ავტორი:

დეპუტატი გენადი მარგველაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა, ინფიცირებულია მისი შვილიც

დეპუტატი გენადი მარგველაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა, ინფიცირებულია მისი შვილიც

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ წევრს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს გენადი მარგვლაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის მკურნალობას სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გადის. როგორც გენადი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მასთან ერთად ინფიცირებულია მისი შვილიც.

„პასუხი მომივიდა პარასკევს, ანუ ხუთაშაბათს საღამოდან ინფიცირებული ვარ. კონტაქტები მივაწოდე უკვე, შესაბამისად, გადაამოწმებენ ყველას. ვმკურნალობ სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, ვარ სრულ იზოლაციაში. თავიდან მაღალი სიცხე და თავის ტკივილები მქონდა, ახლა 37,3 - მდე მაქვს ტემპერატურა. ჩემს ბიჭსაც დაუდასტურდა ვირუსი ჩემთან ერთად. ის უკეთესად არის, ისიც სახლში გადის მკურნალობას. სკოლაში სწავლობს, თუმცა დისტანციურ რეჟიმზე იყო,“ - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, დღესვე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთ წევრს, ნინო წილოსანს დაუდასტურდა.

"კოვიდინფიცირებულებს მკურნალობა ან არ სჭირდებათ, ან თუ სჭირდებათ, რეანიმატოლოგების კვალიფიკაციაზე ვართ დამოკიდებულები" - რას წერს ინფექციონისტი

"კლინიკაში არიან მძიმე პაციენტები, 3 მართვით სუნთქვაზეა" - ინფექციურში, კორონავირუსით ინფიცირებულ 68 პაციენტს შორის ერთი თვის ჩვილიცაა

"ეს დიდი უპასუხისმგებლობაა, რაც სამოქალაქო დასჯას მოითხოვს" - რას ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი "ნაცმოძრაობის" მიერ ბათუმში გამართულ აქციაზე