პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წყალში ჩაიყარა რამდენიმე მლნ ლარი და წლების სარესტავრაციო სამუშაოები" - გელათის სამონასტრო კომპლექსში უნიკალური ფრესკები განადგურების პირასაა?
"წყალში ჩაიყარა რამდენიმე მლნ ლარი და წლების სარესტავრაციო სამუშაოები" - გელათის სამონასტრო კომპლექსში უნიკალური ფრესკები განადგურების პირასაა?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლის, დე­კა­ნოზ და­ვით ტა­ტა­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გე­ლა­თის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში დრო­ე­ბი­თი გა­და­ხურ­ვის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, შემ­სრუ­ლე­ბელ კომ­პა­ნი­ას და­ე­ვა­ლა, რომ ხე­ლახ­ლა შე­ას­რუ­ლოს სა­მუ­შა­ო­ე­ბი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნა­წი­ლი აღად­გი­ნოს.

„ზო­გა­დად, გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ამ სა­კი­თხზე ყვე­ლა ვდარ­დობთ. ყვე­ლას გვინ­და, რომ გე­ლათ­თან მი­მარ­თე­ბით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყოს. ჩვენ გვაქვს ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტო­დან, რომ ეს ხარ­ვე­ზი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ფიქ­სირ­და. ამა­ში ექ­სპერ­ტე­ბიც იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი. იმ ფირ­მას, ვინც ამ სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებს, და­ე­ვა­ლა, რომ ხე­ლახ­ლა შე­ას­რუ­ლოს სა­მუ­შა­ო­ე­ბი და აღად­გი­ნოს ის, რაც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია. ჩვენ კონ­ტაქ­ტში ვართ აღ­ნიშ­ნულ სა­ა­გენ­ტოს­თან და ჩვე­ნი და მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­და­პირ­ვე­ლად სხვა ქარ­ხნის­გან მო­დი­ო­და ამ „კრა­მი­ტის“ შეკ­ვე­თა, შემ­დეგ სა­ა­გენ­ტოს­გან და­უ­კი­თხა­ვად ამ შემ­სრუ­ლე­ბელ­მა შეც­ვა­ლა მომ­წო­დე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა. ამის გამო, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში „კრა­მიტს“ ხარ­ვე­ზი აღ­მო­აჩ­ნდა, მაგ­რამ ახლა დრო­ე­ბით საფრ­თხე არა­ფერს ემუქ­რე­ბა. დრო­ე­ბი­თი გა­და­ხურ­ვა გა­უ­კეთ­და გე­ლათს იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც და­ზი­ა­ნე­ბა არის, რომ წყა­ლი არ ჩა­ვი­დეს. წყლის ჩას­ვლის სა­შიშ­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს. ნელ-ნელა და­ი­წყე­ბა ამ „კრა­მი­ტის“ გა­მოს­წო­რე­ბა და ღმერ­თის წყა­ლო­ბით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნოზ­მა და­ვით ტა­ტა­ნაშ­ვილ­მა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გე­ლა­თის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსში მიმ­დი­ნა­რე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო, უნი­კა­ლუ­რი ფრეს­კე­ბი გა­ნად­გუ­რე­ბის პი­რა­საა. სა­უ­ბა­რია ტაძ­რის სა­ხუ­რა­ვის აღ­დგე­ნის სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, რის გა­მოც ტა­ძარ­ში წყა­ლი ჩა­დის და ფრეს­კებს აზი­ა­ნებს.

თორ­ნი­კე ბა­რა­თაშ­ვი­ლის ფოტო

თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შექ­მნი­ლია ჯგუ­ფი, სა­ხელ­წო­დე­ბით: "გა­და­ვარ­ჩი­ნოთ გე­ლა­თის მო­ნას­ტე­რი/Save The Gelati Monastery", სა­დაც სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა ვრცელ­დე­ბა.

ნუცა ცი­ციშ­ვი­ლი:

"16.09.2020 გე­ლა­თის დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ა­გენ­ტო თავს ვერ არ­თმევს მის მიერ 7 წლის მან­ძილ­ზე დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბას და გე­ლა­თი დღემ­დე მი­ტო­ვე­ბუ­ლია. ერ­თა­დერ­თი, რაც ამ სი­ტუ­ა­ცი­ას გა­მო­ას­წო­რებს, სა­ხუ­რა­ვის ბო­ლომ­დე მოხ­სნა და ახ­ლი­დან სწო­რი სტრა­ტე­გი­ით გა­და­ხურ­ვაა. არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი გვერ­დზე უნდა გად­გნენ. ამათ უქ­ნა­რო­ბა­ში მეშ­ვი­დე თვე გა­ვი­და! გე­ლა­თი იღუ­პე­ბა.

© ევ­რო­პა ჩვე­ნი სახ­ლია, თორ­ნი­კე ბა­რა­თაშ­ვი­ლი"

დე­კა­ნო­ზი ილია ჭიღ­ლა­ძე:

"ზა­ფხულ­ში გე­ლა­თის მთა­ვა­რი ტაძ­რის სა­ხუ­რა­ვის გა­და­ხურ­ვის სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ქვის პე­რან­გის კონ­სერ­ვა­ცია დას­რულ­და და ხა­რა­ჩო­ე­ბი მოხ­სნეს, ახლა აღ­მოჩ­ნდა, რომ მთე­ლი გა­და­ხურ­ვა უვარ­გი­სია, წყა­ლი ჩა­დის ყველ­გან, გარ­და გუმ­ბა­თის კო­ნუ­სის, და მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლავ დრო­ე­ბი­თი გა­და­ხურ­ვის მო­წყო­ბა წყლის ასა­რი­დებ­ლად, რო­მე­ლიც თვის ბო­ლომ­დე უნდა დას­რულ­დეს. თვე­ე­ბია ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა: და­ზი­ან­და-დას­ველ­და-გა­მო­მა­რილ­და ფრეს­კე­ბი და ქვის პე­რან­გი, წყალ­ში ჩა­ი­ყა­რა რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ლარი და წლო­ბით მიმ­დი­ნა­რე სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და გუ­შინ­წინ სა­პატ­რი­არ­ქოს პრეს­პი­კერ­მა დე­კა­ნოზ­მა ჯაღ­მა­ი­ძემ არა­ფე­რი ვი­ციო, ხოლო გა­ე­ნა­თელ­მა მიტ­რო­პოლტმა იო­ა­ნემ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა და წყა­ლი არ ჩა­დი­სო. მარ­თლაც ტრა­გი­კო­მე­დი­ად იქცა სა­ქარ­თვე­ლო, ინ­ფან­ტი­ლიზ­მის, უვი­ცო­ბის, უგუ­ლო­ბის და იდი­ო­ტიზ­მის დო­ღია ყვე­ლა სფე­რო­ში...

ეს ფოტო გუ­შინ­დე­ლია და გა­და­ი­ღო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ევ­რო­პა ჩვე­ნი სახ­ლია"-მ", - წერს დე­კა­ნო­ზი აღ­ნიშ­ნულ ფე­ი­ბუქ-ჯგუფ­ში.

ეთო ედი­შე­რაშ­ვი­ლის ფოტო

ლაშა ბე­რე­კაშ­ვი­ლის ფოტო

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარ
0

ღმერთო ჩინელებს და თურქებს ხომ არ ამუშავებდნენ ,რა უბედურებაა ქართველი კაცი ასე უპასუხისმგებლოდ, უგულოდ, როგორ მოექცევა გელათს.ნუ.თუ ასე წავიდა ქართველი ერის საქმე?

მარი
54

ბიძო რისთვის გვყავს, თუ ყური მოკრა გელათი იღუპებაო, ალათ ქართუ მანდ გაჩნდება, მაგრამ საკითხავი ერთია სახელმწიფო რიღასთვისაა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"წყალში ჩაიყარა რამდენიმე მლნ ლარი და წლების სარესტავრაციო სამუშაოები" - გელათის სამონასტრო კომპლექსში უნიკალური ფრესკები განადგურების პირასაა?

"წყალში ჩაიყარა რამდენიმე მლნ ლარი და წლების სარესტავრაციო სამუშაოები" - გელათის სამონასტრო კომპლექსში უნიკალური ფრესკები განადგურების პირასაა?

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლის, დეკანოზ დავით ტატანაშვილის განცხადებით, გელათის საკათედრო ტაძარში დროებითი გადახურვის სამუშაოები ჩატარდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შემსრულებელ კომპანიას დაევალა, რომ ხელახლა შეასრულოს სამუშაოები და დაზიანებული ნაწილი აღადგინოს.

„ზოგადად, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ საკითხზე ყველა ვდარდობთ. ყველას გვინდა, რომ გელათთან მიმართებით ყველაფერი კარგად იყოს. ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან, რომ ეს ხარვეზი ოფიციალურად დაფიქსირდა. ამაში ექსპერტებიც იყვნენ ჩართული. იმ ფირმას, ვინც ამ სამუშაოებს ასრულებს, დაევალა, რომ ხელახლა შეასრულოს სამუშაოები და აღადგინოს ის, რაც დაზიანებულია. ჩვენ კონტაქტში ვართ აღნიშნულ სააგენტოსთან და ჩვენი და მათი ინფორმაციით, თავდაპირველად სხვა ქარხნისგან მოდიოდა ამ „კრამიტის“ შეკვეთა, შემდეგ სააგენტოსგან დაუკითხავად ამ შემსრულებელმა შეცვალა მომწოდებელი ქარხანა. ამის გამო, დროთა განმავლობაში „კრამიტს“ ხარვეზი აღმოაჩნდა, მაგრამ ახლა დროებით საფრთხე არაფერს ემუქრება. დროებითი გადახურვა გაუკეთდა გელათს იმ ადგილებში, სადაც დაზიანება არის, რომ წყალი არ ჩავიდეს. წყლის ჩასვლის საშიშროება არ არსებობს. ნელ-ნელა დაიწყება ამ „კრამიტის“ გამოსწორება და ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა დეკანოზმა დავით ტატანაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, უნიკალური ფრესკები განადგურების პირასაა. საუბარია ტაძრის სახურავის აღდგენის სამუშაოებზე, რის გამოც ტაძარში წყალი ჩადის და ფრესკებს აზიანებს.

თორნიკე ბარათაშვილის ფოტო

თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შექმნილია ჯგუფი, სახელწოდებით: "გადავარჩინოთ გელათის მონასტერი/Save The Gelati Monastery", სადაც სამონასტრო კომპლექსის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ვრცელდება.

ნუცა ციციშვილი:

"16.09.2020 გელათის დღევანდელი მდგომარეობა სააგენტო თავს ვერ ართმევს მის მიერ 7 წლის მანძილზე დაშვებული შეცდომების გამოსწორებას და გელათი დღემდე მიტოვებულია. ერთადერთი, რაც ამ სიტუაციას გამოასწორებს, სახურავის ბოლომდე მოხსნა და ახლიდან სწორი სტრატეგიით გადახურვაა. არაპროფესიონალები გვერდზე უნდა გადგნენ. ამათ უქნარობაში მეშვიდე თვე გავიდა! გელათი იღუპება.

© ევროპა ჩვენი სახლია, თორნიკე ბარათაშვილი"

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

"ზაფხულში გელათის მთავარი ტაძრის სახურავის გადახურვის სამუშაოები და ქვის პერანგის კონსერვაცია დასრულდა და ხარაჩოები მოხსნეს, ახლა აღმოჩნდა, რომ მთელი გადახურვა უვარგისია, წყალი ჩადის ყველგან, გარდა გუმბათის კონუსის, და მიმდინარეობს კვლავ დროებითი გადახურვის მოწყობა წყლის ასარიდებლად, რომელიც თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს. თვეებია ამაზე ინფორმაცია ვრცელდება: დაზიანდა-დასველდა-გამომარილდა ფრესკები და ქვის პერანგი, წყალში ჩაიყარა რამდენიმე მილიონი ლარი და წლობით მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები და გუშინწინ საპატრიარქოს პრესპიკერმა დეკანოზმა ჯაღმაიძემ არაფერი ვიციო, ხოლო გაენათელმა მიტროპოლტმა იოანემ ყველაფერი კარგადაა და წყალი არ ჩადისო. მართლაც ტრაგიკომედიად იქცა საქართველო, ინფანტილიზმის, უვიცობის, უგულობის და იდიოტიზმის დოღია ყველა სფეროში...

ეს ფოტო გუშინდელია და გადაიღო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-მ", - წერს დეკანოზი აღნიშნულ ფეიბუქ-ჯგუფში.

ეთო ედიშერაშვილის ფოტო

ლაშა ბერეკაშვილის ფოტო