სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაატა იმნაძე: "რაღაცას რომ ვიტყვი, ამბობენ, გვაშინებსო... ვისაც არ სჯერა, ოღონდ სხვას ნუ შეუქმნის საფრთხეს და თვითონ რაც უნდა, ის ქნას"
პაატა იმნაძე: "რაღაცას რომ ვიტყვი, ამბობენ, გვაშინებსო... ვისაც არ სჯერა, ოღონდ სხვას ნუ შეუქმნის საფრთხეს და თვითონ რაც უნდა, ის ქნას"

ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­ზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ ისა­უბ­რა, გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ტეს­ტებ­ზეც გკი­თხავთ - პა­სუ­ხე­ბი იგ­ვი­ა­ნებ­სო, წუ­ხან ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

- ევ­რო­პა­ში მე­რამ­დე­ნე დღეს იგე­ბენ ტეს­ტის პა­სუხს? კარ­გი ახლა, ნუ მოგვ­თხო­ვენ, რომ ყვე­ლა­ფერ­ში ვა­ჯო­ბოთ მსოფ­ლი­ოს. ძა­ლი­ან ად­ვი­ლი სა­ნა­ხა­ვია, მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე სად რამ­დე­ნი ტეს­ტი ტარ­დე­ბა. ეს მო­ნა­ცე­მე­ბი ინ­ტერ­ნეტ­შია და ყვე­ლას შე­უძ­ლია ნა­ხოს. ნა­ხონ, სა­ქარ­თვე­ლო ამ მო­ნა­ცე­მე­ბით რო­მელ რიგ­შია, რამ­დენ გან­ვი­თა­რე­ბულ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ზე მეტ ტესტს ვა­კე­თებთ მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე! ძა­ლი­ან ძნე­ლია გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ იქაც ნა­ხონ, მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე რამ­დე­ნია გარ­დაც­ვლი­ლი. ხუთ­ჯერ, ათ­ჯერ, ოცჯერ ნაკ­ლე­ბია ჩვენ­თან.

- არის პრე­ტენ­ზი­ე­ბი კლი­ნი­კა­ში მოხ­ვედ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც...

- გახ­სოვთ, რო­გორ გვაკ­რი­ტი­კებ­დნენ, რა­ტომ გვაწ­ვე­ნენ ყვე­ლას სა­ა­ვად­მყო­ფო­შიო? ახლა ვამ­ბობთ, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უნდა დაწ­ვეს მხო­ლოდ მძი­მე პა­ცი­ენ­ტი და ახლა ამა­ზე გვაკ­რი­ტი­კე­ბენ! ჯერ ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ კრი­ტი­კო­სე­ბი, რას გვსაყ­ვე­დუ­რო­ბენ და მერე მათ კლი­ნი­ცის­ტე­ბი უპა­სუ­ხე­ბენ.

- ძა­ლი­ან დიდ იმედს ვამ­ყა­რებ­დით "რემ­დე­სი­ვირ­ზე", თუმ­ცა ით­ქვა, რომ მის იმე­დად ვერ ვიქ­ნე­ბით. რა ვქნათ?

- არა­ფე­რი. ვა­ტა­როთ ნიღ­ბე­ბი და და­ვიც­ვათ დის­ტან­ცია. ჩემ­ზე უკე­თე­სად ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩიმ თქვა, ხუთი პრინ­ცი­პი ჩა­მოთ­ვა­ლა: ნი­ღა­ბი, დის­ტან­ცია, ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბა, მცი­რე შეკ­რე­ბე­ბი, რო­მელ­საც ვერ ავ­ცდე­ბით, ოღონდ - ღია სივ­რცე­ში, და ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნა. ასე შეგ­ვიძ­ლია კო­რო­ნა­ვირუსს ვებ­რძო­ლოთ.

- რა შე­გიძ­ლი­ათ უთხრათ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც კო­რო­ნა­ვირუ­სის არ­სე­ბო­ბი­სა არ სჯე­რა და იმათ, ვი­საც მისი პა­ნი­კუ­რად ეში­ნია?

- ეს ორი უკი­დუ­რე­სო­ბაა... პა­ნი­კა არას­დროს არის სა­სარ­გებ­ლო, იმი­ტომ, რომ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი გვქონ­დეს. პა­ნი­კა ორ­გა­ნიზ­მი­სათ­ვის ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა. და ვი­საც არ სჯე­რა, რა უნდა ვუ­თხრა? რა­ღა­ცას რომ ვი­ტყვი, ამ­ბო­ბენ, გვა­ში­ნებ­სო. მე არა­ვის ვა­ში­ნებ. რა ვუ­ყოთ, ვი­საც არ სჯე­რა, ოღონდ სხვას ნუ შე­უქ­მნის საფრ­თხეს და თვი­თონ რაც უნდა, ის ქნას. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პეტრე კუპრი
54

მართალია ეს კაცი .... 

:))))
64

აღარ ჯერათ თქვენი რაც გინდათ ეხა თქვით!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

პაატა იმნაძე: "რაღაცას რომ ვიტყვი, ამბობენ, გვაშინებსო... ვისაც არ სჯერა, ოღონდ სხვას ნუ შეუქმნის საფრთხეს და თვითონ რაც უნდა, ის ქნას"

პაატა იმნაძე: "რაღაცას რომ ვიტყვი, ამბობენ, გვაშინებსო... ვისაც არ სჯერა, ოღონდ სხვას ნუ შეუქმნის საფრთხეს და თვითონ რაც უნდა, ის ქნას"

ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ისაუბრა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ტესტებზეც გკითხავთ - პასუხები იგვიანებსო, წუხან ჩვენი მოქალაქეები.

- ევროპაში მერამდენე დღეს იგებენ ტესტის პასუხს? კარგი ახლა, ნუ მოგვთხოვენ, რომ ყველაფერში ვაჯობოთ მსოფლიოს. ძალიან ადვილი სანახავია, მილიონ მოსახლეზე სად რამდენი ტესტი ტარდება. ეს მონაცემები ინტერნეტშია და ყველას შეუძლია ნახოს. ნახონ, საქართველო ამ მონაცემებით რომელ რიგშია, რამდენ განვითარებულ ევროპულ ქვეყანაზე მეტ ტესტს ვაკეთებთ მილიონ მოსახლეზე! ძალიან ძნელია გარდაცვალებაზე საუბარი, მაგრამ იქაც ნახონ, მილიონ მოსახლეზე რამდენია გარდაცვლილი. ხუთჯერ, ათჯერ, ოცჯერ ნაკლებია ჩვენთან.

- არის პრეტენზიები კლინიკაში მოხვედრასთან დაკავშირებითაც...

- გახსოვთ, როგორ გვაკრიტიკებდნენ, რატომ გვაწვენენ ყველას საავადმყოფოშიო? ახლა ვამბობთ, რომ საავადმყოფოში უნდა დაწვეს მხოლოდ მძიმე პაციენტი და ახლა ამაზე გვაკრიტიკებენ! ჯერ ჩამოყალიბდნენ კრიტიკოსები, რას გვსაყვედურობენ და მერე მათ კლინიცისტები უპასუხებენ.

- ძალიან დიდ იმედს ვამყარებდით "რემდესივირზე", თუმცა ითქვა, რომ მის იმედად ვერ ვიქნებით. რა ვქნათ?

- არაფერი. ვატაროთ ნიღბები და დავიცვათ დისტანცია. ჩემზე უკეთესად ენტონი ფაუჩიმ თქვა, ხუთი პრინციპი ჩამოთვალა: ნიღაბი, დისტანცია, ხალხმრავალი შეკრებისთვის თავის არიდება, მცირე შეკრებები, რომელსაც ვერ ავცდებით, ოღონდ - ღია სივრცეში, და ხელების ჰიგიენა. ასე შეგვიძლია კორონავირუსს ვებრძოლოთ.

- რა შეგიძლიათ უთხრათ იმ ადამიანებს, ვისაც კორონავირუსის არსებობისა არ სჯერა და იმათ, ვისაც მისი პანიკურად ეშინია?

- ეს ორი უკიდურესობაა... პანიკა არასდროს არის სასარგებლო, იმიტომ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ნერვული სისტემა გაწონასწორებული გვქონდეს. პანიკა ორგანიზმისათვის ძალიან სახიფათოა. და ვისაც არ სჯერა, რა უნდა ვუთხრა? რაღაცას რომ ვიტყვი, ამბობენ, გვაშინებსო. მე არავის ვაშინებ. რა ვუყოთ, ვისაც არ სჯერა, ოღონდ სხვას ნუ შეუქმნის საფრთხეს და თვითონ რაც უნდა, ის ქნას. წაიკითხეთ სტატია სრულად

ხინოს ხეობაში დაკარგულ მოქალაქეებს ეძებენ - საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

"მაესტროზე" "უცნობის " დაბრუნების გამო ტელეკომპანია ვაკო ავალიანმა დატოვა - "არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია!"

კორონავირუსით ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევა და 13 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია ევიპდვითარება რეგიონებში