მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოზურგეთში 80-მდე ბავშვს ენტეროვირუსის ნიშნები გამოუვლინდა, რის გამოც ბაღებში სწავლა შეწყდა
ოზურგეთში 80-მდე ბავშვს ენტეროვირუსის ნიშნები გამოუვლინდა, რის გამოც ბაღებში სწავლა შეწყდა

ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­წყდა. რო­გორც ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ამის მი­ზე­ზი ისაა, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 80-მდე აღ­საზ­რდელს სა­ვა­რა­უ­დო ენ­ტე­რო­ვირუ­სის ნიშ­ნე­ბი გა­მო­უვ­ლინ­და.

მათი გან­მარ­ტე­ბით, სა­ნამ შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის გა­მომ­წვევ მი­ზეზს არ და­ად­გე­ნენ, სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცე­სი არ გა­ნახ­ლდე­ბა.

რო­გორც ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, სა­ვა­რა­უ­დო ენ­ტე­რო­ვირუ­სის ნიშ­ნე­ბი ამ დრო­ის­თვის აღე­ნიშ­ნე­ბა 80-მდე ბავ­შვს, სტა­ცი­ო­ნარ­ში მკურ­ნა­ლობს მხო­ლოდ ერთი. ნა­წი­ლი გა­მო­ჯან­მრთელ­და, ნა­წი­ლი კი, სახ­ლში აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას.

„შა­ბათს, ერთ-ერთ ბაღ­ში რამ­დე­ნი­მე ბავ­შვს აღე­ნიშ­ნე­ბო­და დი­ა­რე­ის ნიშ­ნე­ბი. მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ბა­ღე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ და­ი­წყო მოკ­ვლე­ვა, იყო თუ არა სხვა ბა­ღებ­ში მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ­ცერთ ბაღ­ში არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი, თუმ­ცა სა­ღა­მოს 11 ბა­ღი­დან შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ რამ­დე­ნი­მე აღ­საზ­რდელს გა­მო­უვ­ლინ­და სა­ვა­რა­უ­დო ენ­ტე­რო­ვირუ­სის ნიშ­ნე­ბი.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლი­ყო საკ­ვე­ბით მო­წამ­ვლა, მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­სუ­ლი­ყო სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით.

და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დო ენ­ტე­რო­ვირუ­სის ნიშ­ნე­ბი ამ დრო­ის­თვის აღე­ნიშ­ნე­ბა 80-მდე ბავ­შვს, სტა­ცი­ო­ნარ­ში მკურ­ნა­ლობს მხო­ლოდ ერთი. ნა­წი­ლი გა­მო­ჯან­მრთელ­და, ნა­წი­ლი კი, სახ­ლში აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას.

აქვე გან­ვმარ­ტავთ, რომ სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში პრო­დუქ­ტი და სას­მე­ლი წყა­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის სრუ­ლი დაც­ვით, 2 დღით ადრე შე­ვი­და.

სა­ნამ შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის გა­მომ­წვევ მი­ზეზს არ და­ად­გე­ნენ, სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცე­სი არ გა­ნახ­ლდე­ბა“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
ანა
0

ბავშვებში კოვიდი ხშირად დიარეით იწყება. სასურველია, რამდენიმეს ჩაუტარონ ტესტი, რომ გაირკვეს, კორონავირუსით ხომ არ არიან ინფიცირებულები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ოზურგეთში 80-მდე ბავშვს ენტეროვირუსის ნიშნები გამოუვლინდა, რის გამოც ბაღებში სწავლა შეწყდა

ოზურგეთში 80-მდე ბავშვს ენტეროვირუსის ნიშნები გამოუვლინდა, რის გამოც ბაღებში სწავლა შეწყდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, ამის მიზეზი ისაა, რომ დაახლოებით 80-მდე აღსაზრდელს სავარაუდო ენტეროვირუსის ნიშნები გამოუვლინდა.

მათი განმარტებით, სანამ შესაბამისი სამსახურები აღნიშნული ფაქტის გამომწვევ მიზეზს არ დაადგენენ, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სავარაუდო ენტეროვირუსის ნიშნები ამ დროისთვის აღენიშნება 80-მდე ბავშვს, სტაციონარში მკურნალობს მხოლოდ ერთი. ნაწილი გამოჯანმრთელდა, ნაწილი კი, სახლში აგრძელებს მკურნალობას.

„შაბათს, ერთ-ერთ ბაღში რამდენიმე ბავშვს აღენიშნებოდა დიარეის ნიშნები. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ბაღების გაერთიანებამ დაიწყო მოკვლევა, იყო თუ არა სხვა ბაღებში მსგავსი შემთხვევები. დღის განმავლობაში, არცერთ ბაღში არ დაფიქსირებულა აღნიშნული ფაქტი, თუმცა საღამოს 11 ბაღიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ რამდენიმე აღსაზრდელს გამოუვლინდა სავარაუდო ენტეროვირუსის ნიშნები.

გამომდინარე იქიდან, რომ გამორიცხულიყო საკვებით მოწამვლა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საბავშვო ბაღებში დაუყოვნებლივ შესულიყო სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები შემოწმების მიზნით.

დაზუსტებული ინფორმაციით, სავარაუდო ენტეროვირუსის ნიშნები ამ დროისთვის აღენიშნება 80-მდე ბავშვს, სტაციონარში მკურნალობს მხოლოდ ერთი. ნაწილი გამოჯანმრთელდა, ნაწილი კი, სახლში აგრძელებს მკურნალობას.

აქვე განვმარტავთ, რომ საბავშვო ბაღებში პროდუქტი და სასმელი წყალი კანონმდებლობის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით, 2 დღით ადრე შევიდა.

სანამ შესაბამისი სამსახურები აღნიშნული ფაქტის გამომწვევ მიზეზს არ დაადგენენ, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება“,-აღნიშნულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მესტიის სოფელ ლატალის მიმდებარედ წიწვოვან ტყეში ხანძარია

ბაღებში ბავშვების რაოდენობა, რომელთაც ენტეროვირუსის ნიშნები აქვთ, 83-მდე გაიზარდა, მათგან 3 კლინიკაშია გადაყვანილი

კორონავირუსით გარდაცვლილი 8 პაციენტიდან ერთი თერჯოლაში მკურნალობდა - "71 წლის კაცი კლინიკაში სამეგრელოდან ორი დღის წინ შემოიყვანეს"