პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თელავში ორ საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა, ფოთში კი 3 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის
თელავში ორ საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა, ფოთში კი 3 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის

თე­ლავ­ში, მეფე ერეკ­ლე მე­ო­რის სა­ხე­ლო­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გოგს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნი­მუ­შის პა­სუ­ხი ცო­ტახ­ნის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. Covid - 19 და­უ­დას­ტურ­და ამა­ვე სკო­ლის მოს­წავ­ლის მშობ­ლებ­საც.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რე­ბენ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ფი­ცი­რე­ბულ მას­წავ­ლე­ბელ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი ყვე­ლა პირი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია, ხოლო თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მა­სობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბა ხვა­ლი­დან და­ი­წყე­ბა.

კო­რო­ნა­ვირუ­სი და­დას­ტურ­და თე­ლა­ვის კი­დევ ერთ სკო­ლა­ში. ვირუს­ზე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მე-9 სა­ჯა­რო სკო­ლის ორი მოს­წავ­ლის ტეს­ტმა აჩ­ვე­ნა.

რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა სწავ­ლა ორი­ვე სკო­ლა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ხეთ­ში covid-19-ის 150-ზე მეტი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

ამას­თან, ფოთ­ში, 19 ოქ­ტომ­ბრი­დან, პირ­ვე­ლი, მე­ო­თხე და მე­ხუ­თე სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლის რე­ჟიმ­ზე გა­და­ვა, ამის შე­სა­ხებ ფო­თის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურს ცენ­ტრის უფ­როს­მა გოჩა ქორ­ქი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მე-12 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბი მხო­ლოდ ერთ და­წყე­ბი­თი კლასს ჩა­უ­ტარ­დე­ბა.

„სა­მი­ნის­ტროს მი­ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას, პირ­ვე­ლი, მე­ო­თხე და მე­ხუ­თე სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლა­ზე გა­დას­ვლის თა­ო­ბა­ზე. მე-12 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში კი მხო­ლოდ ერთი კლა­სი გა­და­ვა დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე, რად­გან კო­რო­ნა­ვირუ­სი და­წყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლე­ბელს და­უ­დას­ტურ­და“, - გა­ნა­ცხა­და გოჩა ქორ­ქი­ამ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

თელავში ორ საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა, ფოთში კი 3 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის

თელავში ორ საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა, ფოთში კი 3 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის

თელავში, მეფე ერეკლე მეორის სახელობის საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბიოლოგიური ნიმუშის პასუხი ცოტახნის წინ გახდა ცნობილი. Covid - 19 დაუდასტურდა ამავე სკოლის მოსწავლის მშობლებსაც.

ინფორმაციას ადასტურებენ სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციაში.

მათი ინფორმაციით, ინფიცირებულ მასწავლებელთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია, ხოლო თანამშრომლების მასობრივი ტესტირება ხვალიდან დაიწყება.

კორონავირუსი დადასტურდა თელავის კიდევ ერთ სკოლაში. ვირუსზე დადებითი პასუხი მე-9 საჯარო სკოლის ორი მოსწავლის ტესტმა აჩვენა.

როგორ გაგრძელდება სწავლა ორივე სკოლაში, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

ბოლო ინფორმაციით, კახეთში covid-19-ის 150-ზე მეტი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

ამასთან, ფოთში, 19 ოქტომბრიდან, პირველი, მეოთხე და მეხუთე საჯარო სკოლები დისტანციური სწავლის რეჟიმზე გადავა, ამის შესახებ ფოთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ განაცხადა.

მისი თქმით, მე-12 საჯარო სკოლაში ონლაინ გაკვეთილები მხოლოდ ერთ დაწყებითი კლასს ჩაუტარდება.

„სამინისტროს მივაწვდით ინფორმაციას, პირველი, მეოთხე და მეხუთე საჯარო სკოლების დისტანციურ სწავლაზე გადასვლის თაობაზე. მე-12 საჯარო სკოლაში კი მხოლოდ ერთი კლასი გადავა დისტანციურ რეჟიმზე, რადგან კორონავირუსი დაწყებითი კლასის მასწავლებელს დაუდასტურდა“, - განაცხადა გოჩა ქორქიამ.

მესტიის სოფელ ლატალის მიმდებარედ წიწვოვან ტყეში ხანძარია

ბაღებში ბავშვების რაოდენობა, რომელთაც ენტეროვირუსის ნიშნები აქვთ, 83-მდე გაიზარდა, მათგან 3 კლინიკაშია გადაყვანილი

კორონავირუსით გარდაცვლილი 8 პაციენტიდან ერთი თერჯოლაში მკურნალობდა - "71 წლის კაცი კლინიკაში სამეგრელოდან ორი დღის წინ შემოიყვანეს"