ავტორი:

"აზერბაიჯანმა უპილოტო დრონები იერიში მიიტანა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის სკოლებზე" - სომხური მედია

"აზერბაიჯანმა უპილოტო დრონები იერიში მიიტანა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის სკოლებზე" - სომხური მედია

აზერბაიჯანმა უპილოტო დრონების გამოყენებით გეღარკუნიკის პროვინციის სოტკისა და კუტის სოფლების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის სკოლებზე მიიტანა იერიში, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის განათლების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანებულია სკოლების კედლები, ჩამსხვრეულია ფანჯრების მინები.

სომხური მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდებოდა, თუმცა მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ. მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება - ბოლო ცნობები რეგიონიდან

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - "სომხეთი დილიდან ქალაქ ტერტერსა და სოფლებს ბომბავს, ვითარებას ჩვენი ჯარები აკონტროლებენ"

სამჯერ შეთანხმების მიუხედავად, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება - რას ამბობენ მხარეები?