მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ჩვენების დეტალები - "ჩემმა მეგობარმა ბეჟან მაისურაძემ მთხოვა დავხმარებოდი რუკების მოძიებაში..."
ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ჩვენების დეტალები - "ჩემმა მეგობარმა ბეჟან მაისურაძემ მთხოვა დავხმარებოდი რუკების მოძიებაში..."

და­ვით გა­რეჯ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვით ხი­და­შე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში და­მა­ტე­ბით გა­მო­ი­კი­თხა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სწო­რედ და­ვით ხი­და­შელ­მა გა­დას­ცა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ის რუკა, რომ­ლი­თაც გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2006-2007 წლებ­ში დე­მარ­კა­ცია-დე­ლი­მი­ტა­ცი­ის კო­მი­სი­ის წევ­რებს უნდა ეხელ­მძღვა­ნე­ლათ.

ცნო­ბის­თვის, გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­ა­კა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მულ რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზე­ბით, რაც არ­სე­ბი­თად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს, მათ შო­რის და­ვით გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

ბიზ­ნეს­მენ­მა ერთ-ერთ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას 13 ოქ­ტომ­ბერს ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, მაგ­რამ სწო­რედ ამ ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ ბრალ­დე­ბულ­თა ად­ვო­კა­ტე­ბი და ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი მის ჩვე­ნე­ბას ეჭვქვეშ აყე­ნე­ბენ.

ხი­და­შე­ლი ადას­ტუ­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის გა­და­ცე­მუ­ლი ყვე­ლა­ზე სა­და­ვო და ხმა­უ­რი­ა­ნი რუკა რუ­სეთ­ში მო­ი­ძია, მაგ­რამ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ჰყვე­ბა, ვინ სთხო­ვა ეს. ამ­ბობს, რომ ამ მა­სა­ლე­ბი­სა და რუ­კე­ბის მო­ძი­ე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის თხოვ­ნით და­ი­წყო. "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა 2019 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­მი­რე­კა და ჩემ­თვის შო­კის მომ­გვრე­ლი ინ­ფორ­მა­ცია მო­მა­წო­და. მა­შინ მო­მიყ­ვა, რომ პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნა და­ვით­გა­რე­ჯის მო­ნას­ტერ­თან და სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მან მთხო­ვა დახ­მა­რე­ბა, მო­მე­ძია რა­ღაც რუკა", - ამ­ბობს ხი­და­შე­ლი. გა­მო­ძი­ე­ბის­თვის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში კი ამ­ბობს, რომ ამ მა­სა­ლის მო­ძი­ე­ბა ბეჟან მა­ი­სუ­რა­ძემ სთხო­ვა...

ფრაგ­მენ­ტე­ბი და­ვით ხი­და­შე­ლის ჩვე­ნე­ბი­დან:

- 2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ბეჟან მა­ი­სუ­რა­ძემ მთხო­ვა დავ­ხმა­რე­ბო­დი 1936-38 წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში, რად­გან ასე­თი რუ­კე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იძებ­ნე­ბო­და და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის გა­და­მე­ცა... გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის ძი­ე­ბის შემ­დეგ სა­სურ­ვე­ლი რე­დაქ­ცი­ის რუ­კებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში მი­ვაკ­ვლიე, კერ­ძოდ კი - მოს­კოვ­ში არ­სე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო ფე­დე­რა­ცი­ულ სა­ბი­უ­ჯე­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, "გე­ო­დე­ზი­ის, კარ­ტოგ­რა­ფი­ი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სივ­რცი­თი მო­ნა­ცე­მე­ბის ფე­დე­რა­ლურ სა­მეც­ნი­ე­რო-ტექ­ნი­კურ ცენ­ტრში, 2020 წლის მარ­ტის შუა რი­ცხვებ­ში. ვი­ნა­ი­დან არ ვარ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, ჩემი თხოვ­ნით იმ დრო­ის­თვის თა­ნამ­შრო­მელ­მა მოს­კოვ­ში, სერ­გეი ბრა­გინ­მა გა­ა­ფორ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შემ­დეგ მე გა­ვა­ფორ­მე ხსე­ნე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტყუილს-მოკლე-ფეხები-აქვს !
92

მოგიყვებით-თქვენ-საყვარელ-სსრკ-ს-კგბ-ეს-ანეკდოტითა !

ამერიკელებმა-ჯაშუში-გაწვრთნეს-საქართველოთვინა !

ქართულ-მეგრულ-სვანურ-აფხაზური-ასწავლეს-ხუთი-თითივითა !

ჩამოვიდა-განსწავლული სოფელ-სოფელ-დაიარება-თავშესაფრის-თხოვნითა !

ყველგან-ერთ-პასუხს-ღებულობს ! ჯაშუშს-ვერ-მიგიღებთ-ვერაფრითა !

კაცი-გაგიჟდა ! ქართულ-მეგრულ-სვანურ-აფხაზურად-კითხა ! საიდან-იცითა !

ზანგი-ხარ-შე-უპატრონო ! მასპინძელმა-უპასუხა-სიცილითა !

ხო-და-გენაცალე სუს-კგბ-კუდნი-გიჩანს თავისი-პაგონებითა !

ინტრიგანი
1

1920 წლის საქართველოს რუკა ვერა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ჩვენების დეტალები - "ჩემმა მეგობარმა ბეჟან მაისურაძემ მთხოვა დავხმარებოდი რუკების მოძიებაში..."

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ჩვენების დეტალები - "ჩემმა მეგობარმა ბეჟან მაისურაძემ მთხოვა დავხმარებოდი რუკების მოძიებაში..."

დავით გარეჯთან დაკავშირებით ბიზნესმენი დავით ხიდაშელი საგამოძიებო უწყებაში დამატებით გამოიკითხა. შეგახსენებთ, რომ სწორედ დავით ხიდაშელმა გადასცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ის რუკა, რომლითაც გამოძიების ინფორმაციით, 2006-2007 წლებში დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის წევრებს უნდა ეხელმძღვანელათ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ბიზნესმენმა ერთ-ერთ ტელეკომპანიას 13 ოქტომბერს ვრცელი ინტერვიუ მისცა, მაგრამ სწორედ ამ ინტერვიუს შემდეგ ბრალდებულთა ადვოკატები და ოპოზიციის ლიდერები მის ჩვენებას ეჭვქვეშ აყენებენ.

ხიდაშელი ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემული ყველაზე სადავო და ხმაურიანი რუკა რუსეთში მოიძია, მაგრამ სატელევიზიო ეთერში განსხვავებულად ჰყვება, ვინ სთხოვა ეს. ამბობს, რომ ამ მასალებისა და რუკების მოძიება ივანიშვილის თხოვნით დაიწყო. "ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის სექტემბერში დამირეკა და ჩემთვის შოკის მომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა. მაშინ მომიყვა, რომ პრობლემები შეიქმნა დავითგარეჯის მონასტერთან და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით. მან მთხოვა დახმარება, მომეძია რაღაც რუკა", - ამბობს ხიდაშელი. გამოძიებისთვისთვის მიცემულ ჩვენებაში კი ამბობს, რომ ამ მასალის მოძიება ბეჟან მაისურაძემ სთხოვა...

ფრაგმენტები დავით ხიდაშელის ჩვენებიდან:

- 2019 წლის ოქტომბერში ჩემმა მეგობარმა ბეჟან მაისურაძემ მთხოვა დავხმარებოდი 1936-38 წლების საქართველოს რუკების მოძიებაში, რადგან ასეთი რუკები საქართველოში არ იძებნებოდა და თავდაცვის სამინისტროსთვის გადამეცა... გარკვეული პერიოდის ძიების შემდეგ სასურველი რედაქციის რუკებს რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში მივაკვლიე, კერძოდ კი - მოსკოვში არსებულ სახელმწიფო ფედერაციულ საბიუჯეტო დაწესებულებაში, "გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და ინფრასტრუქტურის სივრცითი მონაცემების ფედერალურ სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში, 2020 წლის მარტის შუა რიცხვებში. ვინაიდან არ ვარ რუსეთის მოქალაქე, ჩემი თხოვნით იმ დროისთვის თანამშრომელმა მოსკოვში, სერგეი ბრაგინმა გააფორმა ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე შემდეგ მე გავაფორმე ხსენებულ დაწესებულებასთან ხელშეკრულება. წაიკითხეთ სრულად

აზერბაიჯანი სომხეთის ცოცხალი ძალის განადგურებაზე იუწყება - როგორია ვითარება ყარაბაღში და გამართავენ თუ არა ფაშინიანი და ალიევი მოლაპარაკებებს მოსკოვში

დარღვეული შეთანხმება, დაბომბილი მშვიდობიანი მოსახლეობა, ნანგრევებში მოყოლილი ბავშვები - სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის უმძიმესი შედეგები

"სომხეთი აღჯაბადის ტერიტორიას დილიდან ბომბავს... 13 სოფელი გავათავისუფლეთ" - რას წერს ალიევი და რა ვითარებაა რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან 2 დღეში