პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი უკვე 8 წელია აანონსებს დაბრუნებას, ხან სახურავიდან, ხან ზღვასთან დგას, ხან საკუთარი ძვირადღირებული ბინის აივანზე..." - არჩილ თალაკვაძე
"სააკაშვილი უკვე 8 წელია აანონსებს დაბრუნებას, ხან სახურავიდან, ხან ზღვასთან დგას, ხან საკუთარი ძვირადღირებული ბინის აივანზე..." - არჩილ თალაკვაძე

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აქვს პრობ­ლე­მე­ბი თა­ვის წარ­სულ­თან და ის დღეს გა­მო­ი­ყუ­რე­ბა რო­გორც ჯოხი ოპო­ზი­ცი­ის ბორ­ბალ­ში,- ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ამ არ­ჩევ­ნებ­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი ვე­ლი­დან გა­იყ­ვა­ნონ.

თა­ლაკ­ვა­ძის შე­ფა­სე­ბით, ამ პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ამ კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნა ხალ­ხის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რად­გან გა­მარ­თეს აქ­ცია, სა­დაც არა­ნა­ი­რი წე­სე­ბი არ იყო და­ცუ­ლი და გა­წი­რეს თა­ვი­სი­ვე მხარ­დამ­ჭე­რე­ბი.

„ძვირ­ფა­სო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბო იმას­თან ერ­თად რომ ამ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლო დგამს ნა­ბი­ჯებს პროგ­რე­სის­კენ, ირ­ჩევს უფრო მშვიდ, საქ­მი­ან პო­ლი­ტი­კას, რო­მელ­საც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სთა­ვა­ზობს ჩვენს ქვე­ყა­ნას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას , თქვენ აქვე გაქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ვე­ლი­დან ბო­ლომ­დე გა­ვიყ­ვა­ნოთ ეს უპა­სუ­ხის­მგებ­ლო პარ­ტია, რო­მელ­საც ჰქვია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“. მათ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნეს თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებ­თან, როცა სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩაყ­ვა­ნი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბით ხალ­ხის ხარ­ჯზე გა­ა­კე­თეს ისე­თი აქ­ცია, სა­დაც არა­ნა­ი­რი წე­სე­ბი არ იყო და­ცუ­ლი, მათ გა­წი­რეს სა­კუ­თა­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც კი თა­ვი­სი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, ეს არის მათი ხელ­წე­რა, ისი­ნი ამას აკე­თებ­დნენ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, ბიზ­ნეს­ში, მე­დი­ა­ში, ყველ­გან, სა­დაც ჰქონ­დათ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ერთ-ერთი აქ მყო­ფი ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტო­რი პირ­და­პირ აცხა­დებ­და, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ას და ჟურ­ნა­ლის­ტებს პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის იყე­ნებ­და. ამის შემ­დეგ რა უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის­გან?

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ის უკვე 8 წე­ლია აა­ნონ­სებს ხან სა­ხუ­რა­ვი­დან, ხან ზღვას­თან დგას, ხან სა­კუ­თა­რი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ბი­ნის აი­ვან­ზე და აა­ნონ­სებს დაბ­რუ­ნე­ბას, ზოგ­ჯერ ჰა­ე­რით, ზოგ­ჯერ გვი­რა­ბით, ზოგ­ჯერ ფე­ხით გად­მო­დის ხოლ­მე სა­ზღვარ­ზე, თუმ­ცა, რო­გორც ხე­დავთ მან დღემ­დე ვერ გა­ბე­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა. ეს არის მისი მო­რი­გი ტყუ­ი­ლი სა­კუ­თა­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვის, ვი­ნა­ი­დან სხვას ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ვის სჯე­რა მისი სი­ტყვე­ბის, მას აქვს პრობ­ლე­მე­ბი თა­ვის წარ­სულ­თან და ის დღეს გა­მო­ი­ყუ­რე­ბა რო­გორც ჯოხი ოპო­ზი­ცი­ის ბორ­ბალ­ში. ამი­ტომ ამ არ­ჩევ­ნე­ბით ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა და მისი მხარ­და­ჭე­რა კი­დევ უფრო შემ­ცირ­დე­ბა და მის ად­გილ­ზე და­ი­კა­ვებს ჯან­სა­ღი ოპო­ზი­ცია,“ - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხოო მარა
21

თუ დაბრუნდაა? ....

დ.ჯ.
165

სააკაშვილო რაღა შენ და რაღა კორონა. 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"სააკაშვილი უკვე 8 წელია აანონსებს დაბრუნებას, ხან სახურავიდან, ხან ზღვასთან დგას, ხან საკუთარი ძვირადღირებული ბინის აივანზე..." - არჩილ თალაკვაძე

"სააკაშვილი უკვე 8 წელია აანონსებს დაბრუნებას, ხან სახურავიდან, ხან ზღვასთან დგას, ხან საკუთარი ძვირადღირებული ბინის აივანზე..." - არჩილ თალაკვაძე

მიხეილ სააკაშვილს აქვს პრობლემები თავის წარსულთან და ის დღეს გამოიყურება როგორც ჯოხი ოპოზიციის ბორბალში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოქალაქეებს საშუალება აქვთ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებზე პოლიტიკური ველიდან გაიყვანონ.

თალაკვაძის შეფასებით, ამ პოლიტიკურმა პარტიამ კიდევ ერთხელ აჩვენა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, რადგან გამართეს აქცია, სადაც არანაირი წესები არ იყო დაცული და გაწირეს თავისივე მხარდამჭერები.

„ძვირფასო მოქალაქეებო იმასთან ერთად რომ ამ დემოკრატიული არჩევნებით საქართველო დგამს ნაბიჯებს პროგრესისკენ, ირჩევს უფრო მშვიდ, საქმიან პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას , თქვენ აქვე გაქვთ შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური ველიდან ბოლომდე გავიყვანოთ ეს უპასუხისმგებლო პარტია, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“. მათ რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთხელ აჩვენეს თავისი დამოკიდებულება ადამიანებთან, როცა სხვადასხვა რეგიონებიდან ჩაყვანილი საზოგადოების წევრებით ხალხის ხარჯზე გააკეთეს ისეთი აქცია, სადაც არანაირი წესები არ იყო დაცული, მათ გაწირეს საკუთარი მხარდამჭერებიც კი თავისი მიზნის მისაღწევად, ეს არის მათი ხელწერა, ისინი ამას აკეთებდნენ სასჯელაღსრულების სისტემაში, ბიზნესში, მედიაში, ყველგან, სადაც ჰქონდათ ამის შესაძლებლობა, მათ შორის ჟურნალისტები და ერთ-ერთი აქ მყოფი ტელევიზიის დირექტორი პირდაპირ აცხადებდა, რომ ტელევიზიას და ჟურნალისტებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. ამის შემდეგ რა უნდა გაგიკვირდეთ ამ პოლიტიკური ძალისგან?

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს ის უკვე 8 წელია აანონსებს ხან სახურავიდან, ხან ზღვასთან დგას, ხან საკუთარი ძვირადღირებული ბინის აივანზე და აანონსებს დაბრუნებას, ზოგჯერ ჰაერით, ზოგჯერ გვირაბით, ზოგჯერ ფეხით გადმოდის ხოლმე საზღვარზე, თუმცა, როგორც ხედავთ მან დღემდე ვერ გაბედა საქართველოში ჩამოსვლა. ეს არის მისი მორიგი ტყუილი საკუთარი მხარდამჭერებისთვის, ვინაიდან სხვას ამ ქვეყანაში არავის სჯერა მისი სიტყვების, მას აქვს პრობლემები თავის წარსულთან და ის დღეს გამოიყურება როგორც ჯოხი ოპოზიციის ბორბალში. ამიტომ ამ არჩევნებით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლობა და მისი მხარდაჭერა კიდევ უფრო შემცირდება და მის ადგილზე დაიკავებს ჯანსაღი ოპოზიცია,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

"ფიტნეს დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ - შეგიძლიათ, მოხვიდეთ და აქ ივარჯიშოთ" - ზურაბ ჯაფარიძე

სააკაშვილს ახალგაზრდა უკრაინელ პოლიტიკოსთან რომანი აქვს? - "გოგონა პერიოდულად ცხოვრობს მის რეზიდენციაში, მათ სერიოზული ურთიერთობა აქვთ" (სკანდალური ფოტოები)

"კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, ეს რუსეთის მხარის ინტერპრეტაციაა" - აბაშიძე