

"უახლოეს ხანში ბაქოს სამხედრო მიზანი იქნება, განაგრძოს წინსვლა დასავლეთის მიმართულებით და დაიკავონ ლაჩინისკენ მიმავალი ხეობა, რათა შემდეგში განავითარონ შეტევა ლაჩინის კორიდორისკენ და ამით შექმნან ყარაბაღის სომხეთისგან მოწყვეტის საფრთხე (მართალია, ჩრდილოეთის დამაკავშირებელი გზაც არსებობს, მაგრამ ისიც უკვე უსაფრთხო აღარაა);

ასევე შეუტიონ ხოჯავენდის (მარტუნი) მიმართულებით, რათა შემდეგ ეტაპზე დაიკავონ შუშა-სტეპანაკერტისკენ მიმავალი ხეობა; ჩრდილოეთიდან შეტევით ჩაკეტონ სომხეთიდან ყარაბაღისკენ მიმავალი სათადარიგო საავტომობილო გზა (კელბაჯარის კორიდორი) და იქიდანაც საფრთხე შეუქმნან შუშა-სტეპანაკერტს. ამ ამოცანების შესრულების შემდეგ მათ უკვე საშუალება ექნებათ შეუტიონ უშუალოდ შუშა-სტეპანაკერტს. ახლა არ ვსაუბრობ კონფლიქტის პოლიტიკურ კონტექსტსა და საერთაშორისო გარემოებებზე, რომელმაც, რა თქმა უნდა, შეიძლება შეცვალონ წმინდა სამხედრო გეგმები. თუმცა, ამ ეტაპზე ამის ნიშნები არ ჩანს და სამხედრო ქმედებებია პრიორიტეტული...” - აცხადებს ის.

"კონფლიქტში ყველას თავისი სიმართლე აქვს, აქ მარტივი გამოსავალი არ არსებობს" - დღევანდელი ვითარება მთიან ყარაბაღში და ვლადიმერ პუტინის გამოხმაურება

"არამეომარი რეგიონული მოთამაშეებიდან ამ ომით ყველაზე მეტად შეიძლება საქართველო დაზარალდეს" - იტალიური კვლევითი ცენტრი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე

"აზერბაიჯანის ჯარი ოპერატიულ ვითარებას აკონტროლებს... თუ სომხეთი ნებაყოფლობით არ დატოვებს ოკუპირებულ მიწებს, ჩვენ მათ გავაძევებთ" - ბოლო ცნობები ყარაბაღიდან