მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაკურიანში შენდება პრემიუმ კლასის სასტუმროს ტიპის აპარტამენტები, რომელიც ყველა სერვისს გააერთიანებს
ბაკურიანში შენდება პრემიუმ კლასის სასტუმროს ტიპის აპარტამენტები, რომელიც ყველა სერვისს გააერთიანებს

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა მყა­რი აქ­ტი­ვია, რომ­ლის ფა­სიც მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა, ამი­ტომ ბევ­რი ჩვენ­გა­ნი ცდი­ლობს, ინ­ვეს­ტი­ცია სწო­რედ მას­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, პუ­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და არამ­ხო­ლოდ სა­ცხოვ­რე­ბელ, არა­მედ სას­ტუმ­როს ტი­პის კომ­პლექ­სებ­ში აპარ­ტა­მენ­ტის შე­ძე­ნა. დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნებ­ზე მის­გან მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ მხრივ პო­პუ­ლა­რუ­ლი კუ­რორ­ტე­ბია ბა­კუ­რი­ა­ნი და გუ­და­უ­რი, რო­მელ­საც ყო­ველ­წლი­უ­რად ათა­სო­ბით დამ­სვე­ნე­ბე­ლი სტუმ­რობს. ბა­თუმ­სა და გუ­და­ურს სე­ზო­ნუ­რო­ბა ახა­სი­ა­თებს, ხოლო ბა­კუ­რი­ა­ნი უნი­ვერ­სა­ლუ­რი კუ­რორ­ტია, რო­მე­ლიც დამ­სვე­ნებ­ლებს წე­ლი­წა­დის ყვე­ლა დროს იზი­დავს.

თუ ის ზამ­თარ­ში სე­ზო­ნუ­რი სპორ­ტის მიმ­დევ­რებ­სა და თოვ­ლის მოყ­ვა­რულ­თა მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, ზა­ფხულ­ში ბა­კუ­რი­ანს უფრო ოჯა­ხე­ბი სტუმ­რო­ბენ,რომ­ლე­ბიც ქა­ლა­ქის სი­ცხეს გა­ურ­ბის და დრო­ის სიგ­რი­ლე­ში გა­ტა­რე­ბა სურს.

ბა­კუ­რი­ა­ნი სულ უფრო მო­თხოვ­ნა­დი კუ­რორ­ტი ხდე­ბა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რაც შე­სა­ბა­მი­სად ვი­თარ­დე­ბა. ამას­თან, დაბა ბა­კუ­რი­ა­ნი 2023 წლის ოლიმ­პი­ა­დის მას­პინ­ძლო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა, რაც აპარ­ტა­მენ­ტე­ბის ფას­სა და მო­თხოვ­ნა­ზე უკვე აი­სა­ხა.

მო­თხოვ­ნა გვიჩ­ვე­ნებს, რომ ბა­კუ­რი­ან­ში ჩა­სუ­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა არ­ჩე­ვანს აპარ­ტა­მენტზე აჩე­რებს, ამი­ტომ, მათი რა­ო­დე­ნო­ბა წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა და მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხიც უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

თუ აქამ­დე ბა­კუ­რი­ან­ში სტან­დარ­ტუ­ლი აპარ­ტა­მენ­ტე­ბი შენ­დე­ბო­და, 2022 წლი­დან აქ გა­იხ­სნე­ბა პრე­მი­უმ კლა­სის კომ­პლექ­სი „ტე­რა­სა ბა­კუ­რი­ა­ნი“, რო­მე­ლიც რო­გორც აპარ­ტა­მენ­ტებს, ისე სას­ტუმ­როს, რეს­ტო­რანს, აუზს, ბავ­შვე­ბის გა­სარ­თობ, სა­სე­ირ­ნო და და­სას­ვე­ნე­ბელ სივ­რცე­ებს მო­ი­ცავს. „ტე­რა­სა ბა­კუ­რი­ა­ნის“ აპარ­ტა­მენ­ტებს სას­ტუმ­როს მსგავ­სი მომ­სა­ხუ­რე­ბა ექ­ნე­ბა, რაც მას და­სას­ვე­ნებ­ლად უფრო მიმ­ზიდ­ველს ხდის. კონ­სი­ერ­ჟის მომ­სა­ხუ­რე­ბა ასე­ვე მო­ი­ცავს თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თის და­ჯავ­შნა­საც, რაც უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით კომ­ფორ­ტუ­ლია.

„ტე­რა­სა ჯგუ­ფის“ კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი თა­მარ გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ ბაზ­რის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, კომ­პა­ნი­ამ გა­და­წყვი­ტა, შე­ექ­მნა პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც კუ­რორტზე აქამ­დე არ იყო და დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­გან მისი სა­ჭი­რო­ე­ბა იგ­რძნო­ბო­და.

„რე­ა­ლუ­რად, დღეს, ბა­კუ­რი­ან­ში ისე­თი სას­ტუმ­რო აპარ­ტა­მენ­ტე­ბის კომ­პლექ­სი, რო­მე­ლიც ყვე­ლა სერ­ვისს აერ­თი­ა­ნებს, არ არ­სე­ბობს. ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ პრო­ექტს, რო­მე­ლიც აპარ­ტა­მენ­ტის მე­სა­კუთ­რის­თვის მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა, დამ­სვე­ნე­ბე­ლი კი ყვე­ლა სერ­ვისს ერთ სივ­რცე­ში მი­ი­ღებს.

ასე­ვე, კომ­პა­ნია ბი­ნათ­მფლო­ბელს კონ­კრე­ტუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბას სთა­ვა­ზობს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ი­ჯა­რო გა­და­სა­ხა­დი არ არის ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, არა­მედ ის შე­მო­სავ­ლი­დან მი­ღე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ცენ­ტია, რაც კი­დევ უფრო აად­ვი­ლებს მომ­ხმა­რე­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რო­გორც ჩვე­ნი, ისე მე­სა­კუთ­რის ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს შე­მო­სავ­ლის ზრდას, რის­თვი­საც ჩვენ ყვე­ლა სა­ჭი­რო პი­რო­ბას შევ­ქმნით“, - გან­მარ­ტავს თა­მარ გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ბა­კუ­რი­ან­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფასი წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა, „ტე­რა­სა ჯგუ­ფის“ კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რის რჩე­ვით, უმ­ჯო­ბე­სია, აპარ­ტა­მენ­ტი სამ­შე­ნებ­ლო-სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე შე­ვი­ძი­ნოთ, რად­გან დას­რუ­ლე­ბულ ბი­ნებ­ზე ფას­დაკ­ლე­ბა და სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბა აღარ გავ­რცელ­დე­ბა.

წი­ნას­წა­რი გა­ყიდ­ვე­ბის პე­რი­ოდ­ში, კომ­პა­ნია გთა­ვა­ზობთ 12%-მდე ფას­დაკ­ლე­ბას და 30-თვი­ან შიდა 0%-იან გან­ვა­დე­ბას.

„რაც მთა­ვა­რია, „ტე­რა­სა ჯგუ­ფი“, ჩვენს მო­ბი­ნად­რე­ებს აპარ­ტა­მენ­ტე­ბის ჩა­ბა­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო კონ­დი­ცი­ას, პრე­მი­უმ კლა­სის რე­მონტს, ავე­ჯი­თა და ტექ­ნი­კით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ვთა­ვა­ზობთ. შე­სა­ბა­მი­სად, ბი­ნის შე­ძე­ნის შემ­დეგ ჩვენს მო­ბი­ნად­რე­ებს რე­მონ­ტით გა­მოწ­ვე­უ­ლი ხმა­უ­რის დის­კომ­ფორ­ტი არ შე­ექ­მნე­ბათ.“ - გან­მარ­ტავს. ის.

ბა­კუ­რი­ა­ნის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კომ­პლექ­სის 4 800 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი სრუ­ლად და­ეთ­მო­ბა ეზოს, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა სა­ხის და­სას­ვე­ნე­ბელ სივ­რცეს მო­ი­ცავს.

„ყვე­ლა­ზე დიდი ტე­რი­ტო­რია სა­ბავ­შვო გა­სარ­თობ ზო­ნას ეთ­მო­ბა. ასე­ვე, მო­ე­წყო­ბა სა­სე­ირ­ნო ბი­ლი­კე­ბი.რეს­ტორ­ნი­სა და აუ­ზის ტე­რი­ტო­რია ჯამ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 500 კვად­რა­ტულ მეტ­რამ­დე მი­წის ფარ­თობს მო­ი­ცავს. კომ­პლექსში წარ­მოდ­გე­ნი­ლი და­ხუ­რუ­ლი აუზი და რეს­ტო­რა­ნი ტე­რა­სით დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის და­მა­ტე­ბით კომ­ფორ­ტს შექ­მნის“, - აღ­ნიშ­ნავს თა­მარ გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი.

„ტე­რა­სა ბა­კუ­რი­ა­ნის“ სამ­შე­ნებ­ლო-სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლია და 2022 წელს მთლი­ა­ნად დას­რულ­დე­ბა. კომ­პლექ­სი ახ­ლოს იქ­ნე­ბა ყვე­ლა სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სას­თან და ოთხი­ვე მხრი­დან მთე­ბის ულა­მა­ზე­სი პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბით იქ­ნე­ბა შე­მო­ფარ­გლუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
0

რას დაამსგავსრს ბაკურიანი ვინ იძლევა ამ უსახური სახლების აჰენების ნებართვას.ან ერთი სიმაღლე ქონდეს ან ფასადი.მსოფლიოს უვლით და გადმოღეთ მაინც.

lasha12
0

ბაკურიანი იყო ადგილი სადაც ოჯახთან ერთად ვისვენებდით. დღევნადელი ბაკურიანი ნამდვილად არ არის იმ ეშხის მქონე , როგორი იყო ადრე.უძრავი ქონება არის მოდებული ყველგან, რაც კარგია ბიზნესისთვის , მარა იერსახე ნამდვილად არის შეცვლილი კურორტის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

ბაკურიანში შენდება პრემიუმ კლასის სასტუმროს ტიპის აპარტამენტები, რომელიც ყველა სერვისს გააერთიანებს

ბაკურიანში შენდება პრემიუმ კლასის სასტუმროს ტიპის აპარტამენტები, რომელიც ყველა სერვისს გააერთიანებს

უძრავი ქონება მყარი აქტივია, რომლის ფასიც მუდმივად იზრდება, ამიტომ ბევრი ჩვენგანი ცდილობს, ინვესტიცია სწორედ მასში განახორციელოს.

ტურიზმის განვითარებასთან ერთად, პუპულარული გახდა არამხოლოდ საცხოვრებელ, არამედ სასტუმროს ტიპის კომპლექსებში აპარტამენტის შეძენა. დასვენების სეზონებზე მისგან მაღალი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი. ამ მხრივ პოპულარული კურორტებია ბაკურიანი და გუდაური, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით დამსვენებელი სტუმრობს. ბათუმსა და გუდაურს სეზონურობა ახასიათებს, ხოლო ბაკურიანი უნივერსალური კურორტია, რომელიც დამსვენებლებს წელიწადის ყველა დროს იზიდავს.

თუ ის ზამთარში სეზონური სპორტის მიმდევრებსა და თოვლის მოყვარულთა მთავარი მიმართულებაა, ზაფხულში ბაკურიანს უფრო ოჯახები სტუმრობენ,რომლებიც ქალაქის სიცხეს გაურბის და დროის სიგრილეში გატარება სურს.

ბაკურიანი სულ უფრო მოთხოვნადი კურორტი ხდება და ინფრასტრუქტურაც შესაბამისად ვითარდება. ამასთან, დაბა ბაკურიანი 2023 წლის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ემზადება, რაც აპარტამენტების ფასსა და მოთხოვნაზე უკვე აისახა.

მოთხოვნა გვიჩვენებს, რომ ბაკურიანში ჩასული დამსვენებლების უმეტესობა არჩევანს აპარტამენტზე აჩერებს, ამიტომ, მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და მომსახურების ხარისხიც უმჯობესდება.

თუ აქამდე ბაკურიანში სტანდარტული აპარტამენტები შენდებოდა, 2022 წლიდან აქ გაიხსნება პრემიუმ კლასის კომპლექსი „ტერასა ბაკურიანი“, რომელიც როგორც აპარტამენტებს, ისე სასტუმროს, რესტორანს, აუზს, ბავშვების გასართობ, სასეირნო და დასასვენებელ სივრცეებს მოიცავს. „ტერასა ბაკურიანის“ აპარტამენტებს სასტუმროს მსგავსი მომსახურება ექნება, რაც მას დასასვენებლად უფრო მიმზიდველს ხდის. კონსიერჟის მომსახურება ასევე მოიცავს თვითმფრინავის ბილეთის დაჯავშნასაც, რაც უცხოელი სტუმრებისთვის განსაკუთრებით კომფორტულია.

„ტერასა ჯგუფის“ კომერციული დირექტორი თამარ გაფრინდაშვილი განმარტავს, რომ ბაზრის შესწავლის შემდეგ, კომპანიამ გადაწყვიტა, შეექმნა პროდუქტი, რომელიც კურორტზე აქამდე არ იყო და დამსვენებლებისგან მისი საჭიროება იგრძნობოდა.

„რეალურად, დღეს, ბაკურიანში ისეთი სასტუმრო აპარტამენტების კომპლექსი, რომელიც ყველა სერვისს აერთიანებს, არ არსებობს. ჩვენ ვახორციელებთ პროექტს, რომელიც აპარტამენტის მესაკუთრისთვის მაღალი შემოსავლის მომტანი იქნება, დამსვენებელი კი ყველა სერვისს ერთ სივრცეში მიიღებს.

ასევე, კომპანია ბინათმფლობელს კონკრეტული ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც საიჯარო გადასახადი არ არის ფიქსირებული, არამედ ის შემოსავლიდან მიღებული კონკრეტული პროცენტია, რაც კიდევ უფრო აადვილებს მომხმარებელთან ურთიერთობას. საბოლოო ჯამში, როგორც ჩვენი, ისე მესაკუთრის ეფექტური მუშაობა განაპირობებს შემოსავლის ზრდას, რისთვისაც ჩვენ ყველა საჭირო პირობას შევქმნით“, - განმარტავს თამარ გაფრინდაშვილი.

იმის გათვალისწინებით, რომ ბაკურიანში უძრავი ქონების ფასი წლიდან წლამდე იზრდება, „ტერასა ჯგუფის“ კომერციული დირექტორის რჩევით, უმჯობესია, აპარტამენტი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე შევიძინოთ, რადგან დასრულებულ ბინებზე ფასდაკლება და სპეციალური შეთავაზება აღარ გავრცელდება.

წინასწარი გაყიდვების პერიოდში, კომპანია გთავაზობთ 12%-მდე ფასდაკლებას და 30-თვიან შიდა 0%-იან განვადებას.

„რაც მთავარია, „ტერასა ჯგუფი“, ჩვენს მობინადრეებს აპარტამენტების ჩაბარების საუკეთესო კონდიციას, პრემიუმ კლასის რემონტს, ავეჯითა და ტექნიკით უზრუნველყოფას ვთავაზობთ. შესაბამისად, ბინის შეძენის შემდეგ ჩვენს მობინადრეებს რემონტით გამოწვეული ხმაურის დისკომფორტი არ შეექმნებათ.“ - განმარტავს. ის.

ბაკურიანის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპლექსის 4 800 კვადრატული მეტრი სრულად დაეთმობა ეზოს, რომელიც სხვადასხვა სახის დასასვენებელ სივრცეს მოიცავს.

„ყველაზე დიდი ტერიტორია საბავშვო გასართობ ზონას ეთმობა. ასევე, მოეწყობა სასეირნო ბილიკები.რესტორნისა და აუზის ტერიტორია ჯამში, დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრამდე მიწის ფართობს მოიცავს. კომპლექსში წარმოდგენილი დახურული აუზი და რესტორანი ტერასით დამსვენებლებისთვის დამატებით კომფორტს შექმნის“, - აღნიშნავს თამარ გაფრინდაშვილი.

„ტერასა ბაკურიანის“ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები უკვე დაწყებულია და 2022 წელს მთლიანად დასრულდება. კომპლექსი ახლოს იქნება ყველა სათხილამურო ტრასასთან და ოთხივე მხრიდან მთების ულამაზესი პანორამული ხედებით იქნება შემოფარგლული.

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როცა თამბაქოს მოწევას თავს ანებებ

სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა ისჯება კანონით!